შინაარსზე გადასვლა

ავსტრიის ფედერალური მხარეები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ავსტრიის ფედერალური მხარეები

ავსტრია ფედერაციული რესპუბლიკაა და 9 ფედერალურ მხარეს მოიცავს (გერმ. Länder). გერმანულში სიტყვა Land ქვეყანასაც შეიძლება აღნიშნავდეს, რის გამოც ორაზროვნებისგან თავის ასაცილებლად სიტყვა Bundesländer (სიტყვა-სიტყვით ფედერალური მხარეები) გამოიყენება. ავსტრიის კონსტიტუციაში ორივე ტერმინია გამოყენებული.

ფედერალურ მხარეებს გააჩნიათ საკუთარი კონსტიტუცია და კანონები, რომლებიც ავსტრიის კონსტიტუციის ფარგლებში ჯდება. ყოველ მხარეს ავსტრიის პარლამენტში საკუთარი წარმომადგენლები ჰყავს. ფედერალური მხარის პარლამენტი ლანდტაგი აირჩევა პირდაპირი წესით 5 ან 6 წლის ვადით. ის ნიშნავს მხარის გუბერნატორს ან მთავრობას.

ფედერალური მხარის უფლებამოსილებებში შედის ენერგეტიკა, მართლწესრიგი, ჯანმრთელობის დაცვა, სპორტი და დასვენება, გარემოს დაცვა, ტრანსპორტი.

ავსტრიის ცხრა ფედერალური მხარეა (Bundesländer):[1]

ფედერალური მხარე (Bundes­land)დედაქალაქი მოსახლეობა
(იანვარი, 2022)
ფართობი (კმ2) მოს. სიმჭიდროვე
(ადამიანი/კმ2)
დიდი ქალაქებიპატარა ქალაქებიგუბერნატორების სია პარტიაკოალიცია
ბურგენლანდიაიზენშტადტი 297,5833,9657513158 სიასდპ სდპ
კარინთია (Kärnten)კლაგენფურტი 564,5139,5375917115 სიასდპ სდპ, ასპ
ქვემო ავსტრია (Nieder­österreich)სანქტ-პოლტენი 1,698,79619,1808976497 სიაასპ ასპ, სდპ, ათპ
ზალცბურგიზალცბურგი 560,7107,1557811108 სიაასპ ასპ, მწვანეები, NEOS
შტირია (Steiermark)გრაცი 1,252,92216,3997635251 სიაასპ ასპ, სდპ
ტიროლი (Tirol)ინსბრუკი 764,10212,6486011266 სიაასპ ასპ, სდპ
ზემო ავსტრია (Ober­österreich)ლინცი 1,505,14011,98312632406 სიაასპ ასპ, ათპ, სდპ, მწვანეები
ვენა (Wien)ვენა 1,931,5934154,6541 სიასდპ სდპ, NEOS
ფორარლბერგიბრეგენცი 401,6472,602154591 სიაასპ ასპ, მწვანეები
  1. Parties and Elections in Europe – Austria (States). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-31. ციტირების თარიღი: 2023-07-22.