No Son of Mine

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„No Son of Mine“
No Son of Mine გარეკანი
სინგლი, შემსრულებელი - ჯენესისი
ალბომიდან We Can't Dance
გამოსვლის თარიღი 31 ოქტომბერი, 1991
ფორმატი კომპაქტ დისკი
ჟანრი პოპ-როკი
ხანგრძლივობა 5: 46 (რადიო ვერსია)
6: 39 (ალბომის ვერსი)
ლეიბლი Atlantic
Virgin
პროდიუსერი ჯენესისი
ჯენესისი - სინგლების ქრონოლოგია
Throwing It All Away
(1987)
No Son of Mine
(1991)
I Can't Dance
(1991)

No Son of Mine — ჯგუფ ჯენესისის სინგლი 1991 წლის ალბომიდან We Can't Dance.

სიმღერაში საუბარია ბიჭუნაზე, რომელიც გარბის სახლიდან, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ ბრუნდება შინ და მოსდის დიდი კამათი მამასთან.

სიმღერა აღსანიშნავია სპეციფიკური ხმით, რომელიც ჟღერს შესავალში და მეორე სტროფის დროს. ჯგუფი მას თავად უწოდებდა სპილოს ხმას. ტონიმ ეს ხმა მიიღო მაიკ რეზერფორდის გიტარის ხმის სინთეზატორზე ჩაწერითა და მათი დაბალ რეგისტრში დაკვრით.

რადიო ვერსია წყდება იქ, სადაც ჩვეულებრივ ვერსიაში ჟღერს ფინალური იმპრვიზაცია. სიმღერის მუსიკალურ ვიდეოში გამოყენებულია ალბომის ვერსია.

სინგლში შეტანილი იყო ალბომის „We Can't Dance“ კიდევ ერთი სიმღერა „Living Forever“.

სიმღერის მუსიკალურ ვიდეოში მოთხრობილია იგივე ისტორია, რაც ტექსტში. ამასთან, ჯგუფის წევრები დგანან ოთახში, სადაც მიმდინარეობს მოვლენები, მაგრამ ყველაფერი ისე ჩანს, თითქოს სამი შეუმჩნევლად უკრავს და მღერის.

სიმღერების სია[რედაქტირება]

ბრიტანეთი / ევროპა [1]
  1. No Son Of Mine - 6:42
  2. Living Forever - 5:40
  3. Invisible Touch (ცოცხალი) - 5:00
აშშ [2]
  1. No Son Of Mine - 6:42
  2. Living Forever - 5:40

სქოლიო[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=No_Son_of_Mine&oldid=2704855“-დან