პროკარიოტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პროკარიოტები
Prokaryote cell.svg
კლასიფიკაცია მითითებული არ არის!
(რანგის გარეშე):  პროკარიოტები
ლათინური სახელი
prokariota
დომენები

პროკარიოტები, პროტოკარიოტები (ლათ. Procaryota; ძვ. ბერძნ. προ „წინ“ და κάρυον „ბირთვი“) — საერთო სახელწოდება ერთუჯრედიანი ორგანიზმებისა, რომელთაც არა აქვთ ნამდვილი ბირთვი და ქრომოსომებად ჩამოყალიბებული მემკვიდრული აპარატი. მემკვიდრული ინფორმაციის გადაცემისა და რეალიზაციის მატერიალური სუბსტრატი პროკარიოტებშიც დეზოქსირიბონუკლეინის მჟავაა (დნმ), ოღონდ ქრომოსომებად არ არის ორგანიზებული და უჯრედის ცენტრში რგოლისებრ სტრუქტურას ქმნის, რომელსაც საკუთარი მემბრანა არ აქვს და ნუკლეოიდს უწოდებენ. პროკარიოტებს არც მიტოქონდრიები აქვთ, არც რთული შოლტები და სხვა. თანამედროვე კლასიფიკაციით პროკარიოტები განიხილება საუფლოს ან ქვესაუფლოს რანგის ჯგუფად, რომელიც მოიცავს ბაქტერიებს და არქეებს.

პროკარიოტები უძველესი ცოცხალი არსებებია, რომლებიც სამი მილიარდი წელია დედამიწაზე ბინადრობენ. მცირე ზომის გამო მათი შესწავლა მხოლოდ მიკროსკოპით არის შესაძლებელი. ეუკარიოტებისაგან განსხვავებით პროკარიოტების უჯრედებში არ არის მთელი რიგი ორგანოიდები: მიტოქონდრიები, ენდოპლაზმური ბადე, გოლჯის აპარატი და ა.შ.[1]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. პროკარიოტული ორგანიზმები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2014-03-19.