ტაშირი (ქალაქი)
ქალაქი | |
---|---|
ტაშირი Տաշիր | |
ქვეყანა | სომხეთი |
პროვინცია | ლორეს პროვინცია |
კოორდინატები | 41°06′52″ ჩ. გ. 44°17′26″ ა. გ. / 41.11444° ჩ. გ. 44.29056° ა. გ. |
დაარსდა | 1834 |
ადრეული სახელები |
ვორონცოვკა (1937 წლამდე) კალინინო (1991 წლამდე) |
ამჟამინდელი სტატუსი | 1983 |
ფართობი | 3.3 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 1 500 მ |
ოფიციალური ენა | სომხური ენა |
მოსახლეობა | 8 700 კაცი (2008) |
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 |
სატელეფონო კოდი | +374 (254) |
საფოსტო ინდექსი | 2101-2103 |
საავტომობილო კოდი | 41 |
ტაშირი — ქალაქი სომხეთში, მდებარეობს ლორეს პროვინციის ჩრდილოეთით, ერევნიდან 172 კილომეტრში.
მდებარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი მდებარეობს სტეფანავანი-თბილისის საავტომობილო გზაზე, ხეობაში, ზღვის დონიდან 1 500 მ-ზე.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თანამედროვე ქალაქის ტერიტორიაზე ძვ. წ. III ათასწლეულში არსებობდა დასახლება. ქალაქი დააარსეს რუსეთიდან გადმოსახლებულმა მალაკნებმა და გრაფ ვორონცოვის პატივსაცემად დაარქვეს ვორონცოვკა. 1937 წელს უწოდეს კალინინო. 1961 წლიდან არის დაბა, ხოლო 1983 წლიდან რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქია. 1991 წელს უწოდეს ტაშირი, ლორეს პროვინციის ტერიტორიაზე მდებარე უძველესი პროვინციის ტაშირის მიხედვით.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1886 წელს ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 2284 კაცს, 1897 წელს — 3076, 1926 წელს — 4042, 1939 წელს — 4245, 1959 წელს — 4766, მოსახლეობის უმრავლესობას რუსები შეადგენდნენ. 1988-1989 წლებამდე აქ ცხოვრობდნენ ასევე აზერბაიჯანელები, რომლებმაც საცხოვრებელი ადგილები მიატოვეს ყარაბაღის კონფლიქტის პერიოდში.
ქალაქის მოსახლეობის დინამიკა ცხრილში.
წელი | 2001 | 2004 | 2005 | 2006 | 2007 | 2008 |
---|---|---|---|---|---|---|
მოსახლეობა | 7 856 | 9 200[1] | 9 100[1] | 8 900[1] | 8 900[1] | 8 700[1] |
ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა 2005 წლისათვის შეადგენდა 9 100 კაცს, რომელთაგან 43 % კაცი იყო, ხოლო 57 % ქალი.
კულტურა და განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქში არის სამი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, ბიბლიოთეკა, კულტურის სახლი, საბავშვო ბაღი, სპორტული მოედანი, სპორტსკოლა და მუსიკალური სკოლა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტაშირი დაარქივებული 2017-10-03 საიტზე Wayback Machine. — სომხეთის ისტორია დაარქივებული 2017-10-03 საიტზე Wayback Machine.
- ძეგლების სია (რუსული)
- პროფილი geonames-ზე[მკვდარი ბმული] (ინგლისური)
- Профиль на World Gazetteer (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|