ემილი ბრონტე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ემილი ბრონტე
დაბ. თარიღი 30 ივლისი, 1818
დაბ. ადგილი თორნტონი, ინგლისი
გარდ. თარიღი 19 დეკემბერი, 1848 (30 წლის)
გარდ. ადგილი ჰაუორთი.
საქმიანობა მწერალი
ეროვნება ინგლისელი
ჟანრი პოეზია, რომანისტიკა
Magnum opus ქარიშხლიანი უღელტეხილი

ემილი ბრონტე (ინგლ. Emily Jane Brontë , დ. 30 ივლისი, 1818, თორნტონი, იორკშირის საგრაფო — გ.19 დეკემბერი, 1848, ჰაუორთი) — ინგლისელი პოეტი, რომან „ქარიშხლიანი უღელტეხილის“ ავტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ემილი ბრონტე 1818 წლის 30 ივლისს მოევლინა ქვეყანას სოფელ თორნტონში, იორკშირის საგრაფოს აღმოსავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთ ინგლისში მარია ბრანუელისა და პატრიკ ბრონტეს ოჯახში. ექვსი დედმამიშვილიდან მეხუთე იყო. ორი უფროსი და მარია და ელიზაბეთი ბავშვობაშივე გარდაეცვალა. 1820 წელს ემილის უმცროსი დის, ენის, დაბადებიდან მოკლე ხანში ოჯახი რვა მილის მოშორებით, ჰაუორთში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც პატრიკი მუდმივ ვიკარად დაინიშნა. აქვე ეზიარნენ ბავშვები ლიტერატურის ხელოვნებას. 1821 წლის სექტემბერში დედის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც ემილი 3 წლის იყო, უფროსი დები მარია, ელიზაბეთი და შარლოტა პასტორ უილსონის ქალთა სკოლაში გაგზავნეს, სადაც გოგონებმა ის ძალადობა და სიდუხჭირე განიცადეს, რაც მოგვიანებით შარლოტამ თავის ჯეინ ეარში აღწერა.

ექვსი წლისა რომ შესრულდა, ემილიც დებს შეუერთდა, თუმცა მცირე ხნით. როდესააც სკოლას ტიფის ეპიდემია მოედო, მარია და ელიზაბეთი დაავადდნენ, მარიას სავარაუდოდ ტუბერკულოზიც ჰქონდა; ამიტომ ის შინ გაგზავნეს, სადაც აღესრულა კიდეც. მოგვიანებით, 1825 წლის ივნისში, ემილის შარლოტასა და ელიზაბეთთან ერთად სკოლის დატოვებამ მოუწიათ. შინ დაბრუნებიდან მოკლე ხანში ელიზაბეთი გარდაიცვალა.

ემილიმ და ენმა, ძმა ბრენდუელისა და უფროსი და შარლოტას მსგავსად, „ინგლისური ციკლის“ რომანტიკულ ნაწარმოებებს რომ ქმნიდნენ, საკუთარი წარმოსახვითი სამყარო, გონდალი შექმნეს, რომელიც მათი პოეტური შთაგონების წყაროდ იქცა.

ემილი 1848 წლის 19 დეკემბერს 30 წლის ასაკში გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გარდაიცვალა. მას ღრმად სწამდა, რომ სუსტი ჯანმრთელობა მათი ოჯახური პირობებით იყო გამოწვეული; სანიტარული ნორმების არარსებობამ და მკაცრმა კლიმატმა განაპირობა მისი დების დაავადმყოფება და ნაადრევი გარდაცვალებაც.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Emily Brontë, Charles Simpson
  • In the Footsteps of the Brontës, Ellis Chadwick
  • The Oxford Reader’s Companion to the Brontës, Christine Alexander & MargaretSmith