გიბრალტარის ფეხბურთის ასოციაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უეფა
დაარსდა 1895
ფიფა-ში გაწევრიანდა 13 მაისი, 2016
უეფა-ში გაწევრიანდა 24 მაისი. 2013
პრეზიდენტი მიშელ ლიამასი

გიბრალტარის ფეხბურთის ასოციაცია (GFA)გიბრალტარის ფეხბურთისა და ფუტსალის მმართველო ორგანო. დაარსდა 1895 წელს. 2013/14 წლებში უეფას შეჯიბრებებში (შესარჩევებში) წარმოდგენილი იყო ახალგაზრდული გუნდებით, აგრეთვე ძირითადითაც. 2013 წლის 24 მაისს ასოციაცია ოფიცილურად გახდა უეფას წევრი. აქამდე ასოციაციას ჰქონდა მცდელობა, რომ გამხდარიყო ფიფას წევრი 1997 წელს. 2016 წლის 13 მაისს ასოციაცია ფიფას 66-ე კონგრესზე, რომელიც გაიმართა მექსიკაში, ოფიციალურად გახდა ფიფას წევრი და მიიღო მონაწილეობა ფიფა-ს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, რომელიც ვერ დაძლია.

ასოციაცია დაარსდა გიბრალტარში მოთამაშე კლუბებისაგან, 1901 წელს შეიქმნა ეროვნული ნაკრები.

გაწევრიანება უეფასა და ფიფაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უეფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლის 21 მარტს ასოციაციამ მოითხოვა გამხდარიყო უეფას წევრი. უეფამ გიბრალტარს მისცა „მაპი“, სადაც მოცემული იყო თუ როგორ უნდა განვითარებულიყო სპორტული განათლება და ფინანსები. 2013 წლის მაისში ჩატარდა კენჭისყრა, წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ასოციაციის მიღებას უეფაში, მოწინააღმდეგე იყო მხოლოდ ორი ქვეყანა: ბელარუსი და ესპანეთი. გიბრალტარი არის უეფას ყველაზე პატარა ქვეყანა მოსახლეობის მხრივ, აზერბაიჯანისა და სომხეთის, რუსეთისა და საქართველოს მსგავსად, გიბრალტარი და ესპანეთი ერთმანეთს არ შეხვდებიან შესარჩევი ციკლის პერიოდში. გაწევრიანების შემდეგ გიბრალტარი ოფიციალურად იღებს მონაწილეობას ევროტურნირებზე უეფას ჩემპიონთა და ევროპის კონფერენს ლიგაზე, აგრეთვე ნაკრებმა იასპარეზა ერთა ლიგის D დივიზიონში.

ფიფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წლის 13 მაისს გიბრალტარი გახდა ფიფას 211-ე წევრი, ამავე დღეს მისი წევრი კოსოვოც გახდა, რომელიც 210-ე წევრად გამოცხადდა, რადგანაც კოსოვოს საკითხი უფრო ადრე იქნა განხილული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]