Three Sides Live

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Three Sides Live
საკონცერტო ალბომი
გამოცემის თარიღი 1 ივნისი, 1982
ჩაიწერა შემოდგომა 1981
გამონაკლისი - Follow You Follow Me და One For The Vine: 1980, Fountain Of Salmacis: 1978 და It/Watcher of the Skies: 1976
ჟანრი პოპ-როკი
პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 1:32:42
ლეიბლი Charisma/Virgin (ბრიტანეთი)
Atlantic (აშშ)
პროდიუსერი ჯენესისი
ჯენესისი — ქრონოლოგია
3×3
(1982)
Three Sides Live
(1982)
Genesis
(1983)
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic3.5/5 stars[1]
Rolling Stone3/5 stars[2]

Three Sides Liveინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ ჯენესისის მესამე საკონცერტო ალბომი, რომელიც გამოვიდა 1982 წელს. აგრეთვე გამოსულია ამავე სახელწოდების ვიდეოფილმიც.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ ალბომის სახელწოდება აღებულია ორიგინალური ამერიკული გამოცემიდან, რომელშიც შეტანილია ჯგუფის ოთხი ფირფიტა, 1981 წლის, ალბომის Abacab მხარდასაჭერი საკონცერტო ტურნეს ჩანაწერებით. მეოთხე ფირფიტაზე ჩაწერილია სხვადასხვა სტუდიური სიმღერა - მათი ნაწილი გამოიცა ბრიტანულ დისკზე 3 X 3. მეოთხე დისკში აგრეთვე არის ალბომის Duke სტუდიური სესიების შედეგად ჩაწერილი რამდენიმე სიმღერა, რომელიც არ შეიტანეს ამ დისკში. „Paperlate“, რომელიც მოხვდა 3 X 3-ში, იქცა ბრიტანული პოპულარული სიმღერების რეიტინგის მონაწილედ და მცირე წარმატებით მოიარა აშშ-ის ჩარტებიც.

1994 წელს ალბომს ჩაუტარდა რემასტერინგი და იგი გამოიცა მსოფლიო მასშტაბით. დამატებითი ხუთი სტუდიური ჩანაწერი ასევე შესულია 2000 წლის კრებულში Genesis Archive 2: 1976–1992.

1982 წელს, გამოსვლისას, ალბომი მოხვდა #2 ადგილზე ბრიტანულ, ხოლო #10-ზე - აშშ რეიტინგებში.

ისევე, Seconds Out, ჯგუფის წინა საკონცერტო ალბომი, Three Sides Live ასახავს კიდევ ერთ მთავარ პერიოდს ჯგუფის განვითარებაში. როგორც საკონცერტო ჯგუფი, ჯენესისი ინსტრუმენტული შესრულების სიზუსტის პიკზეა, სიმღერები კი სტუდიური ვერსიების უფრო ენერგიული გადამუშავების სახით წარმოგვიდგება. კონცერტზე ყურადღება გამახვილებულია ალბომების Duke და Abacab სიმღერებზე. Duke-ის რამდენიმე სიმღერა სრულდება ერთად, როგორც ციკლი. მესამე „მხარე“ შეიცავს სიმღერებს, რომლებიც ასევე სრულდებოდა წინა ტურებზე - ასეთია „In the Cage“, რომელიც სრულდება უფრო ადრინდელი სიმღერების პოპურის ციკლში.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორები არიან: ტონი ბენქსი, ფილ კოლინზი, მაიკ რეზერფორდი, გარდა აღნიშნულისა.

მხარე 1
#სახელწოდებაჩაწერის თარიღი და ადგილიხანგრძლივობა
1.„Turn It On Again“29 ნოემბერი 1981; ნასაუ კოლიზეუმი, ნიუ-იორკი5:16
2.„Dodo/Lurker“23 დეკემბერი 1981; ეროვნული საგამოფენო ცენტრი, ბირმინგემი7:19
3.„Abacab“23 დეკემბერი 1981; ეროვნული საგამოფენო ცენტრი, ბირმინგემი8:47
მხარე 2
#სახელწოდებაავტორ(ებ)იჩაწერის თარიღი და ადგილიხანგრძლივობა
1.„Behind the Lines“ 29 ნოემბერი 1981; ნასაუ კოლიზეუმი, ნიუ-იორკი5:26
2.„Duchess“ 29 ნოემბერი 1981; ნასაუ კოლიზეუმი, ნიუ-იორკი6:43
3.„Me & Sarah Jane“ბენქსი29 ნოემბერი 1981; ნასაუ კოლიზეუმი, ნიუ-იორკი5:59
4.„Follow You Follow Me“ 6 მაისი 1980; ლიცეუმის თეატრი, ლონდონი4:58
მხარე 3
#სახელწოდებაავტორ(ებ)იჩაწერის თარიღი და ადგილიხანგრძლივობა
1.„Misunderstanding“კოლინზი28 ნოემბერი 1981; სევოის თეატრი, ნიუ-იორკი4:06
2.„In the Cage
  • In the Cage
  • The Cinema Show
  • Riding the Scree
  • Raven“
ბენქსი, კოლინზი, პიტერ გებრიელი, სტივ ჰეკეტი, რეზერფორდი23 დეკემბერი 1981; ეროვნული საგამოფენო ცენტრი, ბირმინგემი11:53
3.„Afterglow“ბენქსი23 დეკემბერი 1981; ეროვნული საგამოფენო ცენტრი, ბირმინგემი5:14
მხარე 4
#სახელწოდებაავტორ(ებ)იჩაწერის თარიღი და ადგილიხანგრძლივობა
1.„One for the Vine“ბენქსი5 მაისი 1980; სამეფო თეატრი, ლონდონი11:04
2.„Fountain of Salmacis“ბენქსი, კოლინზი, გებრიელი, ჰეკეტი, რეზერფორდი1978; უცნობი ადგილი8:37
3.it./Watcher of the Skies“ბენქსი, კოლინზი, გებრიელი, ჰეკეტი, რეზერფორდი8 ივლისი 1976; აპოლო, გლაზგო7:03
  • 1994 წელს გამოვიდა ალბომის რემასტერი ბრიტანულ გამოცემაში წარმოდგენილი საკონცერტო ჩანაწერებით.
  • სხვადასხვა გამოცემაში „One for the Vine“ არასწორად არის მითითებული ორი სხვადასხვა სიმღერის სახით. მეორეს შემთხვევაში არის მითითებული „The Fountain of Salmacis“, ხოლო „The Fountain of Salmacis“ და it./„Watcher of the Skies“ ცალკე მიჰყვება.
  • „The Fountain of Salmacis“ სხვადასხვა გამოცემაში მითითებულია, როგორც ჩაწერილი ჰიუსტონში, 1978 წლის 22 ოქტომბერს. თუმცა, სიმღერა ამ კონცერტზე არ დაუკრავთ,

ვიდეო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Three Sides Live
ვიდეო
გამოცემის თარიღი 1982
ჩაიწერა სევოის თეატრი, ნიუ-იორკი, 28 ნოემბერი 1981 და ნასაუ კოლიზეუმი, ლონგ აილენდი, 29 ნოემბერი 1981
ჟანრი როკი
პროგრესული როკი
ხანგრძლივობა დაახლოებით 2:11:00
ლეიბლი Charisma, Virgin, Atlantic

Three Sides Live აგრეთვე 1982 წელს გამოიცა საკონცერტო ფილმის სახით, რომელიც ასახავს ჯენესისის ამავე წლის საკონცერტო ტურნეს კონცერტს ლონგ აილენდის ნასაუ კოლიზეუმში. სიმღერები აღებულია ჯგუფის იმ დროისათვის უკანასკნელი ორი ალბომიდან Duke და Abacab. აგრეთვე სრულდება უფრო ადრინდელი სიმღერებიც, ნაწილი - პოპურის სახით.

ფილმში ასევე გამოყენებულია კულისებში და მოგზაურობისას გადაღებული კადრები. „Turn It On Again“ ამ ვიდეოდან აგრეთვე შეტანილია 1988 წლის კრებულში Genesis Videos Volume 2, ორიგინალური მუსიკალური ვიდეოს მაგივრად.

მოგვიანებით, 1991 წლის ოქტომბერში ფილმი გამოვიდა ვიდეოკასეტებზე. DVD-ზე იგი გამოვიდა The Movie Box-ის შემადგენლობაში. საბოლოოდ, 2014 წლის 4 ნოემბერს იგი გამოვიდა Blu-Ray-ზე და ცალკე DVD-ზე.[3]

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Behind the Lines
  2. Duchess
  3. Misunderstanding
  4. Dodo/Lurker
  5. Abacab
  6. No Reply At All
  7. Who Dunnit?
  8. In the Cage (Medley – Cinema Show – Slippermen)
  9. Afterglow
  10. Me and Sarah Jane (გადაღებულია სევოიში)
  11. Man On The Corner (გადაღებულია სევოიში)
  12. Turn It On Again
DVD/Blu-Ray - 5.1 აუდიო
  1. Behind the Lines
  2. Duchess
  3. Me & Sarah Jane
  4. Man on the Corner
  5. One for the Vine
  6. Fountain of Salmacis
  7. Follow You, Follow Me

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამატებითი მუსიკოსები

ტურნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკონცერტო ტურნეს Three Sides Live მსვლელობისას ძირითადად სრულდებოდა:

  1. Dance On a Volcano/Behind the Lines (პოპური)
  2. Follow You Follow Me*
  3. Dodo/Lurker*
  4. Abacab*
  5. Supper's Ready (სრული)
  6. Misunderstanding
  7. Man On The Corner*
  8. Who Dunnit?*
  9. In the Cage
  10. The Cinema Show (ფინალური სექცია)/Riding the Scree (ნაწყვეტი)/The Cinema Show/The Colony of Slippermen (c) The Raven
  11. Afterglow
  12. Turn It On Again
  13. Drum Duet
  14. Los Endos
ბისზე
  1. The Lamb Lies Down on Broadway/Watcher of the Skies (შესავალი და დაბოლოება)
  2. I Know What I Like (In Your Wardrobe)

Paperlate და „No Reply At All“ შესრულდა რამდენიმე ამერიკულ კონცერტზე. ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში ამ კომპოზიციას ჯგუფთან ერთად ასრულებდნენ Earth Wind and Fire-ის მესაყვირეები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Three Sides Live AllMusic-ზე
  2. Considine, J.D.. (5 August 1982) Genesis: Three Sides Live : Music Reviews. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 დეკემბერი 2007. ციტირების თარიღი: 8 June 2012.
  3. http://www.blu-ray.com/news/?id=14933