წმინდა ლავრენტი (მდინარე)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ წმინდა ლავრენტი.
მდინარე წმინდა ლავრენტის რუკა

წმინდა ლავრენტი (ფრანგ. fleuve Saint-Laurent, ინგლ. Saint Lawrence River) — მდინარე ჩრდილოეთ ამერიკაში. იგი ერთმანეთს აკავშირებს დიდ ტბებს და ატლანტის ოკეანეს. მდინარე წმინდა ლავრენტი შედის დიდი ტბების აუზის შემადგენლობაში. სათავეს იღებს ონტარიოს ტბიდან, შემდეგ მიედინება აშშ-ს შტატის, ნიუ-იორკის ტერიტორიებზე, გადაკვეთს აშშ-კანადის ოფიციალურ საზღვარს და გადადის კანადის ტერიტორიაზე, კანადის პროვინციებიდან წმინდა ლავრენტი გადაკვეთს: კვებეკს და ონტარიოს, საბოლოოდ კი მდინარე უერთდება წმინდა ლავრენტის ყურეს. მდინარის სათავეებთან ონტარიოს ტბაში მდებარეობს კუნძული ვოლფი.

მდინარის სანაპიროზე მრავალი დიდი ქალაქია გაშენებული: განანოქუე, ბროკვილი, მესენა, კორნვილი, მონრეალი, ტრუა-რივერი, მდინარის სათავეშია გაშენებული ერთ-ერთი დიდი ქალაქი კვებეკი. წმინდა ლავრენტის სიგრძე თავის შენაკადებთან ერთად შეადგენს 3 058 კილომეტრს, შენაკადების გარეშე — 1 197 კილომეტრს. ყველაზე დიდი შენაკადები, რომლებიც მას უერთდება არის ჩრდილოეთი, მესებიჰიბინგით.

ამ მდინარის სანაპირო ზოლში ადამიანები ჯერ კიდევ უძველესი დროიდან სახლობდნენ. ევროპელებიდან პირველად იგი აღმოაჩინა ფრანგმა ჟაკ კარტიემ, მან 1535-1541 წლებში პირველად გადაცურა იგი და სწორედ ჟაკ კარტიე ითვლება კანადის ერთ-ერთი პირველ აღმომჩენად. მოგვიანებით შეიქმნა ახალი სახელმწიფო ახალი საფრანგეთი, მისი სამხრეთის საზღვრები სწორედ მდინარეზე გადიოდა. მის სანაპიროებთან მრავალი ბრძოლა გამართულა, აქ იმართებოდა ბრძოლები ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის. მეორე მსოფლიო ომში 1942 წელს მდინარესთან გაიმართა ბრძოლა კრიგსმარინესა და აშშ-კანადას შორის. ამ ბრძოლაში აშშ-კანადამ გაიმარჯვა.

მდინარე წმინდა ლავრენტი, კვებეკსა (მარცხენა სანაპირო) და ლევისში (მარჯვენა სანაპირო).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: