Abacab

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Abacab
სტუდიური ალბომი - ჯენესისი
გამოცემის თარიღი 18 სექტემბერი, 1981
ჩაწერის თარიღი მაისი - ივნისი, 1981, The Farm, სურეი
ჟანრი პოპ-როკი
პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 47:10
ლეიბლი Charisma/Virgin (ბრიტანეთი)
Atlantic (აშშ)
პროდიუსერი ჯენესისი
ჯენესისი - ქრონოლოგია
Duke
(1980)
Abacab
(1981)
3X3
(1982)
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 4.5/5 stars[1]
Rolling Stone 3/5 stars[2]

Abacab — ჯგუფ ჯენესისის მეთერთმეტე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1981 წელს.

მიმოხილვა[რედაქტირება]

ჯენესისმა ამ ალბომით განაინაცვლა უფრო მსუბუქი მუსიკისკენ, რაც უკვე დაიწყო დისკში Duke. როგორც მოყვარულებმა, ასევე კრიტიკოსებმა არაერთგვაროვანი შეფასება მისცეს ჯგუფის ამ თამამ ექსპერიმენტს. მაგრამ თავად ჯგუფის წევრების თქმით, მიმდინარეობის შეცვლა იყო ბუნებრივი, რადგან აუცილებელი იყო საკუთარი თავის გადარჩენა, ცვალებად მუსიკალურ სცენაზე, რომელსაც იპყრობდა 80-იანების ჟღერადობა. შედეგად, „სასათაურო სიმღერა“, „No Reply At All“, „Keep It Dark“ და „Man On The Corner“ იქცნენ წარმატებულ სინგლებად. ალბომი მათი დახმარებით მოხვდა ბრიტანეთის პოპულარული დისკების ჩარტების #1 ადგილზე, გაიყიდა რამდენიმე მილიონი ასლის ოდენობით და იქცა ჯგუფის პირველ პლატინის დისკად აშშ-ში.

Abacab გამოირჩევა ფილ კოლინზის მიერ შემუშავებული დასარტყმელი საკრავების პარტიებით - ელექტრონულ ინსტრუმენტებზე, რამაც დისკს იმ დროისათვის თანამედროვე ჟღერადობა შესძინა. თუმცა, იგივე ეხება პიტერ გებრიელის იმდროინდელ ნაშრომებს, მით უმეტეს, რომ ყველას საერთოდ პროდიუსერი ჰიუ პეჯჰემი იყო.

გარდა ჯენესისისათვის დამახასიათებელი ტრადიციული ელემენტების გამოყენებისა, დისკში ინტეგრირებულია ახლებიც - ჯგუფის Earth, Wind & Fire სტილის საყვირების სექციები (რომლებიც ასევე ფილ კოლინზის ალბომებზე გამოჩნდა), ფანკის რითმები („Dodo/Lurker“) და სხვა.

წლების მანძილზე ჯენესისი გარე პროდიუსერების დახმარებას იყენებდა. იგივე შეიძლება ითქვას ამ დისკზეც, მაგრამ საგულისხმოა, რომ პროდიუსერების სახით ტრიოს წევრებმაც ჩაწერის პროცესში მნიშვნელოვანი წილი შეიტანეს.

ალბომის სახელწოდება აღებულია სასათაურო კომპოზიციიდან. გიტარისტ მაიკ რეზერფორდის თქმით, კომპოზიცია სამ ნაწილად იყოფა. შესაბამისად, სამივე იყო აღნიშნული a, b და c ასოებით. ჯგუფმა თავად დაალაგა ნაწილების თანმიმდევრობა და მიიღო ასეთი ქრონოლოგია - Accaabbaac.

მიუხედავად სტილისტური ცვლილებებისა, Abacab ითვლება ჯენესისის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოცემად, რომელმაც მსმენელი მოამზადა შემდგომი ექსპერიმენტებისათვის - Genesis და Invisible Touch. ჯგუფი მოექცა პანკის/ახალი ტალღის რევოლუციის გავლენის ქვეშ და ეს ყველაფერი გამოიტანა მინიმალისტური, ხალისიანი სიმღერების სახით, რომლებმაც ტრიო მოისროლეს ჩარტებში ისე, როგორც არასდროს.

ალბომისთვის დაიწერა კიდევ სამი სიმღერა - „Paperlate“, „You Might Recall“, და „Me & Virgil“. სამივე გამოიცა EP დისკზე 3 X 3, რომელიც ასევე მოხვდა ბრიტანული სინგლების ჩარტებში. სიმღერები ასევე შეიტანეს დისკზე Three Sides Live (1982).

კიდევ ორი სიმღერა, „Naminanu“ და „Submarine“ გამოიცა ალბომის სინგლების B-გვერდებზე, მაგრამ თავდაპირველად ისინი უნდა შეეტანათ სიმღერებთან „Dodo/Lurker“ ერთად, რადგან ეს ორი კონცეპტუალური პიესის ხასიათს ატარებს.

სიმღერების სია[რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორები არიან ტონი ბენქსი, ფილ კოლინზი, მაიკ რეზერფორდი, გარდა აღნიშნულისა.

მხარე 1
  1. Abacab – 7:02
  2. No Reply At All – 4:40
  3. Me And Sarah Jane (ტონი ბენქსი) – 6:00
  4. Keep It Dark – 4:32
მხარე 2
  1. Dodo/Lurker – 7:30
  2. Who Dunnit? – 3:23
  3. Man On The Corner (ფილ კოლინზი) – 4:27
  4. Like It Or Not (მაიკ რეზერფორდი) – 4:57
  5. Another Record – 4:29

სინგლების B-გვერდები[რედაქტირება]

  • Naminanu (3:54, ბენქსი, კოლინზი, რეზერფორდი) შეტანილია სინგლში Keep It Dark
  • Submarine (4:38, ბენქსი, კოლინზი, რეზერფორდი) შეტანილია სინგლში Man On The Corner
  • Paperlate (3:23), You Might Recall (5:31) და Me And Virgil (6:18, ყველა სიმღერის ავტორი - ბენქსი, კოლინზი, რეზერფორდი) შეტანილია სინგლში 3 X 3.

პერსონალი[რედაქტირება]

ტურნე[რედაქტირება]

ალბომის შემდგომი ტურნეს მსვლელობისას სრულდებოდა შემდეგი სიმღერები:

  1. Behind the Lines/Duchess
  2. The Lamb Lies Down On Broadway (ყოველთვის არ სრულდებოდა)
  3. Dodo/Lurker
  4. Abacab
  5. Carpet Crawlers
  6. Me and Sarah Jane
  7. Misunderstanding
  8. No Reply
  9. Firth of Fifth
  10. Man on the Corner
  11. Who Dunnit?
  12. In the Cage/Cinema Show/Slippermen/Afterglow
  13. Turn It On Again
  14. Dance on a Volcano/drum duet/Los Endos
  15. I Know What I Like
წინამორბედი:
Dead Ringer (მიტ ლოუფი)
ბრიტანული #1 ალბომები
26 სექტემბერი 1981 – 9 ოქტომბერი 1981
შემდეგი:
Ghost in the Machine (The Police)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Abacab Genesis Allmusic.com, Stephen Thomas Erlewine
  2. Fricke, David (26 November 1981). Abacab review, Rolling Stone.
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Abacab&oldid=2702032“-დან