Home by the Sea

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„Home by the Sea“
Home by the Sea გარეკანი
სინგლი, შემსრულებელი - ჯენესისი
ალბომიდან Genesis
B-მხარე Second Home By The Sea / Illegal Alien
გამოსვლის თარიღი 3 ოქტომბერი, 1983
ჩაიწერა თებერვალი-აგვისტო 1983
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 11:14 (ნაწილების მიხედვით - 5:08 და 6:06)
ლეიბლი Atlantic, Virgin, Vertigo
სიმღერის ავტორი ტონი ბენქსი, ფილ კოლინზი, მაიკ რეზერფორდი
პროდიუსერი ჰიუ პეჯჰემი, ჯენესისი
ჯენესისი - სინგლების ქრონოლოგია
That's All
1983
Home by the Sea
1983
Illegal Alien
1984

Home by the Sea — ჯგუფ ჯენესისის ორი ნაწილისგან შემდგარი სიმღერა. იგი შეტანილია ალბომში Genesis, რომელიც გამოვიდა 1983 წელს. სიმღერა არის ქურდზე, რომელიც იპარება სახლში, მაგრამ აღმოაჩენს რომ სახლი სავსეა მოჩვენებებით.[1] ფილმის The Way We Walk – Live in Concert დამატებით ინტერვიუში ტონი ბენქსი ამბობს: „ქურდი იპარება სახლში, მაგრამ მოჩვენებები იჭერენ მას და მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე აიძულებენ, ისმინოს მათი ისტორიები“.

კომპოზიცია დაიწერა ჯგუფის ისტორიის იმ პერიოდში, როდესაც მას უკვე თითქმის დავიწყებული ჰქონდა პროგრესული როკი და გადადიოდა მსუბუქ მუსიკაზე. მიუხედავად ამისა, კომპოზიცია სტილისტურად ახლოს არის პროგრესული როკის კომპოზიციებთან - იგი ორნაწილიანია და მეორე ნაწილი, Second Home by the Sea შედგება იმპროვიზაციისაგან. სიმღერა სრულდებოდა ჯგუფის ყველა საკონცერტო ტურნეზე და შეტანილია ყველა ვიდეოფილმში კონცერტების ჩანაწერებით.

რამდენიმე ქვეყანაში გამოიცა ამ სიმღერის სინგლი და ნაჩვენები იყო მუსიკალური ვიდეო, რომელშიც ჯგუფი ასრულებდა კომპოზიციას (თუმცა კლიპში ჟღერს სტუდიური ვარიანტი).

ერთ-ერთ ინტერვიუში ფილ კოლინზი თავად ადასტურებს, რომ სიმღერა კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ იწერებოდა სიმღერები ხოლმე, ერთად მუშაობის გარეშე. თავდაპირველად გამოყენებული იყო ელექტრონული დრამ-მანქანა,[2] სტუდიაში ემატებოდა კლავიშები, ვოკალი ან გიტარა, საბოლოოდ კი სიმღერა დასრულებული იყო.

კოლინზმა აგრეთვე შეასრულა ამ სიმღერის აკუსტიკური ვერსია - ეს მოხდა გადაცემაში VH1 Storytellers, 1998 წელს.

სიმღერების სია[რედაქტირება]

  1. Home By The Sea
  2. Second Home By The Sea
  3. Illegal Alien

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

  • Home by the Sea საიტზე Discogs

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Tony Banks interview, The Way We Walk – Live in Concert DVD (2001)
  2. Interview with Phil Collins (from Hitmen, 1986 Part Two. Retrieved 2007-12-15.)
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Home_by_the_Sea&oldid=2704577“-დან