Keep It Dark

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„Keep It Dark“
Keep It Dark ყდა
სინგლი, შემსრულებელი - ჯენესისი
ალბომიდან Abacab
გამოსვლის თარიღი 1981
ჟანრი პოპ-როკი
პროდიუსერი ჯენესისი
ჯენესისი - სინგლების ქრონოლოგია
Abacab
(1981)
Keep It Dark
(1981)
No Reply At All
(1981)

Keep It Dark“ — ჯგუფ ჯენესისის სინგლი ალბომიდან Abacab. სინგლის მეორე მხარეს ჩაწერილი იყო Naminanu (იშვიათი სიმღერა, რომელიც არ არის შეტანილი ჯგუფის არც ერთ სტუდიურ ალბომში და Abacab-ის უფრო ვრცელი მიქსი.

მუსიკალური ვიდეო ამ სიმღერისათვის გადაღებული იყო სპონტანურად. ჯგუფის სამივე წევრი ერთად დადის ქუჩაში, დამტვრეული გიტარით, ორი დასარტყამი ჯოხით და მინი-ფორტეპიანოთი.

სიმღერების სია[რედაქტირება]

  1. Keep It Dark - 4:33
  2. Naminanu - 3:51
  3. Abacab - 7:02

სხვა ვერსიები[რედაქტირება]

  • ჯგუფმა World Trade ჩაწერა სიმღერის ქავერ-ვერსია, რომელიც შეტანილი იქნა 1996 წლის ალბომში Supper's Ready (ჯენესისის სხვა სიმღერების ქავერ-ვერსიებით)
  • 2007 წელს სიმღერა ჩაწერა საიმონ კოლინზმა, ფილ კოლინზის შვილმა. ეს ჩანაწერი მიეძღვნა ჯგუფის 40 წლის იუბილეს. სიმღერა იწყება კომპოზიციის Silent Sorrow in Empty Boats სეგმენტით.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

  • Keep It Dark საიტზე Discogs

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Simon Collins' Version of his Father's Song Youtube.com. Retrieved 5 August 2011.
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Keep_It_Dark&oldid=2642139“-დან