ვაიქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქალაქი
ვაიქი
Վայք
Arevik Stadium, Vayk.jpg
ვაიქი
ქვეყანა სომხეთის დროშა სომხეთი
რეგიონი ვაიოც ძორი
კოორდინატები 39°41′30″ ჩ. გ. 45°27′55″ ა. გ. / 39.69167° ჩ. გ. 45.46528° ა. გ. / 39.69167; 45.46528
დაარსდა 1828
ადრეული სახელები აზიზბეკოვი
ფართობი 3 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1,300±1 მეტრი
მოსახლეობა 5 885 კაცი (2008)
სასაათო სარტყელი UTC+4, ზაფხულში UTC+5
სატელეფონო კოდი +374 (282)
საფოსტო ინდექსი 3801
ოფიციალური საიტი http://www.vayk.am/
ვაიქი — სომხეთი
ვაიქი

ვაიქი (სომხ. Վայք) — ქალაქი სომხეთში, ვაიოცძორის პროვინციაში. მდებარეობს ერევნიდან 139 კილომეტრში, ერევანი–სისიანი–გორისის საავტომობილო გზაზე. ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან ქალაქი მთებითაა შემორტყმული. ვაიქი გადაჭიმულია დაახლოებით 1,5 კილომეტრზე, მდინარე არფის მარჯვენა ნაპირის გასწვრივ.

წარსულში ვაიქის ტერიტორიაზე მდებარე დასახლებას ეწოდებოდა სოილანი (სომხ. Սոյլան). 1956 წლის 12 ოქტომბერს აქ შეიქმნა დაბა, რომელსაც სახელი ეწოდა ბაქოს კომისრებიდან ერთ-ერთის, მეშადი აზიზბეკოვის პატივსაცემად. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაბამ მიიღო ქალაქის სტატუსი და ახალი სახელწოდება - ვაიქი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ვაიქი&oldid=3441815“-დან