შინაარსზე გადასვლა

დანიის სრუტე

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დანიის სრუტე

დანიის სრუტე — სრუტე გრენლანდიასა და ისლანდიას შორის.

სრუტე ერთმანეთთან აკავშირებს გრენლანდიის ზღვასა და ირმინგერის ზღვას. სრუტის სიგრძე 480 კმ-ია. უწვრილეს მონაკვეთში, სრუტის სიგანე 290 კმ-ია. საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის მონაცემებით, არქტიკის ოკეანესა და ჩრდილოეთ ატლანტის ოკეანეს შორის გამყოფი ხაზი სწორედ დანიის სრუტეზე, სტრაუმნესიდან (ისლანდია) ნანსენის კონცხამდე (გრენლანდია) გადის.

სრუტეში აღმოსავლეთ გრენლანდიის ცივი დინებაა, რომელსაც არქტიკის ოკეანიდან სამხრეთით ჩრდილოეთ ატლანტის ოკეანეში აისბერგები მოაქვს.

დანიის სრუტის ბრძოლა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე მსოფლიო ომის დროს, 1941 წლის 24 მაისს, სრუტეში გაიმართა ბრძოლა, რომლის დროსაც გერმანულმა ხომალდმა „ბისმარკმა“ დიდი ბრიტანეთის მოიერიშე კრეისერი „HMS Hood“ ჩაძირა, რომლის ეკიპაჟის 1 418 წევრიდან მხოლდო 3 ადამიანი გადარჩა. ბრძოლაში სერიოზულად დაზიანდა „HMS Prince of Wales“. „ბისმარკმა“ დანიის სრუტეში გავლა შეძლო, მაგრამ ბრძოლაში მიღებული დაზიანებებისა და ბრიტანელების მომდევნო თავდასხმის შედეგად სამი დღის შემდეგ ჩაიძირა.[1]

  1. "Who sank the Bismarck - The British or the Germans? We are convinced the answer is "Both!!" Bismarck unquestionably would have sunk due to progressive flooding hours after the battle ended [...] There is enough evidence to indicate that [CDR Oels] ordered the ship scuttled..." Cameron et al. 2002, p. 50