განვითარების ბიოლოგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ემბრიონული განვითარების განზოგადებული სქემა. "Essential Developmental Biology" სურ.2.8
ადამიანის ემბრიოგენეზის საწყისი სტადიები.

განვითარების ბიოლოგია — თანამედროვე ბიოლოგიის განყოფილება, რომელიც ორგანიზმის ინდივიდუალური განვითარების (ონტოგენეზი) პროცესებს შეისწავლის.

ამასთან, ონტოგენეზის ყველა ეტაპის შესწავლა ხორციელდება: დაბადებიდან სიკვდილამდე, და ასევე მოიცავს საწყის ეტაპებს (ჩანასახოვანი დო პრეჩანასახოვანი). ონტოგენეზის საწყის ეტაპებს ემბრიოლოგია იკვლევს.

განვითარების ბიოლოგიის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ ის ფორმაწარმოშობის პროცესებს ოთხ განზომილებაში განიხილავს: არა მხოლოდ სივრცეში, არამედ დროშიც.

თანამედროვე განვითარების ბიოლოგია შეისწავლის, სხვადასხვა ფომაწარმოშობის პროცესების მოლეკულურ, ბიოქიმიურ და გენეტიკურ მექანიზმებს, აქტიურად სწავლობს ჩანასახების სუბუჯრედულ და უჯრედული ორგანიზაციის თავისებურებებს.

როგორც მეცნიერება, განვითარების ბიოლოგიამ ფორმირება XX საუკუნის შუა წლებიდან დაიწყო, მოლეკულური ბიოლოგიის, ემბრიოლოგიის და გენეტიკის მონაცემების საფუძველზე.

პერსპექტივები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძირითადი პროცესი, რომელსაც ცხოველთა ემბრიონულ განვითარება მოიცავს არის: ემბრიონული ინდუქცია, მორფოგენეზი, უჯრედების დიფერენცირება, ზრდა და დროის ზოგადი კონტროლი, ევოლუციური განვითარების ბიოლოგის კვლევის პერიოდში.


კვლევის ძირითადი მიმართულებები:

  • ცხოველთა განვითარების ბოლოგია.
  • მცენარეთა განვითარების ბოლოგია.
  • ექსპერიმენტული ემბრიოლოგია.
  • უჯრედების მოლეკულური ბიოლოგია.
  • განვითარების გენეტიკური რეგულირება.
  • დიფერენციაციის მოლეკულური მექანიზმები.
  • განვითარების ბოლოგიის ახალი მეთოდების შემუშავება.
  • ონტოგენეზის ციტოლოგიური საფუძვლები.

ამოცანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გენების ფუნქციების რეგულირების მექანიზმების შესწავლა.
  2. პოსტტრანსლაციურ დონეზე უჯრედების დიფერენცირების მექანიზმების შესწავლა.
  3. ცალკეულ ორგანოთა ან მთლიანად ორგანიზმის ფორმად ჩამოყალიბების მექანიზმების შესწავლა.
  4. ორგანიზმში ზრდისა და სქესის ჩამოყალიბების მექანიზმების შესწავლა.
  5. რეგენერაციის პროცესების მექანიზმების შესწავლ.
  6. ორგანიზმის კლონირების პრობლემები.
  7. დაბერების მექანიზმების შესწავლა.

ასევე იხილეთ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Gilbert, S. F. (2013). Developmental Biology. Sunderland, Mass.: Sinauer Associates Inc.
  • Slack, J. M. W. (2013). Essential Developmental Biology. Oxford: Wiley-Blackwell.
  • Wolpert, L. and Tickle, C. (2011). Principles of Development. Oxford and New York: Oxford University Press.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]