პაოკი (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პაოკი
სრული სახელი პანთესალონიკის ათლეტების კლუბი კონსტანტინოპოლელები
დაარსდა 1926
სტადიონი ტუმბა, თესალონიკი
(ტევადობა: 28 700)
პრეზიდენტი საბერძნეთის დროშა ივან სავიდი
მწვრთნელი ნიდერლანდების დროშა რაზვან ლუჩესკუ
კაპიტანი საბერძნეთის დროშა დიმიტრის სალპინგიდისი
ლიგა საბერძნეთის დროშა საბერძნეთის სუპერლიგა
2018-19 1
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

პაოკი (ბერძ.— Πανθεσσαλονίκειος Αθλητικός Όμιλος Κωνσταντινουπολιτών) — პანთესალონიკის ათლეტების კლუბი კონსტანტინოპოლელები)— ბერძნული საფეხბურთო კლუბი ქალაქ სალონიკიდან.

დაარსდა 1926 წელს, თურქეთ საბერძნეთის მეორე ბრძოლისას კონსტანტინოპოლიდან (სტამბოლიდან) დევნილი ბერძნების მიერ, პაოკი არის მაკედონიის რეგიონის საუკეთესო საფეხბურთო კლუბი და ერთ-ერთი ძლიერი საბერძნეთის კლუბებს შორის.

დღესდღეობით კლუბი ასპარეზობს საბერძნეთის სუპერლიგაში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006 წელს კლუბის შეძენის სურვილი გამოთქვა რუსეთში მოღვაწე, წარმოშობით ქართველმა ბერძენმა ივან სავიდიმ. საბოლოოდ გარიგება არ შედგა, რის გამოც სავიდი ძალიან გულდაწყვეტილი იყო, რადგან რუსეთში მოღვაწე ოლიგარქს ბერძნებმა ადგილობრივი ბიზნესმენი არჩიეს. აღსანიშნავია, რომ თავის დროზე კლუბი პაოკი თურქეთიდან დევნილმა პონტოელმა ბერძნებმა შექმნეს და, ივან სავიდის წინაპრებიც თავის დროზე, სწორედ ამ თემის საცხოვრებელი არეალიდან განდევნის შედეგად აღმოჩნდნენ საქართველოში.

პაოკის უმთავრესი წილის მფლობელი ივან სავიდი 2012 წელს მაინც გახდა. მან კლუბში დიდი ინვესტიცია ჩადო და პაოკი საბერძნეთში ტიტულების მთავარ პრედენდენტთა შორის დააბრუნა. 2013 და 2016 წელს გუნდმა ჩემპიონატში მეორე ადგილი მოიპოვა, თუმცა ჩემპიონობისთვის ბრძოლას ვერ ახერხებდა, რადგან ოლიმპიაკოსი სხვა გუნდებს ბევრად აღემატებოდა. კლუბმა ჩემპიონატის პარალელურად საბერძნეთის თასზეც მიაღწია წარმატებას, როდესაც 2014 წელს ფინალში იასპარეზა, 2017 წელს კი გამარჯვება მოახერხა, რაც კლუბისთვის პირველი ტიტული იყო 2003 წლიდან.

2017-18 წლების სეზონში მცირე ჩავარდნა დაეწყო ქვეყნის ლამის უცვლელ ჩემპიონ ოლიმპიაკოსს, რის შემდეგაც ბრძოლა პირველი ადგილისთვის აეკ-სა და პაოკ-ს შორის წარიმართა, ჩემპიონატის 25-ე ტურში ერთმანეთს ჩემპიონატის ლიდერები ხვდებოდნენ, მატჩი მას შემდეგ შეწყდა, რაც 90-ე წუთზე აეკის კარში გატანილი გოლი, თამაშის არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩათვალა და ამას არეულობა მოყვა. არ ჩათვლილი გოლის შემდეგ მოედანზე ივან სავიდისი იარაღით შეიჭრა და არბიტრს დაემუქრა. ინციდენტის გამო სავიდისს საფეხბურთო მატჩებზე დასწრება 3 წლით აეკრძალა და ამას პლიუს 100 ათასი ევროს ოდენობით დაჯარიმდა. დასჯას ვერც კლუბი გადაურჩა, პაოკს მატჩის 3-0 წაგება ჩაუთვალეს, 3 ქულა დააკლეს და 63 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმით დასაჯეს. სანქციების შედეგად კლუბმა აეკ-თან ჩემპიონობა დათმო, თუმცა თასის ფინალში, სადაც ასევე აეკ-ს ხვდებოდა, მოახერხა ძალების მობილიზება და გამარჯვება.

2018 წლის უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე პაოკი მოსკოვის სპარტაკს შეხვდა და ორი მატჩის ჯამში ტურნირიდან გამოთიშა. მატჩის შემდეგ ივან სავიდმა განცხადა, რომ ძალიან უნდოდა სპარტაკის დამცირება და, რომ ეს გუნდი საბჭოთა პერიოდიდან ეზიზღებოდა, მისმა განცხადებამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

2018-2019 წლების სეზონში სავიდისმა კლუბში დამატებითი ინვესტიცია განახორციელა და პაოკ-მა მთელი სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა ჩემპიონობის მოპოვება პრობლემების გარეშე მოახერხა და სეზონის განმავლობაში ერთხელაც არ დაუყენებია ეჭვქვეშ, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მთავარი გრანდი, ოლიმპიაკოსიც მთელი სეზონი მაღალ დონეზე თამაშობდა და ფეხდაფეხ მიჰყვებოდა სატურნირო ცხრილში, ეს პაოკ-ის მესამე საჩემპიონო ტიტული იყო, 1976 და 1985 წლების შემდეგ.

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წლის 27 აგვისტოსთვის

ნომერი პოზიცია მოთამაშე
1 ესპანეთის დროშა მეკარე ხაკობო
2 საბერძნეთის დროშა მცველი იოანის სკონდრასი
4 საბერძნეთის დროშა მცველი გიორგოს კაციკასი
5 ურუგვაის დროშა ნახევარმცველი პაბლო გარსია
6 საბერძნეთის დროშა ნახევარმცველი ალექსანდროს ციოლისი
7 საბერძნეთის დროშა ნახევარმცველი გიორგოს გეორგიადისი
8 საბერძნეთის დროშა თავდამსხმელი აპოსტოლოს გიანუ
9 სერბეთის დროშა ნახევარმცველი ზვონიმირ ვუკიჩი
10 ესპანეთის დროშა ნახევარმცველი ლუკას პერესი
11 სლოვაკეთის დროშა ნახევარმცველი მიროსლავ შტოხი (არენდით ფენერბაჰჩედან)
13 ესპანეთის დროშა მცველი ინიგო ლოპესი
14 საბერძნეთის დროშა თავდამსხმელი დიმიტრის სალპინგიდისი (კაპიტანი)
15 პორტუგალიის დროშა მცველი მიგელ ვიტორი
ნომერი პოზიცია მოთამაშე
16 ბრაზილიის დროშა მცველი ლინო
20 ირლანდიის დროშა ნახევარმცველი ლიამ ლოურენსი
21 საბერძნეთის დროშა მცველი ნიკოს სპიროპულოსი
22 საბერძნეთის დროშა მცველი დიმიტრის კონსტანდინიდისი
25 რუმინეთის დროშა ნახევარმცველი კოსტინ ლაზარი
26 ალბანეთის დროშა ნახევარმცველი ერგის კაჩე
28 საბერძნეთის დროშა ნახევარმცველი კოსტას კაცურანისი
33 საბერძნეთის დროშა თავდამსხმელი სტეფანოს ათანასიადისი
50 საბერძნეთის დროშა მეკარე ასტერიოს გიაკუმისი
61 ჩეხეთის დროშა თავდამსხმელი ტომაშ ნეციდი (არენდით ცსკა მოსკოვიდან)
70 საბერძნეთის დროშა ნახევარმცველი სტელიუს კიციუ
71 საბერძნეთის დროშა მეკარე პანაგიოტის გლიკოსი
99 ლიბერიის დროშა ნახევარმცველი სეკუ ოლისე (არენდით ცსკა მოსკოვიდან)

იჯარით წასული მოთამაშეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნომერი პოზიცია მოთამაშე
კამერუნის დროშა ნახევარმცველი კარლ იტანჯე (არენდით ტორკუ კონიასპორში)
საბერძნეთის დროშა ნახევარმცველი ნიკოლაოს მელისასი (არენდით ფოკიკოსში)
საბერძნეთის დროშა ნახევარმცველი კრისტოს ინციდისი (არენდით პლატანიასში)
საბერძნეთის დროშა ნახევარმცველი ალექსანდროს აპოსტოლოპულოსი (არენდით ვეროიასში)
ნომერი პოზიცია მოთამაშე
საბერძნეთის დროშა ნახევარმცველი დიმიტრის პელკასი (არენდით აპოლონ კალაპარიასში)
საბერძნეთის დროშა ნახევარმცველი კოსტას პანაგიოტოუდისი (არენდით პანიონისში)
საბერძნეთის დროშა ნახევარმცველი დიმიტრის პოპოვიჩი (არენდით პლატანიასში)


სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]