შუახმელეთის მდინარეების სია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

შუახმელეთში, ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმის მოქმედების მთავარი ადგილის ტერიტორიაზე წარმოდგენილია ბევრი მდინარე, რომელთა ნაწილი აღწერილია ამ სიაში.

სექციების სია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანდუინი
Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ანდუინი.

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გელიონი
ბნელტევრელი ელფი, მეფე თრანდუილის მსახურთუფროსი. გელიონი პასუხისმგებელი იყო მეფის კარის ღვინით უზრუნველყოფაზე და თავადაც ღვინის დიდი მოყვარული. 2941 წლის სექტემბრის საღამოს მან დაცვის უფროსი თავისთან დასალევად მიიპატიჟა. სწორედ მაშინ გააპარა ბილბომ ჯუჯები მდინარეზე კასრებით. სახელი Galion შესაძლოა მომდინარეობდეს სიტყვისგან gal (ნათება) ან gala (აყვავება, გახარება) ან galad (ხე). სუფიქსი -ion სახელში გამოიყენებოდა იმისათვის, რათა აღენიშნათ, რომ მისი პატრონი ვინმეს ვაჟი იყო. უცნობია, ეს სახელი სინდარული თუ სილვანური წარმოშობის იყო.

გლანდუინი
ერიადორის ერთ-ერთი მდინარე, გვათლოს ჩრდილოეთით. სინდარულად სახელწოდება ნიშნავს „საზღვრის-მდინარეს“ – იგი მდებარეობდა ერეგიონის ელფთა სამეფოს სამხრეთ საზღვართან, მოგვიანებით – არნორის ადამიანების სამეფოსთან.

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოროსი
მდინარე გონდორის სამხრეთით. 640 კმ-იანი სიგრძით იგი ქმნიდა ჰარონდორის ჩრდილოეთ საზღვარს, სამხრეთ გონდორს და ითილიენის სამხრეთ საზღვარს. მესამე ეპოქაში იგი მდებარეობდა გონდორის მძლავრი სამხრეთი საზღვარი.

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რინგლო
მნიშვნელოვანი მდინარე გონდორის ცენტრალურ რეგიონში. მისი სათავე მდებარეობდა თეთრი მთების სამხრეთით, ლამედონის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ველში. მიედინებოდა 200 მილზე. შემდეგ უერთდებოდა მორთონდს, კობასის ნავსადგურთან. კირილი იყო რინგლოს შენაკადი, რომელშიც უკანასკნელი შედიოდა.

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტეიგლინი
ბელერიანდის მდინარე, რომელიც სათავეს იღებდა ერედ ვეთრინთან, დორ-ლომინის საზღვართან. მიედინებოდა სამხრეთისკენ, ბრეთილის ტყის გავლით და მდინარე სირიონს უერთდებოდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]