აპარანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
აპარანი
Ապարան

კასახის ბაზილიკა
გერბი

ქვეყანა სომხეთის დროშა სომხეთი
რეგიონი არაგაწოთნი
კოორდინატები 40°35′46″ ჩ. გ. 44°21′13″ ა. გ. / 40.59611° ჩ. გ. 44.35361° ა. გ. / 40.59611; 44.35361
პირველი ხსენება ძვ.წ II ს.
ფართობი 3.5 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1800
ოფიციალური ენა სომხური ენა
მოსახლეობა 6 158 კაცი (2008)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +374 (252), +374 (2520)
საფოსტო ინდექსი 0301
ოფიციალური საიტი https://ապարան.հայ
აპარანი — სომხეთი
აპარანი

აპარანიქალაქი სომხეთში, არაგაწოტნის ოლქში. მდებარეობს ერევნიდან ჩრდილო-დასავლეთით 59 კილომეტრზე, მდინარე ქასაღის ნაპირებზე, აპარანის წყალსაცავის ზემოთ, არაგაცის მთის აღმოსავლეთ კალთაზე. ქალაქში გადის ავტომაგისტრალი ერევანი-სპიტაკი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება ძვ. წ. II საუკუნეში კასალას სახელწოდებით. V საუკუნეში ეწოდა კასახი, სწორედ ამ პერიოდშია აშენებული კასახის ბაზილიკა, რომელიც ჩვენამდეა მოღწეული. თანამედროვე სახელწოდება მიიღო X საუკუნეში. იგი წარმოსდგება სომხური სიტყვიდან Ապարանք (სასახლე).

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსახლეობის რაოდენობა 1831 წელს იყო 386 ადამიანი, 1837 წელს - 1353, 1914 წელს - 2332, 1919 წელს - 2205, 1931 წელს - 2666, 1959 წელს - 2662, 1970 წელს - 5969, 1979 წელს - 5990, 2001 წელს - 5711, ხოლო 2008 წლის მონაცემებით აპარანის მოსახლეობა შეადგენს 6158 ადამიანს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]