პატარა აბული
იერსახე
პატარა აბული | |
---|---|
![]() განძანი და პატარა აბული | |
კოორდინატები: 41°22′34″ ჩ. გ. 43°40′30″ ა. გ. / 41.37611° ჩ. გ. 43.67500° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2799 მ |
ქედი | სამსრის ქედი |
ამგებელი ქანები | ანდეზიტურ-დაციტური ლავა |
ასაკი | პლიოცენი |
უმარტივესი მარშრუტი | განძანიდან |
![]() |
პატარა აბული — მთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სამსრის ქედის სამხრეთ ნაწილში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2799 მ. აგებულია პლიოცენური ასაკის ანდეზიტურ-დაციტური ლავებით. წარმოადგენს ვულკანურ კონუსს, რომლის კალთების ქვემო ნაწილი შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით, ზემო კალთა და წვერი დაფარულია კარკალებით. პატარა აბულის სამხრეთ ფერდობზე დგას აბულის ციკლოპური ციხე.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯაყელი ქ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 707.