იერარქია
Jump to navigation
Jump to search
იერარქია (ბერძ. ἱεραρχία < ἱερός — „წმინდა“ და αρχία — „მმართველობა“) — თანამდებობათა, წოდებულებათა თანმიმდევრული სისტემა უდაბლესიდან უმაღლესისაკენ (დაქვემდებარების წესით); მთელი ნაწილების გაშლა ზემოდან ქვემოთ მიმავალი რიგით. ტერმინი პირველად გამოიყენებოდა ქრისტიანული ეკლესიის ორგანიზაციის დასახასიათებლად. თანამედროვე ლიტერატურაში ტერმინი იმავე მნიშვნელობით იხმარება სახელმწიფოს ბიუროკრატიული სტრუქტურის დასახასიათებლად.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ზურაბიშვილი, დ., გობრონიძე გ., სამოქალაქო განათლების ლექსიკონი, საიას იურიდ. განათლ. ხელშეწყობის ფონდი, თბ., 2011. ISBN 978-9941-0-3354-4.