Foxtrot (ალბომი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Foxtrot
სტუდიური ალბომი - ჯენესისი
გამოცემის თარიღი 6 ოქტომბერი, 1972
ჩაწერის თარიღი აგვისტო, 1972
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 53: 21
ლეიბლი Charisma/Virgin (ბრიტანეთი)
Atlantic (აშშ)
პროდიუსერი ჯონ ბერნსი; ჯენესისი
ჯენესისი - ქრონოლოგია
Nursery Cryme
(1971)
Foxtrot
(1972)
Genesis Live
(1973)
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 5/5 stars[1]
BBC Music (ძალიან დადებითი)[2]
რობერტ კრისტგოუ (C)[3]

Foxtrot — ჯგუფ ჯენესისის მეოთხე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1972 წლის 6 ოქტომბერს.

ისტორია[რედაქტირება]

მიუხედავად იმისა, რომ აშშ რეიტინგებში ალბომი ვერ მოხვდა, ბრიტანეთმა დისკი დადებითად მიიღო.

ალბომის პირველი პიესა, „Watcher of the Skies“ დაფუძნებულია მწერალ არტურ კლარკის 1946 წლის ერთ-ერთ მოთხრობაზე. „Supper's Ready“ იქცა ჯგუფის ერთ-ერთ პიესად, რომელსაც კოლექტივი კონცერტებზე ყოველთვის ასრულებდა.

„Horizons“ არის სტივ ჰეკეტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი, რომელიც მის სოლო-კონცერტებზეც სრულდება.

იმ პერიოდში ბენქსის მელოტრონს ჰქონდა ფოქსტროტის ტიპის მზა მელოდია - ეს არის ალბომის სათაურის შერჩევის ერთ-ერთი მიზეზი. მის გარეკანზე გამოსახულია მელა ქალის კაბით, რომელიც ნახსენებია ეპიზოდში „Willow Farm“. იმავე პერიოდში გებრიელი გამოდიოდა სცენაზე ასეთი კოსტიუმით (წითელი კაბა მისი მეუღლის გარდერობიდან იყო).

გარეკანის უკანა მხარეზე ჩანს სასტუმრო - ეს მინიშნებაა იმ სასტუმროებზე, სადაც ჯგუფი ტურნეების დროს ჩერდებოდა.

სიმღერების სია[რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორი — ტონი ბენქსი, ფილ კოლინზი, პიტერ გებრიელი, სტივ ჰეკეტი და მაიკ რეზერფორდი

მხარე 1
# სახელწოდება ხანგრძლივობა
1. Watcher Of The Skies   7:23
2. Time Table   4:45
3. Get 'Em Out by Friday   8:36
4. Can-Utility and the Coastliners   5:44
მხარე 2
# სახელწოდება ხანგრძლივობა
5. Horizons (კომპაქტ დისკზე არასწორედ არის მითითებული, როგორც Horizon's) 1:41
6. Supper's Ready
  • I. Lover's Leap
  • II. The Guaranteed Eternal Sanctuary Man
  • III. Ikhnaton and Itsacon and Their Band of Merry Men
  • IV. How Dare I Be So Beautiful?
  • V. Willow Farm
  • VI. Apocalypse in 9/8
  • VII. As Sure As Eggs Is Eggs (Aching Men's Feet)  
22:58

პერსონალი[რედაქტირება]

ტურნე[რედაქტირება]

ჯენესისის მიერ 1972/73 წლებში ჩატარდა საკონცერტო ტურნე. მისი მსვლელობისას სრულდებოდა შემდეგი სიმღერები:

  1. Watcher Of The Skies
  2. Can-Utility and the Coastliners (მხოლოდ ტურის პირველ ეტაპზე)
  3. Happy the Man
  4. Fountain Of Salmacis
  5. Get'em Out by Friday
  6. Twilight Alehouse
  7. Musical Box
  8. The Return Of The Giant Hogweed
  9. Supper's Ready
  10. The Knife
  11. Harrold the Barrel

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Erlewine, Stephen Thomas. (2011 [last update])Foxtrot – Genesis | AllMusic. allmusic.com. წაკითხვის თარიღი: 25 July 2011.
  2. Jones, C.. (2011 [last update])BBC – Music – Review of Genesis – Foxtrot. BBC. წაკითხვის თარიღი: 25 July 2011.
  3. Christgau, R.. (2011 [last update])Robert Christgau: CG: Genesis. robertchristgau.com. წაკითხვის თარიღი: 25 July 2011.