ველის მეფეების სია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ველი ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში — ჩრდილოელი ხალხის ქალაქი და სამეფო. განადგურებული იქნა დრაკონ სმაუგის მიერ. მისი აღსასრულის შემდეგ აღდგენილი იქნა ბარდის მიერ და იქცა ველის სამეფოდ.

აქ წარმოდგენილია სამეფოს ცნობილი მმართველების სია.

გირიონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნახსენებია მხოლოდ „ჰობიტში“. იგი იყო ველის უკანასკნელი მბრძანებელი, რომელიც მოკლა სმაუგმა. 170 წლის შემდეგ დრაკონი მოკლული იქნა ბარდის მიერ და სამეფო აღდგა[1].

ბარდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბარდი იყო ქალაქ ველის სამეფოს მემკვიდრე და კანონიერი მეფე, აგრეთვე მშვილდოსანი, რომელიც ტბისპირა ქალაქში ცხოვრობდა. მომდინარეობდა გირიონის შტოდან, რომლის ცოლი და შვილები შეეფარნენ ტბისპირა ქალაქს 2770 წელს - მას შემდეგ, რაც დრაკონმა სმაუგმა გაანადგურა ველი და დასახლდა მარტოსული მთის გულში. ბარდმა, შაშვის მითითებით, ესროლა დრაკონს ისარი პირდაპირ იმ წერტილში მუცელზე, რომელიც სმაუგის სასიკვდილო ადგილი იყო (შაშვის ენა მას ესმოდა, ვინაიდან ველის ხალხს ეს ნიჭი ყოველთვის ჰქონდა). განგმირული სმაუგი ესგაროთზე დაეცა და დაანგრია. შემდგომში ბარდმა აღადგინა ველის სამეფო და 2944 წელს მისი მეფე გახდა. მარტოსული მთის სამეფოს ჯუჯებთან მას ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ეს მიწა, განადგურებული სმაუგის მიერ, კვლავ აყვავდა.

ბაინი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაინი იყო ველის მეფე, რიგით მეორე ხელახლა აღდგენილ შტოში. იგი იყო მშვილდოსან ბარდის შვილი და მამის შემდეგ მეფობდა მესამე ეპოქის 2977 წლიდან, 30 წლის განმავლობაში. ამ პერიოდში მარტოსული მთა ბალინის და ჯუჯების რაზმის მიერ იქნა დატოვებული. ისინი მორიაში გადავიდნენ.

ბაინის მემკვიდრე იყო ბრანდი, მესამე ეპოქის 3007 წლიდან. ამბობენ, რომ უკანასკნელის სამეფო აღწევდა ტბისპირა ქალაქის სამხრეთ და აღმოსავლეთ საზღვრებამდე.

რადგან ველის ენა ძველსკანდინავიურ ენას ჰგავს, ვარაუდობენ, რომ ბაინის სახელი Beinn-ისგან მომდინარეობს და აღნიშნავს მამოძრავებელს.

პიტერ ჯექსონის „ჰობიტში“ პერსონაჟის როლს ასრულებს ჯონ ბელი.

ბრანდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაინის ძე და მემკვიდრე. ველის მეფე ბეჭდის ომის პერიოდში. მოკლული იქნა, როდესაც დაინ II რკინისტერფთან ერთად ველის ბრძოლაში იბრძოდა. მისი მემკვიდრე იყო ბარდ II. პერსონაჟი აგრეთვე ჩნდება ვიდეო თამაშის The Lord of the Rings: The Battle for Middle-earth II დამატებაში The Rise of the Witch-king.

ბარდ II[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრანდის ძე და მემკვიდრე. ველის მეფე ბეჭდის ომის პერიოდში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]