მეიოზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მეიოზური გაყოფა

მეიოზი არის პროცესი, რომლის შედეგად დიპლოიდური ეუკარიოტული უჯრედი იყოფა ისე, რომ ჰაპლოიდურ უჯრედებს, გამეტებს წარმოქმნის. მეიოზი მნიშვნელოვანია სქესობრივი გამრავლებისათვის. ვინაიდან პროკარიოტებს სქესი და სქესობრივი გამრავლება არ აქვთ, მათ არც მეიოზის უნარი გააჩნიათ.

დიპლოიდური უჯრედი ქრომოსომების ორ ჰომოლოგიურ ნაკრებს შეიცავს. მეიოზის დროს ხდება ყველა ქრომოსომის რეპლიკაცია, რასაც თან სდევს უჯრედის ორი თანმიმდევრული გაყოფა. შედეგად წარმოიქმნება ოთხი უჯრედი და ყოველ მათგანს ქრომოსომების ერთი ნაკრები ერგება მხოლოდ.


იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: