განძანის ეკვდერიანი ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

განძანის ეკვდერიანი ეკლესიაეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ახალქალქის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ სამსარში ქვედა უბანში. აგებულია XII-XIV საუკუნეებში.

ეკლესია ნაგებია დამუშავებული ყვითელი და წითელი ქვის კვადრებით. გადახურულია თუნუქით. დარბაზული ნაგებობაა. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარი არქიტრავითაა დასრულებული, რომელზეც წნული ლილვებით ტიმპანის იმიტაციაა შექმნილი. აღმოსავლეთის, სამხრეთის და დასავლეთის კედლებში თითო თაღოვანი სარკმელია. აბსიდა ნახევარწრიულია. კონქი მხრებიდან გადასულ თაღს ებჯინება. გრძივი კედლების შუაში თითო წყვილი პილასტრია. ამ პილასტრებიდან და დასავლეთ კედლის კუთხეებში შეკიდულ იმპოსტებიდან გადასულ თაღებს კამარა ყრდნობა. პილასტრებს შორის დეკორატიული თაღებია მოცემული.

ეკლესიას ჩრდილოეთიდან ეკვდერი აქვს მიშენებული, რომელიც ეკლესიას კარით უკავშირდებოდა (ამჟამად კარი ამოქოლილია. წარსულში აქ მონოფიზიტური წესისამებრ ემბაზი იყო ჩადგმული). ეკვდერს შესასვლელი დასავლეთდან ქონია, ამჟამად ამოქოლილია. ტაძარს დასავლეთ და სამხრეთ კედელზე ასომთავრული წარწერები აქვს. დასავლეთ ფასადზე: „ქრისტე ღმერთო, ადიდე ორთავე შინა ცხორებათა მეჭურჭლეთუხუცესი შალვა, ძითა, ძმითა. მათითა ცოცხალთა ვაშენეთ წმიდაი ესე საყდარი ჩუენ, ქებასა და ნიკოლას ძეთა“. სამხრეთის ფასადზე: „ქრისტე ღმერთო, ადიდე ორთავე შინა ცხორებათა, ძლიერი და უძლეველი ყოველთა მტერთაგან, მეჭურჭლეთუხუცესი შალვა, რომელმან ძალითა ღმრთისაითა და მკლავითა თავისითა შეაძრწუნვა ყოველი სოფელი სპარსეთისაი“.

განძანის ეკვდერიანი ეკლესია 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • განძანის ეკლესიები //ჟღერს ქვის ჰარმონია; ნაკვეთი პირველი, ა-დ, საკითხავნი ყმაწვილთათვის, "ციცინათელა", თბილისი 2006 წ., გვ. 232-234

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რ/ნ 16467

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]