შინაარსზე გადასვლა

კრეაციონიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კრეაციონიზმი — რელიგიური რწმენა, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ სამყარო და სიცოცხლე შეიქმნა ისე, როგორც გადმოცემულია რელიგიურ წიგნებში. წიგნი დაბადებისას თანახმად, ღმერთმა სამყარო შექმნა არაფრისგან. სხვა რელიგიებს სხვანაირი წარმოდგენები აქვთ სამყაროს შექმნაზე. კრეაციონიზმისკენ მიმდევრობა დაიწყო XIX საუკუნეში, როდესაც ფუნდამენტალისტი პროტესტანტები დაუპირისპირდნენ მეცნიერებს, რომლებმაც წინ წამოჭიმეს ევოლუციის და გეოლოგიის თეორიები. XX საუკუნეში, კრეაციონისტული მოძრაობები დაიწყო ისლამსა და იუდაიზმში. კრეაციონისტებს არ სჯერათ, რომ ყველაფერი ცოცხალი პრიმიტიული ორგანიზმისგან წამოვიდა და ნელ-ნელა დროის მონაკვეთში იზრდებოდა და ყალიბდებოდა. ისინი ფიქრობენ, რომ ერთი ფორმიდან ცოცხალი ორგანიზმი მეორეში ვერ გარდაიქმნება, მაგრამ მათ ბიოლოგები და პალეონტოლოგები ეწინააღმდეგებიან. ისინი ამტკიცებენ, რომ ნამარხი ნაშთები არიან ძალიან განსხვავებულნი იმისგან რაც ოდესღაც იყო და ფიქრობენ, რომ ნაშთები დროთა განმავლობაში შეიცვლება. კრეაციონიზმის მრავალი მტკიცება ეწინააღმდეგება არა მხოლოდ თანამედროვე ბიოლოგიას, არამედ ფიზიკას, კოსმოლოგიას, გეოლოგიას, არქეოლოგიასა და ისტორიას. ვინაიდან კრეაციონისტთა შეხედულებები არ დასტურდება ემპირიული მტკიცებულებებით, ოფიციალურ სამეცნიერი სფეროში კრეაციონიზმი კლასიფიცირებულია როგორც ფსევდომეცნიერება.[1][2][3][4][5][6][7]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Royal Society statement on evolution, creationism and intelligent design. Royal Society (April 11, 2006). ციტირების თარიღი: 2014-03-09
  2. Matsumura, Molleen; Mead, Louise. Ten Major Court Cases about Evolution and Creationism (February 14, 2001). ციტირების თარიღი: 2008-11-04 Updated 2007-07-31.
  3. Myers, PZ. (June 18, 2006) Ann Coulter: No evidence for evolution?. ScienceBlogs LLC. ციტირების თარიღი: 2007-09-12
  4. Petto, Andrew J.; Godfrey, Laurie R., eds. (2007) [Originally published 2007 as Scientists Confront Intelligent Design and Creationism]. Scientists Confront Creationism: Intelligent Design and Beyond. New York: W. W. Norton & Company, p. 361.
  5. Kehoe, Alice B. (1983), „The word of God“, Godfrey, Laurie R., Scientists Confront Creationism, New York: W. W. Norton & Company, pp. 1–12, ISBN 9780393301540, https://books.google.com/books?id=bjYPs9siZzgC
  6. Harold, Francis B.; Eve, Raymond A. (1995) Cult Archaeology and Creationism. University of Iowa Press, Iowa City, Iowa. ISBN 9780877455134. 
  7. Moshenska, Gabriel (November 2012). „Alternative archaeologies“. In Neil Asher Silberman (ed.). The Oxford Companion to Archaeology. 1. Oxford University Press. p. 54. ISBN 9780199735785.