მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

გრიგორიანული კალენდარი, ახალი სტილი (365.2425 დღე-ღამე) — მზის კალენდარული ტიპის წელთაღრიცხვის სისტემა, რომელიც მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში გამოიყენება. იგი იულიუსის კალენდრის მოდიფიკაციაა და მისი ჩანაცვლების მიზნით შემოღებულ იქნა 1582 წელს, რომის პაპ გრიგოლ XIII-ის მიერ. უმთავრესი განსხვავებაა ნაკიანი წლების განსხვავებული განაწილება, რომელმაც წელიწადის საშუალო ხანგრძლივობა 365.2425 დღეზე დაიყვანა. ეს უფრო ახლოა დედამიწის მზის გარშემო მოძრაობაზე დაკვირვებით დადგენილი ტროპიკული წელიწადის ხანგრძლივობასთან, რომელიც 365.2422 დღეს შეადგენს.

დღის სტატია

გეორგიოს I
გეორგიოს I

გეორგიოს I (ბერძ. Γεώργιος Αʹ, Βασιλεύς των Ελλήνων, Geórgios Αʹ, Vasiléfs ton Ellínon; დ. 24 დეკემბერი 1845 — გ. 18 მარტი 1913) — საბერძნეთის მეფე 1863 წლიდან 1913 წლამდე.

დანიელი პრინცი ვილჰელმი დანიის დედაქალ კოპენჰაგენში დაიბადა. ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში არჩეული იქნა მეფედ საბერძნეთის ეროვნული ანსამბლეის მიერ, რომელმაც საბერძნეთის ყოფილი მეფე ოტონი გადააყენა. მისი კანდიდატურა წამოაყენეს ისეთმა ძლიერმა ძალებმა, როგორებიც იყვნენ: დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთის მეორე იმპერია და რუსეთის იმპერია.

სიახლეები

ალექსანდრ სტუბი

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


18 მარტი — ამ დღეს...

ალექსეი ლეონოვი
ალექსეი ლეონოვი
  • 1229 : მეექვსე ჯვაროსნული ლაშქრობასაღვთო რომის იმპერატორმა ფრიდრიხ II-მ თავი იერუსალიმის მეფედ გამოაცხადა.
  • 1871 : საფრანგეთის პრეზიდენტმა ადოლფ ტიერმა პარიზის ევაკუაცია გამოაცხადა პრუსიასთან ომში დამარცხების შედეგად დაწყებული ამბოხის გამო, რასაც პარიზის კომუნის მთავრობის შექმნა მოყვა.
  • 1915 : პირველი მსოფლიო ომიგალიპოლის კამპანიის ერთ-ერთ უდიდეს საზღვაო ბრძოლაში ოსმალეთის დამცველებმა მოკავშირეების სამი ჯავშნოსანი ჩაძირეს, ხოლო სამი მძიმედ დააზიანეს.
  • 1921 : პოლონეთ-საბჭოთა კავშირის ომი დასრულდა მხარეების დაზავებით.
  • 1913 : საბერძნეთის მეფე გეორგიოს I მოკლეს ქ. სალონიკში.
  • 1965 : საბჭოთა კოსმონავტი ალექსეი ლეონოვი (სურათზე) ვოსხოდ-2-დან გავიდა და პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც ღია კოსმოსში გაიარა.
  • 1990 : აღმოსავლეთ გერმანიაში პირველი თავისუფალი არჩევნები ჩატარდა 1932 წლის შემდეგ.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი