From Genesis to Revelation

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
From Genesis to Revelation
ალბომის From Genesis to Revelation ყდა
From Genesis to Revelation
გამოცემის თარიღი მარტი, 1969
ჩაწერის თარიღი აგვისტო, 1968
ჟანრი არტ როკი
ხანგრძლივობა 43: 25
ლეიბლი Decca (ბრიტანეთი)
London (აშშ)
პროდიუსერი ჯონათან კინგი
ქრონოლოგია: ჯენესისი
From Genesis To Revelation
(1969)
Trespass
(1970)


 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 2/5 stars[1]
Sputnikmusic (2.0) (დაბალი)[2]

From Genesis to Revelation — ჯგუფ ჯენესისის პირველი სტუდიური ალბომი, რომელიც გამოიცა 1969 წლის მარტში.მისი პროდიუსერია ჯონათან კინგი, რომელიც დარჩა ჯგუფთან დღემდე.

ჩაწერა[რედაქტირება]

პირველ ეტაპზე ჯგუფში შედიოდნენ პიტერ გებრიელი, ტონი ბენქსი, მაიკ რეზერფორდი და ენტონი ფილიპსი. სესიური მუსიკოსის სახით კოლექტივში ჩნდებოდა სხვადასხვა მოწვეული პიროვნება, რომელიც უკრავდა დასარტყამ ინსტრუმენტებზე. თავდაპირველად ასეთი იყო კრის სტიუარტი - მისი მონაწილეობით ჩაიწერა ჯგუფის სინგლი The Silent Sun - რომელსაც კომერციული წარმატება არ ჰქონია. იგივე ბედი ხვდა წილად სამი თვის შემდეგ გამოცემულ სინგლს A Winter's Tale. ჯენესისში დასარტყამებზე დაახლოებით ამ პერიოდის შემდეგ უკრავდა ჯონ სილვერი.

წარუმატებლობის გამო, პროდიუსერმა ბიჭებს შესთავაზა, პირველი ალბომის სიმღერები ბიბლიის თემებზე აეგოთ. 1968 წლის აგვისტოში დაიწერა ამ კომპოზიციების ნაწილი. მოგვიანებით ყველაფერი პროფესიონალურად ჩაიწერა სტუდიაში, რასაც ორკესტრიც დაემატა. ჯონათან კინგის ინიციატივით, მოხდა სიმღერების გაერთიანება, ისე რომ მათ შორის პაუზა თითქმის არ იყო. დისკი ამრიგად კონცეფტუალურ სახეს ატარებდა.

From Genesis to Revelation-ის ჟღერადობა ახლოს არის ჯენესისის უფრო გვიანდელ შემოქმედებასთანაც. როდესაც იგი ჩაიწერა, წევრთა ასაკი მერყეობდა 16-დან 18 წლამდე. მიუხედავად ამისა, მათი უმეტესობა თავს უკვე პროფესიონალებად თვლიდა - დაძაბული სტუდიური გრაფიკისა და იმ შრომის გამო, რომელიც მათ ჩადეს ამ ფირფიტის ჩაწერაში. ამასთან, ჯგუფი წლების შემდეგ ასევე დადებით შეფასებას აძლევდა ნაშრომს. მაგალითად, ტონი ბენქსი თვლიდა, რომ In the Wilderness საუკეთესო სიმღერაა, მიუხედავად სიმებიანი ორკესტრისა.

სიმღერების სია[რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორები: ტონი ბენქსი, პიტერ გებრიელი, ენთონი ფილიპსი, მაიკ რეზერფორდი, გარდა მითითებულისა

მხარე 1[რედაქტირება]

  1. Where the Sour Turns to Sweet – 3:16
  2. In the Beginning – 3:47
  3. Fireside Song – 4:20
  4. The Serpent – 4:40
  5. Am I Very Wrong? – 3:33
  6. In the Wilderness – 3:33

მხარე 2[რედაქტირება]

  1. The Conqueror – 3:42
  2. In Hiding – 2:40
  3. One Day – 3:22
  4. Window – 3:35
  5. In Limbo – 3:32
  6. Silent Sun (გებრიელი/ბენქსი) – 2:15
  7. A Place to Call My Own – 2:00
1990 წლის გამოცემის დამატებითი დისკი
  1. A Winter's Tale - 3:31
  2. One-Eyed Hound - 2:31
    • პირველი და მეორე სიმღერის გამოცემა დაგეგმილიყო იყო სინგლი Silent Sun შემდეგ.
  3. That's Me - 2:38
    • სინგლიდანSilent Sun.
  4. Silent Sun (სინგლის ვერსია) - 2:12
  5. Image Blown Out - 2:11
  6. She is Beautiful - 3:46
  7. Try a Little Sadness - 3:18
  8. Patricia - 3:05
    • 5-8 კომპოზიციები ასევე შეტანილია კრებულში Genesis Archive 1967-75.
  9. ინტერვიუ 1 - 1:03
  10. ინტერვიუ 2 - 3:51
  11. ინტერვიუ 3 - 1:54
  12. ინტერვიუ 4 - 3:57
  13. ინტერვიუ 5 - 1:03
  14. ინტერვიუ 6 - 2:19
  15. ინტერვიუ 7 - 0:50
  16. ინტერვიუ 8 - 1:35
  17. ინტერვიუ 9 - 4:25
  18. ინტერვიუ 10 - 0:58
    • ინტერვიუ ჯონათან კინგთან

პერსონალი[რედაქტირება]

  • აგრეთვე სიმებიანი ორკესტრი.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Eder, Bruce. Allmusic review. Allmusic.com. წაკითხვის თარიღი: 11 August 2011.
  2. Sputnikmusic review. Sputnikmusic.com (16 December 2005). წაკითხვის თარიღი: 11 August 2011.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]