მათიას შლაიდენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მათიას შლაიდენი
გერმ. Matthias Jacob Schleiden
PSM V22 D156 Matthias Jacob Schleiden.jpg
დაბ. თარიღი 5 აპრილი 1804(1804-04-05)[1] [2] [3] [4]
დაბ. ადგილი ჰამბურგი[5]
გარდ. თარიღი 23 ივნისი 1881(1881-06-23)[6] [1] [2] [3] [4] (77 წლის)
გარდ. ადგილი მაინის ფრანკფურტი[5]
დასაფლავებულია ფრანკფურტის მთავარი სასაფლაო
მოქალაქეობა Flag of Germany.svg გერმანია[7]
სამეცნიერო სფერო ბიოლოგია
მუშაობის ადგილი ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტი, იენის უნივერსიტეტი, რაინ-მაინის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი და დერპტის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი დოქტორის ხარისხი[5]
ნათესავ(ებ)ი Rudolf Schleiden

მათიას იაკობ შლაიდენი (გერმ. Matthias Jacob Schleiden; დ. 5 აპრილი, 1804 — გ. 23 ივნისი, 1881) — გერმანელი ბოტანიკოსი და საზოგადო მოღვაწე, თავისი დროის ბოტანიკის რეფორმატორი. მკაცრად გააკრიტიკა ბოტანიკაში იმ დროს გაბატონებული ნატურფილოსოფიური და ვიწრო-სისტემატიკური მიმართულებები. შლაიდენის ძირითადი ნაშრომები ეხება მცენარეთა ანატომიასა და ემბრიოლოგიას.

როდესაც შლაიდენი იენის უნივერსიტეტის ბოტანიკის პროფესორად მუშაობდა, მან დაწერა ნაშრომი ფიტოგენეზზე (მცენარეთა განვითარებაზე), 1838 წელს, რომელშიც იგი ამტკიცებდა, რომ მცენარის ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილები შედგება უჯრედებისაგან. ამრიგად, შლაიდანი და შვანი აღმოჩნდნენ პირველები, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს სიცოცხლის უჯრედული თეორიის შექმნაში. ეს თეორია ბიოლოგიისთვის იმდენადვე მნიშვნელოვანია, როგორც ატომური თეორია ქიმიისათვის. შლაიდენმა აგრეთვე განჭვრიტა უჯრედის ბირთვის მნიშვნელობა, რომელიც 1831 წელს შოტლანდიელმა ბოტანიკოსმა რობერტ ბრაუნმა აღმოაჩინა[8] და იგრძნო ბირთვის კავშირი უჯრედის გაყოფასთანაც.

შლაიდენი ერთ-ერთი პირველი გერმანელი ბიოლოგი იყო, რომელიც დაეთანხმა ჩარლზ დარვინის ევოლუციის თეორიას. იგი ითვლება დარვინიზმის ერთ-ერთ წინამორბედად და დამცველად. კონკრეტულ გამოკვლევებში დაუშვა მთელი რიგი შეცდომებიც (წარმოდგენები უსტრუქტურო ნივთიერებიდან უჯრედის ახალწარმოქმნის, მტვრის მილიდან ჩანასახის განვითარების შესახებ). სამაგიეროდ, მან სწორად დაასკვნა, რომ მცენარის ემბრიონი ერთი უჯრედისგან წარმოიშვება. 1863 წელს შლაიდენი გახდა დოპრატის უნივერსიტეტის ბოტანიკის პროფესორი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 IMSLP — 2006.
  4. 4.0 4.1 Who Named It?
  5. 5.0 5.1 5.2 გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #118852116 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  6. BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  7. LIBRIS — 2012.
  8. Trisha Creekmore. The Science Channel :: 100 Greatest Discoveries: Biology. Discovery Communications. წაკითხვის თარიღი: 2006-10-17.