Wind & Wuthering

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Wind & Wuthering
სტუდიური ალბომი - ჯენესისი
გამოცემის თარიღი 23 დეკემბერი, 1976(ბრიტანეთი)
27 დეკემბერი 1976 (აშშ)
ჩაწერის თარიღი სექტემბერი - ოქტომბერი, 1976, სტუდიები Relight / Hilvarenbeek, ნიდერლანდები
ჟანრი არტ როკი
ხანგრძლივობა 50:54
ლეიბლი Charisma/Virgin (ბრიტანეთი)
Atco (აშშ)
პროდიუსერი დევიდ ჰენჩელი; ჯენესისი
ჯენესისი - ქრონოლოგია
A Trick of the Tail
(1976)
Wind & Wuthering
(1976)
Spot the Pigeon
(1977)
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic[1] 4/5 stars
MSN Music[2] 4/5 stars
Q[3] 3/5 stars

Wind & Wuthering — ჯგუფ ჯენესისის მერვე, ხოლო პიტერ გებრიელის მონაწილეობის გარეშე, მეორე სტუდიური ალბომი. ბრიტანეთში გამოვიდა 1976 წლის 23 დეკემბერს. აშშ-ში ის იმავე წლის 27 დეკემბერს გამოიცა.

ალბომი[რედაქტირება]

Wind & Wuthering არის ჯგუფის მეორე ალბომი, რომელზეც ფილ კოლინზი წამყვან ვოკალებს ასრულებს. იგი გამოვიდა ალბომის A Trick of the Tail გამოცემიდან ერთი წლის შემდეგ და წარმოადგენს უკანასკნელ სტუდიურ ალბომს, რომელზეც უკრავს სტივ ჰეკეტი.

კომენტარები[რედაქტირება]

ტონი ბენქსის თქმით, ეს არის მისი ერთ-ერთი საყვარელი ალბომი ჯენესისის დისკებიდან. ჰეკეტი ასევე ადასტურებს, რომ იგი ამაყობს ამ ნამუშევრით.

წარმატება[რედაქტირება]

Wind & Wuthering- მა მიაღწია #7 (ბრიტანეთი) და #26 ადგილებს აშშ-ში. შტატებში, რადიოეთერში რეგულარულად უშვებდნენ სიმღერას Your Own Special Way.

სახელწოდებები[რედაქტირება]

ალბომის სახელწოდება შედგება ორი სიტყვისგან - Wind აიღეს ჰეკეტის მუსიკალური პიესის „The House of the Four Winds“ (მოგვიანებით მას „Eleventh Earl of Mar“ ეწოდა) სახელიდან, ხოლო Wuthering პირდაპირ კავშირშია ემილი ბრონტეს რომანთან „ელ-ჭექის უღელტეხილი“. იგივე რომანის ერთ-ერთი აბზაციდან არის აღებული მეშვიდე და მერვე სიმღერების სახელები.

სიმღერების სია[რედაქტირება]

მხარე 1[რედაქტირება]

  1. Eleventh Earl of Mar (ტონი ბენქსი/სტივ ჰეკეტი/მაიკ რეზერფორდი) – 7:41
  2. One for the Vine (ტონი ბენქსი) – 10:00
  3. Your Own Special Way (მაიკ რეზერფორდი) – 6:19
  4. Wot Gorilla? (ფილ კოლინზი/ტონი ბენქსი) – 3:20

მხარე 2[რედაქტირება]

  1. All in a Mouse's Night (ტონი ბენქსი) – 6:37
  2. Blood on the Rooftops (სტივ ჰეკეტი/ფილ კოლინზი) – 5:27
  3. Unquiet Slumbers for the Sleepers... (სტივ ჰეკეტი/მაიკ რეზერფორდი) – 2:23
  4. ...In That Quiet Earth (სტივ ჰეკეტი/მაიკ რეზერფორდი/ტონი ბენქსი/ფილ კოლინზი) – 4:50
  5. Afterglow (ტონი ბენქსი) – 4:12

2007 წლის SACD/CD/DVD გამოცემა[რედაქტირება]

2007 წელს ალბომი გამოიცა ახალი ჟღერადობით, სერიაში Genesis 1976-1982. იგი წარმოდგენილია სტანდარტული აუდიო დისკის, SACD (სუპერ აუდიო დისკი) და DVD დისკის (ვიდეომასალა) სახით.

პერსონალი[რედაქტირება]

ტურნე[რედაქტირება]

ალბომის მხარდასაჭერად ჯგუფმა 1977 წლის იანვრიდან ივლისამდე ტურნე გამართა. ამ ტურნეზე მათ პირველად შეუერთდა ჩესტერ თომპსონი. სტივ ჰეკეტისათვის ეს იყო ჯგუფთან უკანასკნელი ტურნე. როგორც ალბომის, ასევე ვიდეოს სახით გამოცემულია ტურნეს მიხედვით შედგენილი ჩანაწერი Seconds Out.

სეტლისტი[რედაქტირება]

  1. Squonk
  2. One For the Vine
  3. Robbery, Assault and Battery
  4. Your Own Special Way (სრულდებოდა 1977 წლის იანვარში ბრიტანულ კონცერტებზე და 1977 წლის თებერვალსა და მარტში, ჩრდილოეთ ამერიკულ ტურნეზე)
  5. Lilywhite Lilith/The Waiting Room/Wot Gorilla (შესრულდა ლონდონის თეატრში „რეინბოუ“, 1977 წლის 1 იანვარს)
  6. All In a Mouse's Night (შესრულდა ბრიტანულ კონცერტებზე, 1977 წლის იანვარში)
  7. Inside and Out (შესრულდა სამხრეთ ამერიკულ და ევროპული ტურნეს მეორე ეტაპზე, ჩაენაცვლა რა Your Own Special Way-ს)
  8. Firth of Fifth
  9. The Carpet Crawlers
  10. ...In That Quiet Earth'
  11. Afterglow
  12. I Know What I Like (In Your Wardrobe)
  13. Eleventh Earl of Mar
  14. Supper's Ready
  15. Dance On a Volcano
  16. Drum Duet (სიმღერის Dance On a Volcano ინსტრუმენტული ვერსიის მაგივრად)
  17. Los Endos

ბისზე:

  1. The Lamb Lies Down on Broadway
  2. The Musical Box (უკანასკნელი ნაწილი)
  3. The Knife (ერლს კორტის კონცერტები)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]