The Silent Sun

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„The Silent Sun“
The Silent Sun გარეკანი
სინგლი, შემსრულებელი - ჯენესისი
ალბომიდან From Genesis to Revelation
გამოსვლის თარიღი 22 თებერვალი 1968 (1968-02-22)
ივლისი 2006 (2006-07) (განახლებული გამოცემა)
ჟანრი ფოლკ როკი
ხანგრძლივობა 2:13
ლეიბლი Decca Records (ბრიტანეთი)
London Records (აშშ)
პროდიუსერი ჯონათან კინგი
ჯენესისი - სინგლების ქრონოლოგია
The Silent Sun
(1968)
The Knife
(1971)

The Silent Sun — ჯგუფ ჯენესისის სიმღერა და პირველი სინგლი პირველი სტუდიური ალბომიდან From Genesis to Revelation. მისი ავტორები არიან ტონი ბენქსი და პიტერ გებრიელი. მათივე თქმით, ასეთი უბრალო სიმღერა სპეციალურად დაიწერა ჯგუფ ბი ჯიზის სტილში, რადგანაც პროდიუსერი ჯონატან კინგი თავად იყო ამ ტრიოს დიდი მოყვარული.[1]

The Silent Sun არის ფოლკ როკისა და პოპ-მუსიკის ნაზავი. მასში გამოიყენება ორკესტრი და ჟღერს საკმაოდ რომანტიკული ლირიკა, რაც მას მკვეთრად განასხვავებს შემდეგი ალბომების სიმღერებისგან. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ჯენესისის პირველი წარმატებული სინგლი, იგი არ არის შეტანილი ჯგუფის არც ერთ კრებულში.

სიმღერების სია[რედაქტირება]

  1. The Silent Sun
  2. That's Me

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Genesis: A History (1990).
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=The_Silent_Sun&oldid=2705202“-დან