შინაარსზე გადასვლა

განაყოფიერება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

განაყოფიერება (ლათ. fertilisatio) — ქალისა და მამაკაცის გამეტების ერთ უჯრედად შეერთება. მიღებული უჯრედი უკვე ახალი ორგანიზმია და მას ზიგოტა (zygota) ეწოდება (ბერძ. zygote „შეწყვილებული“). ზიგოტა არა მარტო უჯრედია, არამედ ახალი ორგანიზმია განვითარების ერთუჯრედოვან სტადიაზე. მაშასადამე, განაყოფიერების ბიოლოგიური არსი მდგომარეობს გამეტების ურთიერთასიმილაციასა და დედისა და მამის გენეტიკური ინფორმაციის - ქრომოსომათა ორი ჰაპლოიდური ნაკრების შეერთებაში, რის შედეგადაც ინდივიდუალურისასქესო უჯრედები ქრება და საწყისს აძლევს ახალ ორგანიზმს - დიპლოიდური ნაკრების შემცველ ზიგოტას. გამეტების შეხვედრა მიმდინარეობს მდედრობით სასქესო გზებში (შინაგანი განაყოფიერება) ან გარე გარემოში, მაგალითად, წყალში (გარეგანი განაყოფიერება), უმაღლეს ძუძუმწოვრებსა და ქალში განაყოფიერება კვერცხსავალის ზედა გარეთა მესამედში - ამპულურ ნაწილში მიმდინარეობს. მალე ოვულაციის შემდეგ კვერცხუჯრედი ხვდება კვერცხსავალის (საშვილოსნოს ლულის) ფოჩზე, მერე კი მის ამპულურ ნაწილში.

  • Austin, C. (1974). Scientific and clinical aspects of fertilization and implantation. Proc. Roy. Soc. Med., 67.
  • Brusca, R. y Brusca, G. (2002). Invertebrates. 2a. ed. Sinauer Assoc., Sunderland.
  • Gilbert, S. F. (2005). Biología del desarrollo. 7a. ed. México: Panamericana.
  • Kiipker, W., Diedrich, K. y Edwards, R. (1998). Principles of mammalian fertilization. Human Reproduction, 13.
  • Longo, F. J. (1997). Fertilization. 2nd. ed. London: Chapman & Hall.
  • Wassarman, P., Jovine, L., Litschere. 2001. A profile of fertilization in mammals. Nature Cell Biology, 3.