ვანათი (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი)
სოფელი | |
---|---|
ვანათი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | ქვემო ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
თემი | ორბეთი |
კოორდინატები | 41°42′52″ ჩ. გ. 44°31′18″ ა. გ. / 41.71444° ჩ. გ. 44.52167° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1100 მ |
მოსახლეობა | 8[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ვანათი, ყოფ. ვანეთი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში (ქვემო ქართლის მხარე), თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში (ორბეთის ადმინისტრაციული ერთეული).[1]
სოფელი მდებარეობს თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ვერის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1100 მ სიმაღლეზე. ქალაქ თეთრიწყაროდან დაშორებულია 34 კილომეტრით.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელი პირველად იხსენიება დიმიტრი თავდადებულის 1289 წლის სიგელში, რომლითაც მეფეს სიონის ღვთისმშობლისთვის შეუწირავს „ვერის ჴევსა ვანანი სოფელი“. ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.) ვერის ხევის დახასიათებისას გადმოგვცემს: „დიდგორის მთის კერძო არს უვენახო, უხილო ვანათამდე, მას ქუეით ვენახოვანი, ხილიანი, ტყიანი, ნადირიანი, ფრინველიანი. ვანათს ქუეით არს ციხე წვერისა“. ვანათი ასევე მოიხსენიება ვერის ხევის სოფლებს შორის იოანე ბატონიშვილის „ქართლ-კახეთის აღწერაში“. XIX-XX საუკუნეებში „ვანეთის“ სახელით იწოდებოდა.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 8 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 16 | 6 | 10 |
2014[1] | 8 | 3 | 5 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვანათი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.
- ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი, გვ. 209, თბ., 2013 წელი.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II