ბოტანიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფაილი:504px-Pinguiculagrandiflora1web.jpg
Pinguicula grandiflora

ბოტანიკა (ბერძნ. botanē „ბალახი, მცენარე“) — მეცნიერება მცენარეთა სიცოცხლის შესახებ. შეისწავლის მცენარეთა გარეგანი და შინაგანი აგებულების კანონზომირებებს (მორფოლოგია, ანატომია), მცენარეთა სისტემატიკას, მათ განვითარებას გეოლოგიურ დროში (ევოლუცია), ნათესაურ კავშირებს (ფილოგენია), წარსულსა და აწმყოში დედამიწაზე მათ გავრცელებას (მცენარეთა გეოგრაფია), მცენარეული ორგანიზმების სასიცოცხლო პროცესებს (მცენარეთა ფიზიოლოგია), გარემოსთან მათ ურთიერთდამოკიდებულებას (მცენარეთა ეკოლოგია), მცენარეული საფრის აგებულებას (გეობოტანიკა, ანუ ფიტოცენოლოგია), მცენარეთა სამეურნეო გამოყენების შესაძლებლობას (გამოყენებითი ბოტანიკა). კვლევის ობიექტის მიხედვით, ბოტანიკაში გამოიყოფა აგრეთვე მეცნიერება წყალმცენარეეთა შესახებ — ალგოლოგია, სოკოების შესახებ — მიკოლოგია, ლიქენების ანუ ლიქენების შესახებ — ლიქენოლოგია, ხავსების შესახებ — ბრიოლოგია და სხვა. მიკროსკოპულ მცენარეულ ორგანიზმებს შეისწავლის მიკრობიოლოგია, მცენარეთა დაავადებებს — ფოტოპათოლოგია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: