შინაარსზე გადასვლა

პათოლოგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პათოლოგი მუშაობისას

პათოლოგია (ბერძ. pathos — ავადმყოფობა) — ადამიანისა და ცხოველების დაავადებების შემსწავლელი კომპლექსური მეცნიერება, რომელიც იკვლევს ავადმყოფობის ზოგად საკითხებს, ორგანიზმის რეაქციულობას, ბიოლოგიური მემბრანების განვლადობას, მიკროცირკულაციას.

პათოლოგიას საფუძველი ჩაეყარა ძვ. ბერძნულ მედიცინაში. არსებობს ფუნქციური, ევოლუციური, გეოგრაფიული, სოციალური, მოლეკულური და სხვა სახის პათოლოგიები.