A Trick of the Tail

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
A Trick of the Tail
ალბომის A Trick of the Tail ყდა
A Trick of the Tail
გამოცემის თარიღი 20 თებერვალი, 1976
ჩაწერის თარიღი ოქტომბერი - ნოემბერი, 1975, სტუდია Trident
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 51:11
ლეიბლი Charisma/Virgin (ბრიტანეთი)
Atco (აშშ)
პროდიუსერი დევიდ ჰენჩელი; ჯენესისი
ქრონოლოგია: ჯენესისი
The Lamb Lies Down on Broadway
(1974)
A Trick of the Tail
(1976)
Wind & Wuthering
(1976)[1]


 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 4.5/5 stars[2]
Q 2/5 stars[3]
Uncut 3/5 stars[4]
Rolling Stone (შეფასების გარეშე)[5]

A Trick of the Tail — ჯგუფ ჯენესისის პირველი სტუდიური ალბომი პიტერ გებრიელის მონაწილეობის გარეშე, რომელიც გამოვიდა 1976 წლის 20 თებერვალს.

სექციების სია

გებრიელის შემდგომი ჯენესისი[რედაქტირება]

გებრიელის წასვლის შემდეგ, ჯგუფში დარჩნენ რეზერფორდი, ჰეკეტი, კოლინზი და ბენქსი. თავდაპირველად კოლინზს არ სურდა გებრიელის ადგილის დაკავება და ჯგუფმა დაიწყო ახალი ვოკალისტის ძიება, თუმცა საბოლოოდ ისევ კოლინზის კანდიდატურას დაუბრუნდა - მისი ხმა პრაქტიკულად გებრიელის იდენტური იყო. პირველი სიმღერა, რომელიც დისკისათვის დაიწერა, იყო Squonk - და სწორედ მისი მცირე წამღერებისას კოლინზი მიხვდა, რომ ჯერ-ჯერობით, მისი ვოკალიც საკმარისი იქნება.

ჩაწერა[რედაქტირება]

ალბომი ჩაიწერა ცნობილ სტუდიაში Trident, 1975 წლის ოქტომბერ - ნოემბერში. ეს აგრეთვე იყო პირველი ალბომი, რომელიც ჯგუფმა დევიდ ჰენჩელის პროდიუსერობით ჩაწერა. მათ იმუშავეს ჰენჩელთან კიდევ 4 წლის განმავლობაში.

მუსიკალური ვიდეოები[რედაქტირება]

ჯგუფმა გადაიღო ალბომის 3 სიმღერების პრომო-მუსიკალური რგოლები. პირველი იყო ალბომის სასათაურო სიმღერა, რომელშიც ჯგუფი უკრავს ფორტეპიანოსთან, კოლინზის მცირე ზომის ფიგურა კი დახტის მის კორპუსზე.

მეორე ვიდეო გადაიღეს სიმღერისათვის Ripples - იგი დაფუძნებულია ჯგუფის სტუდიურ ვიდეოჩანაწერზე.

მესამე ვიდეო რგოლში, Robbery, Assault and Battery, გადმოცემულია იგივე ისტორია, რომელზეც საუბარი ამავე სახელწოდების სიმღერაში - კოლინზი ბანკის მძარცველს თამაშობს, რომელიც ჰკლავს მოხუც ადამიანს (მისი როლი მაიკ რეზერფორდმა ითამაშა) და ხელში ჩაუვარდება პოლიციელებს (ბენქსი, ჰეკეტი, რეზერფორდი).

წარმატება[რედაქტირება]

A Trick of the Tail - მა მიაღწია #3 ადგილს ბრიტანულ და #31 ადგილს აშშ რეიტინგებში. აშშ-ში ალბომმა ოქროს სტატუსი მოიპოვა (1990 წლის მარტში). ტონი ბენქსის კომენტარის მიხედვით (შეტანილია ალბომის Platinum Collection ბუკლეტში), ალბომის გაყიდვებმა წინა დისკების გაყიდვის რეკორდები მოხსნეს. ფინანსურად ეს ჯგუფისათვის მომგებიანი იყო, რადგაც გებრიელის წასვლის შემდეგ, მას მხოლოდ $400,000 გააჩნდა.

სიმღერების სია[რედაქტირება]

მხარე 1
# სახელწოდება მუსიკის ავტორ(ებ)ი ხანგრძლივობა
1. Dance On A Volcano   ტონი ბენქსი/ფილ კოლინზი/სტივ ჰეკეტი/მაიკ რეზერფორდი 5:54
2. Entangled   ტონი ბენქსი/სტივ ჰეკეტი 6:27
3. Squonk   ტონი ბენქსი/მაიკ რეზერფორდი 6:27
4. Mad Man Moon   ტონი ბენქსი 7:34
მხარე 2
# სახელწოდება მუსიკის ავტორ(ებ)ი ხანგრძლივობა
1. Robbery, Assault And Battery   ტონი ბენქსი/ფილ კოლინზი 6:16
2. Ripples   ტონი ბენქსი/მაიკ რეზერფორდი 8:04
3. A Trick Of The Tail   ტონი ბენქსი 4:35
4. Los Endos   ტონი ბენქსი/ფილ კოლინზი/სტივ ჰეკეტი/მაიკ რეზერფორდი 5:47

შენიშვნა: Los Endos არის ალბომის ერთგვარი ეპილოგი, სადაც:

  • შესავალი აღებულია სიმღერიდან It's Yourself, ალბომის A Trick of the Tail პერიოდის კომპოზიციიდან, რომელიც გამოიცა სინგლის Your Own Special Way მეორე მხარეს.
  • მიჰყვება კომპოზიციების Dance on a Volcano და Squonk რეპრიზა
  • ფინალის დროს კოლინზი ხუმრობით მღერის There's an angel standing in the sun/Free to get back home - ეს არის სტრიქონი კომპოზიციიდან Supper's Ready.

სინგლების B გვერდები[რედაქტირება]

  • It's Yourself (კოლინზი/ჰეკეტი/რეზერფორდი/ბენქსი) - 6:16

ყდა[რედაქტირება]

ალბომის ყდა ერთ-ერთი საუკეთესოა ჯენესისის ალბომების ყდებიდან. მის წინა და შიდა მხარეს გამოსახულია ალბომის სიმღერების პერსონაჟები.

2007 წლის SACD/CD/DVD გამოცემა[რედაქტირება]

2007 წელს ალბომი გამოიცა ახალი ჟღერადობით, სერიაში Genesis 1976-1982. იგი წარმოდგენილია სტანდარტული აუდიო დისკის, SACD (სუპერ აუდიო დისკი) და DVD დისკის (ვიდეომასალა) სახით.

ბენდი[რედაქტირება]

ტურნე[რედაქტირება]

ჯგუფის 1976 წელს გამართული ტურნე იყო პირველი, რომელზეც ფილ კოლინზი წარსდგა როგორც წამყვანი ვოკალისტი. იმისათვის, რათა მას ჰქონოდა ვოკალზე ყურადღების გადატანის საშუალება, დამატებითი დრამერის სახით ბილ ბრუფორდი მოიწვიეს. ტურნეს დიდი წარმატება ჰქონდა. მისი ერთ-ერთი კონცერტი გადაღებულია და გამოსულია ფილმის Genesis: In Concert სახით. ეს ფილმი გამოსულია ალბომის A Trick of the Tail 2007 წლის გამოცემასთან ერთად.

სეტლისტი[რედაქტირება]

  • Dance on a Volcano
  • Lamb Stew Medley – The Lamb Lies Down on Broadway/Fly on a Windshield/The Carpet Crawlers
  • The Cinema Show
  • Robbery, Assault and Battery
  • White Mountain
  • Firth of Fifth
  • Entangled
  • Squonk
  • Supper's Ready
  • I Know What I Like (In Your Wardrobe)
  • Los Endos
ბისზე
  • It/Watcher of the Skies

სქოლიო[რედაქტირება]

  1. "Wind & Wuthering" Official Genesis Discography www.genesis-music.com. Retrieved on 21 August 2008.
  2. Erlewine, Stephen Thomas (2011 [last update]). A Trick of the Tail – Genesis | AllMusic. allmusic.com. წაკითხვის თარიღი: 25 July 2011.
  3. Andy Fyfe Q, May 2007, Issue 250.
  4. Mick Houghton Uncut, May 2007, Issue 120.
  5. Nicholson, Kris (20 May 1976). Genesis: Trick Of The Tail : Music Reviews : Rolling Stone. web.archive.org. წაკითხვის თარიღი: 25 July 2011.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]