Genesis Live

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Genesis Live
ცოცხალი ალბომი - ჯენესისი
გამოცემის თარიღი 27 ივლისი, 1973
ჩაწერის თარიღი 24 – 25 თებერვალი 1973
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 46:44
ლეიბლი Charisma/Virgin (ბრიტანეთი)
Atlantic (აშშ)
პროდიუსერი ჯონ ბერნსი; ჯენესისი
ჯენესისი - ქრონოლოგია
Foxtrot
(1972)
Genesis Live
(1973)
Selling England by the Pound
(1973)
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 3.5/5 stars[1]
Rolling Stone (სასურველი)[2]
The Rolling Stone Album Guide 3/5 stars[3]

Genesis Live — ჯგუფ ჯენესისის პირველი ცოცხალი ალბომი, რომელიც გამოვიდა 1973 წლის 27 ივნისს.

ალბომი[რედაქტირება]

ალბომში შეტანილია დისკის Foxtrot შემდეგ ჩატარებული ტურის ჩანაწერები. ეს არის ჯენესისის პირველი ოფიციალური საკონცერტო ჩანაწერი.

სინამდვილეში, მუსიკოსებს ჯერ არ სურდათ ასეთი დისკის გამოშვება, მაგრამ გადაწყვეტილება მათმა ლეიბლმა, Charisma Records მიიღო. შემდეგი 25 წლის განმავლობაში Genesis Live რჩებოდა ერთადერთ ოფიციალურ საკონცერტო დისკად, რომელშიც შეტანილი იყო გებრიელის ლიდერობის პერიოდის ჩანაწერები.

სიმღერები ჩაწერილი იქნა დე მონტფორტის დარბაზში (ლესტერი), 1973 წლის 25 თებერვალს (მხოლოდ „Return of the Giant Hogweed“ ჩაიწერეს მანჩესტერში, წინა საღამოს).[4]

ალბომის გამოსვლამდე რადიოსადგურებს დაურიგდა მისი ადრეული ასლები, რომლებშიც შეტანილი იყო „Supper's Ready“. თუმცა, საბოლოო გამოცემაში იგი არ ჟღერს, მიუხედავად იმისა, რომ ნახსენები იყო გარეკანზე.

ამ ტურნეზე შესრულებული „Supper's Ready“ წლების განმავლობაში ოფიციალურად არ გამოცემულა, თუმცა იგი მაინც შეიტანეს 1998 წლის 4 დისკიან კრებულში Genesis Archive 1967-75. თუმცა, ეს არ არის ნამდვილი ჩანაწერი - ფირის ხარისხის გამო, გებრიელმა ახლებურად ჩაწერა ვოკალური პარტიები.

დისკი მიუძღვნეს რიჩარდ მაკფეილს, რომელმაც ჯგუფის მენეჯმენტში მუშაობდა და ჩამოშორდა ამ საქმეს 1973 წლის აპრილში.

სიმღერების სია[რედაქტირება]

მხარე 1
  1. Watcher of the Skies – 8:34
  2. Get 'Em Out by Friday – 9:14
  3. The Return of the Giant Hogweed – 8:14
მხარე 2
  1. The Musical Box – 10:56
  2. The Knife (ბენქსი, გებრიელი, ფილიპსი, რეზერფორდი) – 9:47

პერსონალი[რედაქტირება]

გამოცემები[რედაქტირება]

ალბომის Genesis Live (Charisma Records) აშშ-ში დისტრიბუტორი იყო Buddah Records.

აშშ გამოცემები
  • Charisma CAS-1666 (1973): პირველი გამოცემა შეშლილი მექუდის ლოგოთი.
  • Charisma CAS-1666 (1973): მეორე გამოცემა ვარდისფერი გრაგნილის ლოგოთი.
  • Charisma CAS-1666 (1974): მესამე გამოცემა შეშლილი მექუდის ლოგოთი.
  • Atlantic 81855-1 (1982): განახლებული გამოცემა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Eder, Bruce. Live – Genesis | AllMusic. allmusic.com. წაკითხვის თარიღი: 8 June 2012.
  2. Fletcher, Gordon (1 August 1974). Rolling Stone review
  3. (2004) The new Rolling Stone album guide. New York: Simon & Schuster, გვ. 327. ISBN 978-0-7432-0169-8. 
  4. http://www.caminorecords.com/product/genesis_live.html
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Genesis_Live&oldid=2697275“-დან