ქაჯარანი
იერსახე
| ქალაქი | |||
|---|---|---|---|
|
ქაჯარანი Քաջարան | |||
|
ქალაქი ქაჯარანი | |||
| |||
| ქვეყანა |
| ||
| მარზი | სიუნიქის ოლქი | ||
| კოორდინატები | 39°09′04″ ჩ. გ. 46°09′36″ ა. გ. / 39.15111° ჩ. გ. 46.16000° ა. გ. | ||
| დაარსდა | 1947 | ||
| ამჟამინდელი სტატუსი | 1992 | ||
| ფართობი | 2.8 კმ² | ||
| ცენტრის სიმაღლე | 2200 მ | ||
| ოფიციალური ენა | სომხური ენა | ||
| მოსახლეობა | 9 330 კაცი (2008) | ||
| სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||
| სატელეფონო კოდი | +374 (285) | ||
| საფოსტო ინდექსი | 3309 | ||
| ოფიციალური საიტი | http://kajaran.am/ | ||
ქაჯარანი — ქალაქი სომხეთში სიუნიქის ოლქში. მდებარეობს მდინარე ვოხჩის ზემო დინებაში, ზანგეზურის ქედის აღმოსავლეთ კალთებზე მეგრინის ქედის ჩრდილოეთით. ერევნიდან 356 კილომეტრი, კაპანიდან 25 კილომეტრი.
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქაჯარანი არის სამთამადნო მრეწველობისა და ფერადი მეტალურგიის მსხვილი ცენტრი. ქალაქში მდებარეობს ზანგეზურის სპილენძ-მოლიბდენის კომბინატი, სომხეთის სამთო-მეტალურგიის მნიშვნელოვანი საწარმო. კომბინატის მშენებლობა დაიწყო 1940 წელს მაგრამ მეორე მსოფლიო ომის გამო მშენებლობა შეჩერებულ იქნა 1944 წლამდე. 1951-1952 წლებში ქარხანა შევიდა ექსპლუატაციაში. 2002 წელს საწარმომ გამოიმუშავა 8 მლნ. ტონა მადანი. 2004 წელს სომხეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება მისი პრივატიზაციის შესახებ, რომლის შედეგად უნდა შეიქმნას 3000-4500 სამუშაო ადგილი.