გიფუ (ქალაქი)
იერსახე

გიფუ (იაპ. 岐阜市) — ქალაქი იაპონიაში, კ. ჰონსიუს ცენტრალურ ნაწილში, მდინარე ნაგარის ნაპირზე. გიფუს პრეფექტურის ადმინისტრაციული ცენტრი. 413 180 მცხოვრები (2006). სარკინიგზო კვანძი, მეაბრეშუმეობის რაიონისა და აბრეშუმის წარმოების ცენტრი. საექსპორტო ქაღალდის, ქაღალდის ქოლგების, ფარნების, შირმების წარმოება. ავიამშენებლობა. ეკონომიკის ინსტიტუტი (1896).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 173.
|