Invisible Touch

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Invisible touch
სტუდიური ალბომი - ჯენესისი
გამოცემის თარიღი 9 ივნისი, 1986
ჩაწერის თარიღი ოქტომბერი 1985მარტი 1986, სტუდია The Farm, სურეი
ჟანრი პოპ-როკი
ხანგრძლივობა 45:42
ლეიბლი Virgin (ბრიტანეთი) - GEN 2
Atlantic (აშშ)
პროდიუსერი ჯენესისი, ჰიუ პეჯჰემი
ჯენესისი - ქრონოლოგია
Genesis
(1983)
Invisible Touch
(1986)
We Can't Dance
(1991)
სინგლები ალბომიდან Invisible Touch
  1. Invisible Touch
    გამოვიდა: 19 მაისი 1986
  2. Throwing It All Away
    გამოვიდა: 8 აგვისტო 1986
  3. Land of Confusion
    გამოვიდა: ოქტომბერი 1986 (1986-10) აშშ
    ნოემბერი 10, 1986 (1986-11-10) ბრიტანეთი
  4. In Too Deep
    გამოვიდა: 23 აგვისტო, 1986 (ბრიტანეთი)
    18 იანვარი, 1987 (აშშ)
  5. Tonight, Tonight, Tonight
    გამოვიდა: 23 მარტი, 1987
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 3/5 stars[1]
Chicago Tribune (არასასურველი)[2]
Kerrang! 4.5/5 stars[3]
Los Angeles Times (არასასურველი)[4]
რობერტ კრისტგოუ C+[5]
Rolling Stone (სასურველი)[6]
The Rolling Stone Album Guide 4/5 stars[7]

Invisible Touch — ჯგუფ ჯენესისის ალბომი, რომელიც გამოვიდა 1986 წელს. მან მიიღო დადებითი მიმოხილვები პრესაში, ხოლო სასათაურო სინგლმა შეაღწია აშშ-ს 5 საუკეთესო სინგლის სიაში.

ისტორია[რედაქტირება]

ტექსტების მხრივ ალბომი ეხება სოციალურ და პოლიტიკურ სიტუაციას. „Domino“ მსმენელს მოუთხრობს ღამის კოშმარზე, სადაც ბირთვული ომის შემდგომ ქვეყანაზეა საუბარი, ხოლო „Land of Confusion“, თავისი მუსიკალური ვიდეოს თანხლებით, სატირულ ფერებში განიხილავს რონალდ რეიგანის, მარგარეტ ტეტჩერის, მიხეილ გორბაჩოვის ეპოქას.

ალბომისთვის დაიწერა რამდენიმე სიმღერა, რომელიც მასში არ იქნა შეტანილი. თუმცა, ყველა გამოვიდა სინგლების B-მხარეებზე. ესენია: „Feeding the Fire“ (სინგლი „Land of Confusion“), „I'd Rather Be You“ (სინგლი „Throwing It All Away“) და „Do the Neurotic“ (სინგლი „In Too Deep“). ინტერვიუებში ტონი და ფილი ახსენებდნენ, რომ მათ სინამდვილეში სურდათ სტუდიურ ალბომში ამ სიმღერების შეტანაც, მაგრამ ალბომის მთლიან სქემას ისინი ნაკლებად ერგებოდნენ.

ჩაწერის დროს ბევრი სიმღერა იმპროვიზაციის სახით იბადებოდა, შემდეგ კი დამოუკიდებელ ნომრად იქცეოდა. ასეთი იყო „Invisible Touch“, რომელსაც ბენქსი თავდაპირველად განიხილავდა, როგორც პიესის „Domino“ ნაწილს.

დისკში შეტანილ ექვს სიმღერაზე გადაღებული მუსიკალური ვიდეოები 1987 წელს გამოიცა დოკუმენტურ ფილმთან ერთად, ვიდეოკრებულზე Visible Touch. მოგვიანებით ყველა შეტანილი იქნა კრებულში The Video Show.

Invisible Touch ჯგუფის კომერციულად ყველაზე წარმატებული დისკია.

სიმღერების სია[რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორები არიან ტონი ბენქსი, ფილ კოლინზი, მაიკ რეზერფორდი.

მხარე 1
  1. Invisible Touch (ტექსტი: ფილ კოლინზი) - 3:27
  2. Tonight, Tonight, Tonight (ტექსტი: ფილ კოლინზი) - 8:50
  3. Land of Confusion (ტექსტი: მაიკ რეზერფორდი) - 4:45
  4. In Too Deep (ტექსტი: ფილ კოლინზი) - 4:58
მხარე 2
  1. Anything She Does (ტექსტი: ტონი ბენქსი) - 4:07
  2. Domino - 10:42
    1. Part one - In The Glow Of The Night (ტექსტი: ტონი ბენქსი)
    2. Part two - The Last Domino (ტექსტი: ტონი ბენქსი)
  3. Throwing It All Away (ტექსტი: მაიკ რეზერფორდი) - 3:49
  4. The Brazilian (ინსტრუმენტული) - 4:49

სინგლების B-გვერდები[რედაქტირება]

  • I'd Rather Be You (4:04, კოლინზი) - შეტანილია სინგლში „Throwing It All Away“
  • Do The Neurotic (7:08, ბენქსი) - შეტანილია სინგლში „In Too Deep“
  • Feeding The Fire (5:53, ბენქსი) - შეტანილია სინგლში „Land of Confusion“

სიმღერების სამუშაო სათაურები[რედაქტირება]

  • Monkey Zulu (Tonight, Tonight, Tonight)
  • Snake (Anything She Does)
  • Hawkwind (Domino)
  • Zephyr (Throwing It All Away)
  • Savage (The Brazilian)

პერსონალი[რედაქტირება]

ტურნე[რედაქტირება]

ალბომის შემდგომი ტურნეს მსვლელობისას სრულდებოდა შემდეგი სიმღერები:

  1. Mama
  2. Abacab
  3. Domino
  4. That's All
  5. Brazilian
  6. In the Cage/..Unqiet Slumbers.../...In that Quiet Earth/Afterglow
  7. Land of Confusion
  8. Tonight, Tonight, Tonight
  9. Throwing it all Away
  10. Home by the Sea/2nd Home by the Sea
  11. Invisible Touch
  12. დუეტი დასარტყმელ საკრავებზე/Los Endos
  13. Turn It On Again (გარდა ამისა, სრულდებოდა სხვადასხვა ცნობილი სიმღერა)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Erlewine, Stephen Thomas. Invisible Touch – Genesis. Allmusic. Rovi Corporation. წაკითხვის თარიღი: 27 June 2011.
  2. Brogan, Daniel. “Genesis` `Invisible Touch` Low On Inventiveness, Power“, chicagotribune.com, Chicago Tribune, 1986-06-27. წაკითხვის თარიღი: 2012-02-22. 
  3. (26 June 1986) "Genesis 'Invisible Touch'", Kerrang!. London, UK: United Magazines ltd., გვ. 14–15. 
  4. Hochman, Steve. (1986-06-29)Summer Album Roundup : Gtr And Genesis Lack The Touch. articles.latimes.com. Los Angeles Times. წაკითხვის თარიღი: 2011-09-18.
  5. Consumer Guide Album: Genesis: Invisible Touch. Robert Christgau. წაკითხვის თარიღი: 2012-03-02.
  6. Considine, J.D.. (1986-08-14)Genesis: Invisible Touch : Music Reviews. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან 2007-12-01-ში. წაკითხვის თარიღი: 2012-06-08.
  7. (2004) The new Rolling Stone album guide. New York: Simon & Schuster, გვ. 327-328. ISBN 978-0-7432-0169-8. 
წინამორბედი:
A Kind of Magic - Queen
ბრიტანული #1 ალბომები
21 ივნისი 1986 – 11 ივლისი 1986
შემდეგი:
True Blue - მადონა
წინამორბედი:
So - პიტერ გებრიელი
კანადური RPM-ის 100 #1 ალბომი
26 ივლისი – 2 აგვისტო 1986
შემდეგი:
True Blue - მადონა
წინამორბედი:
True Stories - Talking Heads
ახალი ზელანდიის ჩარტების #1 ალბომი
9 ნოემბერი 1986
შემდეგი:
True Stories - Talking Heads
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Invisible_Touch&oldid=2702035“-დან