ციტოლოგია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უჯრედი

ციტოლოგია — მეცნიერება უჯრედის აგებულებისა და ცხოველთმოქმედების შესახებ.

ყველა უჯრედი (ყველა მრავალუჯრედიან ორგანიზმში, ისევე როგორც ერთუჯრედიან ორგანიზმში, დაფარულია გარსით. იგი შედგება გარე შრისა და მის ქვეშ განლაგებული პლაზმური მემბრანისაგან, რომელიც უშუალოდ ციტოპლაზმას შემოსაზღვრავს. მისი სისქე დაახლოებით 9-10 ნმია.(ნმ არის 10 ხარისხად -9 მეტრი). ყველა მცენარეული და ცხოველური უჯრედის პლაზმური მემბრანა წარმოქმნილია ცილების და ლიპიდების(ცხიმები)მოლეკულებისაგან. ლიპიდების მოლეკულები ქმნის შედარებით მკვრივ ორმაგ შრეს, ცილები ნაწილობრივ ან მთლიანად განჭოლავს ლიპიდების შრეს.

პლაზმური მემბრანის ძირითადი ფინქციებია:

  1. დამცველობითი- იგი იცავს უჯრედის შიგთავსს გარე ზემოქმედებისაგან.
  2. საკონტაქტო- პლაზმური მემბრანა ქმნის სპეციალურ სტრუქტურებს, რომლებიც უზრუნველყოფენ უჯრედებს შორის კავშირს.
  3. სატრანსპორტო- ნივთიერებათა ცვლა უჯრედსა და გარემოს შორის. მიეკუთვნება: ფაგოციტოზი, რომლის მეშვეობით მყარი ნაწილაკები და პინოცოტოზი, რომლის მეშვეობით თხევადი ნივთიერებები აღწევს უჯრედში.

ფაგოციტოზი და პინოციტოზი ასახავს უჯრედების მიერ ნივთიერებათა შთანთქმის პროცესს- ენდოციტოზს. ამ პროცესის საპირისპიროა ეგზოციტოზი.

ანუ, ფაგოცოტოზი და პინოციტოზი არის უჯრედში მყარი და თხევადი ნითიერებების შეღწევა, მათ მიეკუთვნებიან ენდოციტოზს, ხოლო ამ პროცესის საპირისპიროა, ეგზოციტოზი.

უჯრედის ციტოპლაზმაში ასევე ჩაძირულია სხვადასხვა ორგანოიდები