ძეგლი ერისთავთა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

„ძეგლი ერისთავთა“XIV-XV საუკუნეების მიჯნის ქართული საისტორიო ძეგლი — ქსნის ერისთავთა საგვარეულო მატიანე. შედგენილია ლარგვისის მონასტერში ავგაროზ ბანდაისძის ან მისი ვაჟის — გრიგოლის მიერ.

ძეგლის პირველი ნაწილი, რომელიც ფოლკლორულ ცნობებს და ძველ ქრონიკებს ემყარება, საყურადღებო ცნობებს შეიცავს ადრინდელი ფეოდალური ხანის აღმოსავლეთ საქართველოს სოციალური განვითარების ისტორიისათვის; მეორე ნაწილში მოთხრობილია ქსნის საერისთავოს ისტორია XIII საუკუნის 90-იანი წლებიდან 1405 წლამდე. „ძეგლი ერისთავთა“ შეიცავს უნიკალურ ცნობებს აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური ისტორიის, მთიანეთის მოსახლეობის სოციალური განვითარების და საქართველოში ფეოდალური ინსტიტუტების ჩამოყალიბების შესასწავლად. გამოცემულია რამდენიმეჯერ. თარგმნილია ფრანგულ (მარი ბროსე) და რუსულ ენებზე (მოსე ჯანაშვილი, საურმაგ კაკაბაძე).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]