მუჰამედ V (გრანადა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მუჰამედ V
أبو عبد الله محمد بن يوسف‎‎
გრანადის საამიროს მე-8 ამირა
მმართ. დასაწყისი: 1354
მმართ. დასასრული: 1359
წინამორბედი: იუსუფ I
მემკვიდრე: ისმაილ II
გრანადის საამიროს 11-ე ამირა
მმართ. დასაწყისი: 1362
მმართ. დასასრული: 1391
წინამორბედი: მუჰამედ VI
მემკვიდრე: იუსუფ II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 4 იანვარი, 1338
დაბ. ადგილი: გრანადა
გარდ. თარიღი: 16 იანვარი, 1391
გარდ. ადგილი: გრანადა
დინასტია: ნასრიდები
მამა: იუსუფ I

მუჰამედ V (არაბ. أبو عبد الله محمد بن يوسف‎‎) — გრანადის მე-8 და მე-11 ამირა ნასრიდების დინასტიიდან. საამიროს მართავდა 1354-1359 და 1362-1391 წლებში. იუსუფ I-ის შვილი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუჰამედ V, მამის იუსუფ I-ის მკვლელობის შემდეგ ადის ტახტზე, თუმცა რეალური ძალაუფლება, დიდი ვეზირის, კასტილიელებთან მშვიდობის მომხრე რიდვანის ხელში იყო. 1359 წელს შეთქმულების შედეგად მუჰამედ V მაროკოში გააძევეს. 1362 წელს კასტილელების დახმარებით იგი კვლავ სამეფო ტახტს უბრუნდება და ქვეყანას მართავს 30 წლის განმავლობაში. ამირამ კასტილიაში პედრო I მრისხანესა და ენრიკე II-ს შორის მიმდინარე დინასტიური ბრძოლები სათავისოდ გამოიყენა და დაიბრუნა ადრე დაკარგული ალხესირასი თავისი შემოგარენით. 1373 წელს ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ენრიკე II-სთან.

ალჰამბრაში მუჰამედ V-ის დროს ააშენეს ლომების ეზო.

გარდაიცვალა 1391 წელს გრანადაში. ტახტზე ადის მისი შვილი იუსუფ II.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • The Alhambra From the Ninth Century to Yusuf I (1354). vol. 1. Saqi Books, 1997.
  • Pedro the Cruel of Castile 1350—1359 (The Medieval Mediterranean : Peoples, Economies and Cultures, 400—1453, Vol 6) by Clara Esto; Brill Academic Publishers, 1995
  • The Three Great Sultans of al-Dawla al-Ismā'īliyya al-Naṣriyya Who Built the Fourteenth-Century Alhambra: Ismā'īl I, Yūsuf I, Muḥammad V (713—793/1314-1391) Antonio Fernández-Puertas, Journal of the Royal Asiatic Society, Third Series, Vol. 7, No. 1 (Apr., 1997), pp. 1-25