ზურაბ საკანდელიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზურაბ საკანდელიძე
პირადი ინფორმაცია
დაიბადა 9 აგვისტო, 1945
ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი
ეროვნება ქართველი
გარდაიცვალა 25 იანვარი, 2004 (58 წლის)
თბილისი, საქართველო
სიმაღლე 186 სმ
წონა 81 კგ
კარიერა
პროფესიონალური კარიერა 1963–1974
ლიგა სსრ კავშირის ჩემპიონატი
კარიერის ისტორია
1963–1974 დინამო თბილისი

ზურაბ ალექსანდრეს ძე საკანდელიძე (დ. 9 აგვისტო, 1945, ქუთაისი, საქართველოს სსრ — გ. 25 იანვარი, 2004, თბილისი, საქართველო) — ქართველი და საბჭოთა კალათბურთელი და კალათბურთის მწვრთნელი. იცავდა თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას.[1][2]

ქართველი კალათბურთელებიდან ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულს მხოლოდ ზურაბ საკანდელიძე და მიხეილ ქორქია ფლობენ. 1967 წელს, ჰელსინკიში (ფინეთი) გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ზურაბ საკანდელიძე საუკეთესო მცველად აღიარეს და ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს. 1979–1983 წლებში საკალათბურთო კლუბ თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი იყო.

ხსოვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006 წლიდან საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ყოველწლიურად ატარებს ოლიმპიური ჩემპიონების — ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას სახელობის ტურნირს.

2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა დავით ჭელიძის წიგნი „ზურაბ საკანდელიძე“. გამოიცა ზურაბ ჯავახაძის წიგნი „ოქროზე ძვირფასი ზურაბ საკანდელიძე — ოლიმპიური სინჯის ოქროს მედალოსანი“ და მოეწყო ფოტოგამოფენა.

2017 წელს გადაღებულ რუსულ მხატვრულ ფილმში „3 წამი“, რომელიც სსრ კავშირის ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მიერ მიუნხენის ოლიმპიადაზე გამარჯვებას ეძღვნება, ზურაბ საკანდელიძის როლი ირაკლი მიქავამ შეასრულა.[3][4]

თბილისში, ბაგებში მდებარე ერთ-ერთ ქუჩას ზურაბ საკანდელიძის სახელი მიენიჭა.

2015 წლის 14 ოქტომბერს ქუთაისის მერიისა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ერთობლივი ძალისხმევით ქუთაისის სპორტის მუზეუმში ზურაბ საკანდელიძის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა. საიუბილეო ღონისძიების დასასრულს ქუთაისის ოლიმპიურ სკვერში ზურაბ საკანდელიძის ბიუსტი გაიხსნა.[5][6]

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს სსრ–ის დროშა დინამო თბილისი
  • სსრ კავშირის ჩემპიონი: 1968
  • სსრ კავშირის ვიცე-ჩემპიონი: 1969
  • სსრ კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1965
  • სსრ კავშირის თასის მფლობელი: 1969

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოთა კავშირის დროშა სსრ კავშირი
  • მიუნხენის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი: 1972 [7]
  • მეხიკოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი: 1968
  • მსოფლიო ჩემპიონი: 1967
  • მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1970
  • ევროპის ოთხგზის ჩემპიონი: 1965, 1967, 1969, 1971
  • ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1973

ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 100 лет российского баскетбола: история, события, люди: справочник / Автор-составитель В. Б. Квасков. — М.: Советский спорт. — 274 с.: илл. ISBN 5-9718-0175-9
  • Саканделидзе Зураб Александрович // Олимпийская энциклопедия / Павлов С. П.. — М.: Советская энциклопедия, 1980. — 415 с.

პერიოდიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ზურაბ საკანდელიძე. mematiane.ge. ციტირების თარიღი: 28 იანვარი, 2022
  2. Zurab Sakandelidze. Sports-Reference.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-31. ციტირების თარიღი: 28 იანვარი, 2022
  3. «Движе́ние вверх» — российская спортивная драма 2017 года режиссёра Антона Мегердичева. Фильм создан по мотивам реальных событий и повествует о победе сборной СССР над сборной США в финальном матче мужского баскетбольного турнира XX летних Олимпийских игр в Мюнхене (ФРГ) в ночь с 9 на 10 сентября 1972 года.
  4. ფილმის „მოძრაობა მაღლა“ — თბილისური ჩვენება და ზურაბ საკანდელიძის როლის შემსრულებელი ირალი მიქავა. Zuka TMG. ციტირების თარიღი: 17 ივლისი, 2020.
  5. ქუთაისში ცნობილი კალათბურთელის, ზურაბ საკანდელიძის ბიუსტი დადგეს. Mega TV - ტელეკომპანია მეგა — YouTube. ციტირების თარიღი: 17 ივლისი, 2020.
  6. ქუთაისში ზურაბ საკანდელიძის ძეგლი დაიდგა. interpressnews.ge. ციტირების თარიღი: 17 ივლისი, 2020.
  7. 1972 год. Олимпийские игры. СССР 51–50 США Финал баскетбольного турнира. Последние минуты матча. Vitali Nedvedski — YouTube. ციტირების თარიღი: 17 ივლისი, 2020.
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 8.5 კარიერა ფრაზებში: ზურაბ საკანდელიძე. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. ციტირების თარიღი: 17 ივლისი, 2020.
  9. საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის გამოკითხვის ლაურეატები (1964–2010). საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-15. ციტირების თარიღი: 17 ივლისი, 2020.