ბიოლოგიის ისტორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
არისტოტელე — ადამიანი რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ბიოლოგიის განვითარებაში.

ბიოლოგიის ისტორია — მეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის ბიოლოგიის ისტორიას. მიუხედავად იმისა, რომ ბიოლოგია ძირითადად ახალ და უახლეს პერიოდებში განვითარდა, მის საწყისებს ვხვდებით ჯერ კიდევ უძველესი ცივილიზაციის ქვეყნების მოაზროვნეთა და მკურნალთა თხზულებებში. ბიოლოგიას დიდი ღვაწლი დასდეს ჰიპოკრატემ, არისტოტელემ, გალენოსმა და სხვ.

შუა საუკუნეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროპული რენესანსის პერიოდში ემპირიზმის აღმოცენების შემდეგ ბიოლოგიამ რევოლუცია განიცადა. ამ პრინციპის ყველაზე ცნობილი მიმდევრები იყვნენ ანდრეს ვისილიუსი და უილიამ ჰარვეი. რომლებიც არაერთ ცდას და დაკვირვებას აწარმოებდნენ ორგანიზმებზე და ამით მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდათ ბიოლოგიის განვითარებაში. თუმცა, ამის მიუხედავად, შუა საუკუნეებში მისი წინსვლა საგრძბობლად მცირე იყო.

XVIXVII საუკუნეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რობერტ ჰუკის მიკროსკოპი

XVI – XVII სს.-ში გამოჩენილმა მკვლევარებმა (ა. ვეზალიუსი, მ. სერვეტი, ბ. ევსტაქიუსი, მ. მალპიგი) დააგროვეს დიდძალი მასალა ორგანიზმთა აგებულების შესახებ. 1628 წელს მეცნიერმა უილიამ ჰარვეიმ შექმნა მოძღვრება სისხლის მიმოქცევის შესახებ. პრიმიტიულ მიკროსკოპში ინგლისელმა ფიზიკოსმა რობერტ ჰუკმა 1665 წელს პირველად დაინახა უჯრედი, 1673-ში კი ჰოლანდიელმა ანტონ ლევენჰუკმა - მიკროორგანიზმები. დიდი ფაქტობრივი მასალის დაგროვების გამო აუცილებელი გახდა ორგანიზმების სისტემატიზაცია, მათი დაჯგუფება მსგავსება-განსხვავების მიხედვით. შვედმა მეცნიერმა კარლ ლინემ დააზუსტა სახეობის ცნება. შემოიღო ბინალური ნომენკლატურა, ესე იგი ყველა სახეობის ორი სიტყვით აღნიშვნა (გვარისა და სახეობის დასახელებით) და დაადგინა სისტემატიკის კატეგორიების ზუსტი იერარქია. თუმცა ლინეს სისტემა ხელოვნური იყო, მას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ბოტანიკისა და ზოოლოგიის შემდგომი განვითარებისათვის.

XVIII საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVII საუკუნეში ყურადღება მიიპყრო განაყოფიერებისა და ინდივიდუალური განვითარების მოვლენებმა. ჩამოყალიბდა ორი თვალსაზრისი: პრეფორმიზმის თანახმად ორგანიზმის ყველა ნაწილის ნასახი თვით სასქესო უჯრედებშია მოცემული და განვითარება მხოლოდ მათი ზრდის პროცესია; ეპიგენიზის თეორიის მიხედვით კი ყველა ნაწილი განვითარების პროცესში ახლად ჩნდება. განვითარების მიზნების ახსნა ეპიგენეზის მიმდევრებსაც არ შეეძლოთ. მათი მამამთავრის კარლ ვოლფის აზრით, ორგანიზმებში არსებობს რაღაც შინაგანი სასიცოცხლო ძალა, რომელიც განვითარებას განაპირობებს.

კრეაციონიზმის დასასრული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟან ბატისტ ლამარკი - პირველი სრული ევოლუციის ფუძემდებელი

XVIII საუკუნის დასასრულამდე ბიოლოგიაში გაბატონებული იყო კრეაციონიზმი (ღმერთის მიერ ორგანიზმთა შექმნისა და, შესაბამისად, მათი უცვლელობის აღიარება), თუმცა ცალკეული ფილოსოფოსების თხზულებებში უკვე ეჭვქვეშ დგება ეს თეორია. ორგანიზმთა განვითარებასა და გარდაქმნას (ტრანსფორმიზმი) აღიარებდა ფრანგი ბუნებისმეტყველი ჟორჟ ბიუფონი და სხვ. XVIII საუკუნის მეცნიერთა მსოფლმხედველობაზე დიდი გავლენა მოახდინა და ხელი შეუწყო კრეაციონიზმის უარყოფას და ტრანსფორმიზმის დამკვიდრებას ფრანგი მატერიალისტების – ჰოლბახის, ლამეტრის, კლოდ ადრიან ჰელვეციუსის თხზულებებმა. ჟ. ბ. ლამარკმა თავის „ზოოლოგიის ფილოსოფიაში“ ჩამოაყალიბა ცოცხალი ბუნების ევოლუციის პირველი სრული თეორია. ლამარკი აღიარებდა ორგანიზმთა ისტორიულ განვითარებას მარტივიდან რთულისაკენ გარემოს პირობების ზემოქმედების შედეგად, მაგრამ არასწორად ხსნიდა ამ ზემოქმედების მექანიზმს: მას მიაჩნდა, რომ ორგანიზმებს აქვთ თავდაპირველადი სწრაფვა სრულყოფისაკენ, რის გამოც ხდება მათი გარდაქმნა გარემოს ფაქტორთა უშუალო მოქმედებით და ცალკეული ნაწილის ვარჯიშით. ეტიენ ჟოფრუა სენტ-ილერმა ჩამოაყალიბა მოძღვრება აღნაგობის ერთიანი გეგმის შესახებ, რის თანახმადაც ორგანიზმთა მსგავსება მათი საერთო წარმოშობით აიხსნება, განსხვავებები კი გარემოს ზემოქმედებითაა განპირობებული.

XIX საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრანსფორმისტულმა შეხედულებმა XIX საუკუნის I ნახევარში მაინც ვერ მოიპოვა აღიარება. სწორედ ამ დროს (1825) შეიქმნა ჟორჟ კიუვიეს „კატაკლიზმების თეორია“. ამ თეორიით დედამიწის ქერქის სხვადასხვა შრეებში არსებობა აიხსნება დიდი გეოლოგიური კატასტროფებით, რომელთა შემდეგ ზენაარი ძალა ახალ, დაღუპულთაგან განსხვავებულ ორგანიზმებს ქმნიდა. ამ პერიოდის დასახასიათებლად საკმარისია აღინიშნოს, რომ ჟ. კიუვიესა და ე. ჟოფრუას შორის გამართულ დისპუტში (1830) კიუვიეს შეხედულებებმა გაიმარჯვა.

მიუხედავად ამისა, ტრანსფორმისტული იდეები სულ უფრო მკვიდრდებოდა ბიოლოგიის ყველა დარგში. ამასთან, დიდი წარმატებები იქნა მიღწეული მცენარეთა და ცხოველთა გავრცელების, აგებულების, ფუნქციების, განვითარების, ქიმიური შედგენილობისა და სხვათა შესწავლაში. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა 1837 - 1839 წლებს ორგანიზმთა უჯრედული აღნაგობის თეორიის შექმნას გერმანელ მეცნიერების თეოდორ შვანისა და მათიას შლაიდენის მიერ. მნიშვნელოვანი იყო კარლ ბერის ემბრიოლოგიური გამოკვლევები. სწორედ ის ითვლება ემბრიოლოგიის დამფუძნებლად.

დარვინიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცხენის ევოლუციის ეტაპები ევოლუციის თეორიის მიხედვით.

XIX საუკუნეში ბიოლოგიაში უდიდესი გადატრიალება მოახდინა ევოლუციის თეორიის შექმნა ინგლისელი მეცნიერის ჩარლზ დარვინის მიერ. თავის მთავარ თხზულებაში „სახეობათა წარმოშობა“ (1859) დარვინმა იმდროინდელი მეცნიერებისა და სოფლის მეურნეობის პრაქტიკის მიღწევების შესწავლის საფუძველძე ჩამოყალიბდა ცოცხალი ბუნების ისტორიული განვითარების მწყობრი მატერიალური თეორია, მატერიალისტურად ახსნა მიზანშეწონილობა ცოცხალ ბუნებაში. მიუხედავად წინააღმდეგობისა, დარვინის მოძღვრება სწრაფად დამკვიდრდა ბიოლოგიის სხვადასხვა დარგებში, რაშიც დიდი ღვაწლი მიუძღვის ინგლისელ ტომას ჰენრი ჰაქსლის, გერმანელ ერნესტ ჰეკელს და სხვებს.

ამასთან, დარვინის მოძღვრების ცალკეულ დებულებათა ცალმხრივად განვითარებამ XIX საუკუნის ბოლოს წარმოშვ სხვადასხვა ნეოდარვინისტული, ნეოლამარკისტული ან აშკარა ანტიევოლუციური შეხედულებები და მიმართულებები (ანტიდარვინიზმი).

საუკუნის II ნახევარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვირუსი XIX ს.-ის II ნახევარში აღმოაჩინეს.

XIX საუკუნის II ნახევარი ბიოლოგიაში მრავალი მიღწევით აღინიშნა. განსაკუთრებული ადგილი უკავია ფრანგ მეცნიერს ლუი პასტერს, რომელმაც ამოხსნა სპირტული დუღილის არსი, მიკროორგანიზმების როლი ინფექციურ დაავადებებში, შექმნა ცოფისა და ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინის მეთოდები, საბოლოოდ უკუაგდო სიცოცხლის თვითჩასახვის შესახებ და ა. შ. ამავე პერიოდში აღსანიშნავია წარმატებები ცილებისა და ნუკლეინის მჟავების ქიმიური კვლევის დარგში. აღმოაჩინეს ქემოსინთეზი. დიმიტრი ივანოვსკიმ დაინახა ვირუსები.

მენდელიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1865 წელს გრეგორ მენდელმა გამოაქვეყნა მცენარეულ ჰიბრიდზე თავისი ცდების შედეგები, რომლებითაც დაადგინა მემკვიდრულობის ძირითადი კანონზომიერებები. მენდელს ხშირად გენეტიკის ფუძემდებლად მოიხსენიებენ. ის სწავლობდა ნიშან-თვისებების გადაცემას ბარდაში. მენდელის ნაშრომის მნიშვნელობა მხოლოდ XX საუკუნეში გახდა ცნობილი, როდესაც რამდენიმე სხვადასხვა მეცნიერი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მივიდა იმ დასკვნებამდე, რომლებიც გრეგორს ჯერ კიდევ XIX საუკუნეში ჰქონდა ჩამოყალიბებული. ამ ხელახალმა აღმოჩენამ საფუძველი ჩაუყარა ახალი დისციპლინის — გენეტიკის განვითარებას.

მემკვიდრეობისა და განვითარების კანონზომიერებათა გაგებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა უჯრედის გაყოფის მექანიზმების გარკვევას (მიტოზი, მეიოზი).

XX საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადამიანის ქრომოსომები

XX საუკუნის დასაწყისში ამერიკელმა მეცნიერმა ტომას მორგანმა და მისმა თანამშრომლებმა გამოიკვლიეს მემკვიდრეობის ციტოლოგიური საფუძვლები და ჩამოაყალიბეს მემკვიდრეობის ქრომოსომული თეორია. დადგენილი იქნა მემკვიდრეულობის მატერიალური ფაქტორის არსებობა, რომელსაც ვ. იოჰანსენმა გენი უწოდა (1906); შესწავლილი იქნა მემკვიდრეული ცვლილებები (მუტაცია) და შემუშავდა ხელოვნური მუტაგენეზის მეთოდები. ამავე პერიოდში აღინიშნა ექსპერიმენტული მეთოდების შეღწევა ბიოლოგიის მრავალ დარგში. განსაკუთრებით მუშავდებოდა ინდივიდუალური განვითარების, მორფოგენეზული პროცესების, რეგენერაციის, ექსპერიმენტული ეკოლოგიის და სხვა საკითხები. დიდი წარმატებები მოიპოვა ფიზიოლოგიამ, ბიოქიმიამ, მიკრობიოლოგიამ, იმუნოლოგიამ და სხვა მრავალმა.

შუა წლები და მეორე ნახევარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დნმ-ის სპირალი

XX საუკუნის შუა წლებში ტექნიკის მიღწევების საფუძველზე შემუშავებული ახალი მეღოდების გამოყენებით შესაძლებელი გახდა ბიოლოგიური პროცესების შესწავლა სუბუჯრედულ და მოლეკულურ დონეზე, რამაც განაპირობა მოლეკულური ბიოლოგიის ცალკე დარგად ჩამოყალიბება. ამ დარგის მიღწევებიდან უპირველესად აღსანიშნავია ნუკლეინის მჟავების შესწავლა და მემკვიდრეობაში დნმ-ის როლის დადგენა (1944). 1953 წელს ჯეიმზ უოტსონმა და ფრენსის კრიკმა დაადგინეს დნმ-ის მოლეკულის სტრუქტურა; 1959 - 1967 წლებში ა. კორნბერგმა შეძლო დნმ-ის ფერმენტული სინთეზი და მისი მიერთება ფაგის ცილასთან. 1970 წელს ჰ. კორანამ მოახდინა დნმ-ის ისეთი ფრაგმენტის ქიმიური სინთეზი, რომელსაც ერთი გარკვეული გენის თვისებები ჰქონდა.

საუკუნის მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მათემატიკის, ფიზიკის, კიბერნეტიკის, ქიმიის მიღწევებმა და ბიოლოგიის დარგების შემდგომმა დიფერენცირებამ განაპირობა ამ მეცნიერებების მომიჯნავე დარგების (ბიოფიზიკა, ბიოქიმია, ბიოლოგიური სტატისტიკა) დიდი აღმავლობა და ახალი დარგების (ბიოკიბერნეტიკა, ბიონიკა, ბიოორგანული ქიმია) ჩამოყალიბება. ამასთან აშკარად გამოიკვეთა თვით ბიოლოგიის სხვადასხვა დარგების ინტეგრაციის ტენდენცია.

ამ პერიოდის მიღწევებიდან აღსანიშნავია ცალკეული ნერვული უჯრედის ელექტროფიზიოლოგიური შესწავლა, ქსოვილების გადანერგვის მეთოდების შემუშავება და სხვ. დადგინდა კუნთის შეკუმშვის ფიზიოლოგიური და ბიოქიმიური მექანიზმები, წმინდა სახით მიიღეს ბევრი ფერმენტი, სინთეზირებულია ზოგი ჰორმონი, ვიტამინები და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები. გაირკვა ფოტოსინთეზის მექანიზმები; სინთეზური გზით მიიღეს ქლოროფილი და მცენარის ზრდის ზოგი ჰორმონი.

XXI საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XXI საუკუნეში დაიწყო ადრე დიფერენცირებული დისციპლინების აქტიური შესწავლა. განსაკუთრებული როლი დაეკისრა თანამედროვე ტექნოლოგიებს. ტექნიკის მიღწევები ბიოლოგიას ეხმარება გამოკვლევების უკეთეს ჩატარებაში, მონაცემთა შეგროვებაში, შენახვაში, მოდელირებაში, ვიზუალიზაციასა და სიმულაციაში. თანამედროვე მიდგომები უკვე ღრმადაა გამჯდარი ბიოლოგიაში და, შიძლება ითქვას, აუცილებელიცაა მათი გამოყენება ექსპერიმენტირების, ანალიზისა და თანამშრომლობის სრულფასოვნებისათვის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სტატიიდან ბიოლოგია, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 382-383, თბ., 1977 წელი.
  • Agar, Jon. Science in the Twentieth Century and Beyond. Polity Press: Cambridge, 2012. ISBN 978-0-7456-3469-2
  • Allen, Garland E. Thomas Hunt Morgan: The Man and His Science. Princeton University Press: Princeton, 1978. ISBN 0-691-08200-6
  • Allen, Garland E. Life Science in the Twentieth Century. Cambridge University Press, 1975.
  • Annas, Julia Classical Greek Philosophy. In Boardman, John; Griffin, Jasper; Murray, Oswyn (ed.) The Oxford History of the Classical World. Oxford University Press: New York, 1986. ISBN 0-19-872112-9
  • Barnes, Jonathan Hellenistic Philosophy and Science. In Boardman, John; Griffin, Jasper; Murray, Oswyn (ed.) The Oxford History of the Classical World. Oxford University Press: New York, 1986. ISBN 0-19-872112-9
  • Bowler, Peter J. The Earth Encompassed: A History of the Environmental Sciences. W. W. Norton & Company: New York, 1992. ISBN 0-393-32080-4
  • Bowler, Peter J. The Eclipse of Darwinism: Anti-Darwinian Evolution Theories in the Decades around 1900. The Johns Hopkins University Press: Baltimore, 1983. ISBN 0-8018-2932-1
  • Bowler, Peter J. Evolution: The History of an Idea. University of California Press, 2003. ISBN 0-520-23693-9.
  • Browne, Janet. The Secular Ark: Studies in the History of Biogeography. Yale University Press: New Haven, 1983. ISBN 0-300-02460-6
  • Bud, Robert. The Uses of Life: A History of Biotechnology. Cambridge University Press: London, 1993. ISBN 0-521-38240-8
  • Caldwell, John. "Drug metabolism and pharmacogenetics: the British contribution to fields of international significance." British Journal of Pharmacology, Vol. 147, Issue S1 (January 2006), pp S89–S99.
  • Coleman, William Biology in the Nineteenth Century: Problems of Form, Function, and Transformation. Cambridge University Press: New York, 1977. ISBN 0-521-29293-X
  • Creager, Angela N. H. The Life of a Virus: Tobacco Mosaic Virus as an Experimental Model, 1930–1965. University of Chicago Press: Chicago, 2002. ISBN 0-226-12025-2
  • Creager, Angela N. H. "Building Biology across the Atlantic," essay review in Journal of the History of Biology, Vol. 36, No. 3 (September 2003), pp. 579–589.
  • de Chadarevian, Soraya. Designs for Life: Molecular Biology after World War II. Cambridge University Press: Cambridge, 2002. ISBN 0-521-57078-6
  • Dietrich, Michael R. "Paradox and Persuasion: Negotiating the Place of Molecular Evolution within Evolutionary Biology," in Journal of the History of Biology, Vol. 31 (1998), pp. 85–111.
  • Davies, Kevin. Cracking the Genome: Inside the Race to Unlock Human DNA. The Free Press: New York, 2001. ISBN 0-7432-0479-4
  • Fruton, Joseph S. Proteins, Enzymes, Genes: The Interplay of Chemistry and Biology. Yale University Press: New Haven, 1999. ISBN 0-300-07608-8
  • Gottweis, Herbert. Governing Molecules: The Discursive Politics of Genetic Engineering in Europe and the United States. MIT Press: Cambridge, MA, 1998. ISBN 0-262-07189-4
  • Gould, Stephen Jay. The Structure of Evolutionary Theory. The Belknap Press of Harvard University Press: Cambridge, 2002. ISBN 0-674-00613-5
  • Hagen, Joel B. An Entangled Bank: The Origins of Ecosystem Ecology. Rutgers University Press: New Brunswick, 1992. ISBN 0-8135-1824-5
  • Hall, Stephen S. Invisible Frontiers: The Race to Synthesize a Human Gene. Atlantic Monthly Press: New York, 1987. ISBN 0-87113-147-1
  • Holmes, Frederic Lawrence. Meselson, Stahl, and the Replication of DNA: A History of "The Most Beautiful Experiment in Biology". Yale University Press: New Haven, 2001. ISBN 0-300-08540-0
  • Junker, Thomas. Geschichte der Biologie. C. H. Beck: München, 2004.
  • Kay, Lily E. The Molecular Vision of Life: Caltech, The Rockefeller Foundation, and the Rise of the New Biology. Oxford University Press: New York, 1993. ISBN 0-19-511143-5
  • Kohler, Robert E. Lords of the Fly: Drosophila Genetics and the Experimental Life. Chicago University Press: Chicago, 1994. ISBN 0-226-45063-5
  • Kohler, Robert E. Landscapes and Labscapes: Exploring the Lab-Field Border in Biology. University of Chicago Press: Chicago, 2002. ISBN 0-226-45009-0
  • Krimsky, Sheldon. Biotechnics and Society: The Rise of Industrial Genetics. Praeger Publishers: New York, 1991. ISBN 0-275-93860-3
  • Larson, Edward J. Evolution: The Remarkable History of a Scientific Theory. The Modern Library: New York, 2004. ISBN 0-679-64288-9
  • Lennox, James. (2006-02-15) Aristotle's Biology. Stanford Encyclopedia of Philosophy. წაკითხვის თარიღი: October 28, 2006.
  • Lovejoy, Arthur O. The Great Chain of Being: A Study of the History of an Idea. Harvard University Press, 1936. Reprinted by Harper & Row, ISBN 0-674-36150-4, 2005 paperback: ISBN 0-674-36153-9.
  • Magner, Lois N. A History of the Life Sciences, third edition. Marcel Dekker, Inc.: New York, 2002. ISBN 0-8247-0824-5
  • Mason, Stephen F. A History of the Sciences. Collier Books: New York, 1956.
  • Mayr, Ernst. The Growth of Biological Thought: Diversity, Evolution, and Inheritance. The Belknap Press of Harvard University Press: Cambridge, Massachusetts, 1982. ISBN 0-674-36445-7
  • Mayr, Ernst and William B. Provine, eds. The Evolutionary Synthesis: Perspectives on the Unification of Biology. Harvard University Press: Cambridge, 1998. ISBN 0-674-27226-9
  • Morange, Michel. A History of Molecular Biology, translated by Matthew Cobb. Harvard University Press: Cambridge, 1998. ISBN 0-674-39855-6
  • Rabinbach, Anson. The Human Motor: Energy, Fatigue, and the Origins of Modernity. University of California Press, 1992. ISBN 0-520-07827-6
  • Rabinow, Paul. Making PCR: A Story of Biotechnology. University of Chicago Press: Chicago, 1996. ISBN 0-226-70146-8
  • Rudwick, Martin J.S. The Meaning of Fossils. The University of Chicago Press: Chicago, 1972. ISBN 0-226-73103-0
  • Raby, Peter. Bright Paradise: Victorian Scientific Travellers. Princeton University Press: Princeton, 1997. ISBN 0-691-04843-6
  • Rothman, Sheila M. and David J. Rothman. The Pursuit of Perfection: The Promise and Perils of Medical Enhancement. Vintage Books: New York, 2003. ISBN 0-679-75835-6
  • Sapp, Jan Genesis: The Evolution of Biology. Oxford University Press: New York, 2003. ISBN 0-19-515618-8
  • Secord, James A. Victorian Sensation: The Extraordinary Publication, Reception, and Secret Authorship of Vestiges of the Natural History of Creation. University of Chicago Press: Chicago, 2000. ISBN 0-226-74410-8
  • Serafini, Anthony The Epic History of Biology, Perseus Publishing, 1993.
  • Sulston, John. The Common Thread: A Story of Science, Politics, Ethics and the Human Genome. National Academy Press, 2002. ISBN 0-309-08409-1
  • Smocovitis, Vassiliki Betty. Unifying Biology: The Evolutionary Synthesis and Evolutionary Biology. Princeton University Press: Princeton, 1996. ISBN 0-691-03343-9
  • Summers, William C. Félix d'Herelle and the Origins of Molecular Biology, Yale University Press: New Haven, 1999. ISBN 0-300-07127-2
  • Sturtevant, A. H. A History of Genetics. Cold Spring Harbor Laboratory Press: Cold Spring Harbor, 2001. ISBN 0-87969-607-9
  • Thackray, Arnold, ed. Private Science: Biotechnology and the Rise of the Molecular Sciences. University of Pennsylvania Press: Philadelphia, 1998. ISBN 0-8122-3428-6
  • Wilson, Edward O. Naturalist. Island Press, 1994.
  • Zimmer, Carl. Evolution: the triumph of an idea. HarperCollins: New York, 2001. ISBN 0-06-113840-1