გუსტავ მალერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მალერი, გუსტავ)
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „გუსტავ მალერი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. გუსტავ მალერი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.
გუსტავ მალერი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 7 ივლისი, 1860(1860-07-07)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] [19] [20]
დაბ. ადგილი კალიშტე, ბოჰემიის სამეფო, ავსტრიის იმპერია[19] [18]
გარდ. თარიღი 18 მაისი, 1911(1911-05-18)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [18] [19] [20] (50 წლის)
გარდ. ადგილი ვენა, ავსტრია-უნგრეთის იმპერია[21] [18] [20]
დასაფლავებულია გრინცინგენის სასაფლაო
ეროვნება ებრაელები[22]
ხელმოწერა
საიტი gustav-mahler.org
გუსტავ მალერი ვიკისაწყობში

გუსტავ მალერი (გერმ. Gustav Mahler [ˈmaːlɐ]; დ. 7 ივლისი, 1860, კალიშტე, ბოჰემია — გ. 18 მაისი, 1911, ვენა) — ავსტრო-ბოჰემიელი რომანტიკოსი კომპოზიტორი და თავისი თაობის ერთ-ერთი წამყვანი დირიჟორი. როგორც კომპოზიტორი, ერთმანეთთან აკავშირებს XIX საუკუნის ავსტრო-გერმანულ ტრადიციას და XX საუკუნის მუსიკალურ მოდერნიზმს. სიცოცხლის განმავლობაში მისი, როგორც დირიჟორის სტატუსი ეჭვგარეშე იყო, თუმცა, მისმა მუსიკამ აღიარება ხანგრძლივი უგულვებელყოფის შემდეგ მოიპოვა, რასაც თან დაერთო მისი აკრძალვა ევროპის დიდ ნაწილში ნაცისტური გერმანიის არსებობის პერიოდში. 1945 წლის შემდეგ მალერი მსმენელთა ახალმა თაობებმა აღმოაჩინეს, რის შემდეგაც იგი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად შესრულებული და ჩაწერილი კომპოზიტორი გახდა და ამ სტატუსს XXI საუკუნეშიც ინარჩუნებს. 2016 წელს „BBC-ს მუსიკალური ჟურნალის“ მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, რომელშიც 151 დირიჟორი მონაწილეობდა, ყველა დროის სიმფონიების ტოპ ათეულში მალერის სამი სიმფონია დასახელდა.[23]

მალერი ბოჰემიის სამეფოში (იმ დროს ავტრიის იმპერიის შემადგენლობაში), ებრაული წარმოშობის ღარიბ ოჯახში დაიბადა და მუსიკალური ნიჭი ადრეულ ასაკში გამოავლინა. 1878 წელს დაამთავრა ვენის კონსერვატორია, რის შემდეგაც სულ უფრო მნიშვნელოვან სადირიჟორო თანამდებობს იკავებდა, რაც 1897 წელს ვენის კარის ოპერის (Hofoper) დირექტორად მისი დანიშვნით დაგვირგვინდა. ვენაში ათწლიანი მოღვაწეობის დროს მალერი, რომელიც თანამდებობის მოსაპოვებლად კათოლიციზმზე მოინათლა, ანტისემიტური პრესის მხრიდან მუდმივ წინააღმდეგობასა და მტრულ დამოკიდებულებას აწყდებოდა. მიუხედავად ამისა, ინოვაციურმა მიდგომებმა და უმაღლესი სტანდარტებისადმი დაჟინებულმა სწრაფვამ უდიდესი საოპერო დირიჟორის რეპუტაცია მოუტანა, განსაკუთრებით, ვაგნერის, მოცარტის, ჩაიკოვსკის სასცენო ნამუშევრების ინტერპრეტაციაში. სიცოცხლის ბოლო წლებში მოკლე დროით ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ოპერის და ნიუ-იორკის ფილარმონიული ორკესტრის ხელმძღვანელიც იყო.

მალერის შემოქმედება რაოდენობრივად მწირია. მისი ცხოვრების უდიდესი ნაწილის განმავლობაში საკომპოზიტორო საქმიანობა მეორეხარისხოვანი იყო, რადგან მის ძირითად სამსახურს დირიჟორობა წარმოადგენდა. ადრეული ნაწარმოებების გარდა, როგორიცაა სტუდენტობის დროს შექმნილი საფორტეპიანო კვარტეტი, მალერის ნამუშევრები დიდი საორკესტრო შემადგენლობის, სიმფონიური გუნდებისა და საოპერო სოლისტებისთვისაა განსაზღვრული. ამ ნაწარმოებთა უმეტესობას თავდაპირველად წინააღმდეგობით შეხვდნენ და კრიტიკული და პოპულარული აღიარება მათ საკმაოდ გვიან მოიპოვეს. გამონაკლისია მისი მე-2, მე-3 და მე-8 სიმფონიები (ამ უკანასკნელის ტრიუმფალური პრემიერა 1910 წელს შედგა). მალერის უშუალო მუსიკალურ მემკვიდრეებად ვენის მეორე სკოლის წარმომადგენლები მიიჩნევიან, მათ შორის, არნოლდ შონბერგი, ალბან ბერგი და ანტონ ვებერნი. დიმიტრი შოსტაკოვიჩი და ბენჯამინ ბრიტენი, XX საუკუნის ორი უმნიშვნელოვანესი კომპოზიტორი იმ შემოქმედთა შორის იყვნენ, ვინც მალერს აღმერთებდა და მის გავლენას განიცდიდა. 1955 წელს, კომპოზიტორის ცხოვრებისა და მიღწევების პატივსაცემად დაფუძნდა გუსტავ მალერის საერთაშორისო ინსტიტუტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოჯახის წარმომავლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

View of a street of old buildings, the largest of which is a tall clock tower with an archway
იიჰლავა (გერმ. Iglau), ქალაქი, სადაც მალერი გაიზარდა

მალერის ოჯახი აღმოსავლეთ ბოჰემიიდან, მოკრძალებული წარმომავლობისა იყო — კომპოზიტორის ბებია ქუჩაში ვაჭრობდა.[24] ბოჰემია ამ პერიოდში ავსტრიის იმპერიის ნაწილი იყო. მალერების ოჯახი ბოჰემიელთა გერმანულენოვან უმცირესობას მიეკუთვნებოდა და ამავე დროს, ებრაელი იყო. მომავალ კომპოზიტორს ამ წარმომავლობამ მუდმივი განდეგილობის და უცხოობის შეგრძნება ჩამოუყალიბა („ყოველთვის შემოჭრილი, არსად მიღებული“).[25] ვაჭრის ვაჟი, ბერნჰარდ მალერი ჯერ მეეტლე, შემდეგ კი დუქნის მეპატრონე გახდა, რითიც წვრილი ბურჟუაზიის რანგში ასვლა შეძლო.[26] მან სოფელ კალიშტეში (პელჰრიმოვის რაიონი, გერმ. Kalischt) მოკრძალებული სახლი შეიძინა და 1857 წელს ადგილობრივი საპნის მწარმოებლის 19 წლის ქალიშვილზე, მარი ფრანკზე დაქორწინდა. მომდევნო წელს დაიბადა წყვილის 14 შვილთაგან პირველი, ვაჟი ისიდორი, რომელიც ჩვილობაში გარდაიცვალა. ორი წლის შემდეგ, 1860 წლის 7 ივლისს, დაიბადა მათი მეორე ვაჟი, გუსტავი.[27]

ბავშვობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1860 წლის დეკემბერში ბერნჰარდ მალერი ოჯახთან და ჩვილ ვაჟთან ერთად პატარა ქალაქ იიჰლავაში (იგლაუ) გადავიდა,[27] სადაც დისტილერია და ტავერნის წარმატებული ბიზნესი ააწყო.[28] ოჯახი სწრაფად იზრდებოდა, თუმცა, ქალაქში დაბადებული 12 ბავშვიდან ჩვილობის ასაკს მხოლოდ 6 გადაურჩა.[27] იგლაუ იმ დროს წარმატებული სავაჭრო ქალაქი იყო 20,000-მდე მაცხოვრებლით. გუსტავის პირველი შეხება მუსიკასთან ქუჩის სიმღერები, საცეკვაო მელოდიები, ხალხური სიმღერები და ადგილობრივი სამხედრო ორკესტრის საყვირების ხმა იყო.[29] ყველა ამ ელემენტს მის გვიანდელ მუსიკალურ ლექსიკონში ვხვდებით.[26]

ოთხი წლის ასაკში გუსტავმა ბებიის ფორტეპიანო აღმოაჩინა და მისით მაშინვე დაინტერესდა.[30] საშემსრულებლო უნარები მალევე დახვეწა იმდენად, რომ ადგილობრივი „ვუნდერკინდის“ სტატუსიც მოიპოვა და პირველი საჯარო გამოსვლაც იქვე, 10 წლის ასაკში ჰქონდა.[26][28] გუსტავს მუსიკა უყვარდა, თუმცა, მისი სკოლის ჩანაწერების მიხედვით დაბნეული მოსწავლე და არასაიმედო აკადემიური მოსწრებისა იყო.[30] 1871 წელს, ამის გამოსწორების იმედით, მამამ პრაღის ახალი ქალაქის გიმნაზიაში გაგზავნა, თუმცა, გუსტავი იქ თავს უბედურად გრძნობდა და იგლაუში მალევე დაბრუნდა.[28] 1875 წლის 13 აპრილს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ მისი უმცროსი ძმა, ერნსტი (დ. 1862 წლის 18 მარტს) გარდაიცვალა, რაც გუსტავისთვის მძიმე გადასატანი აღმოჩნდა. იგი გრძნობების მუსიკით გადმოცემას შეეცადა, რისთვისაც, მეგობრის, იოზეფ შტაინერის დახმარებით ოპერაზე დაიწყო მუშაობა, სახელად „შვაბიის ჰერცოგი ერნსტი“ (Herzog Ernst von Schwaben), რომელიც მის ძმას ეძღვნებოდა. ამ ნაწარმოების არც ლიბრეტო და არც მუსიკა შემორჩენილი არაა.[30]

სტუდენტობის წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბერნჰარდ მალერი მხარს უჭერდა შვილის ამბიციებს მუსიკალურ კარიერასთან დაკავშირებით და თანახმა იყო, გუსტავს ბედი ეცადა ვენის კონსერვატორიაში მოსახვედრად.[31] ახალგაზრდა მალერს მოსმენა განთქმულმა პიანისტმა, იულიუს ეპშტაინმა ჩაუტარა და იგი 1875–76 სასწავლო წლებისთვის კონსერვატორიაში ჩაირიცხა.[28] ეპშტაინთან კარგ პროგრესს მიაღწია და პირველი ორი სასწავლო წლის ბოლოს ჯილდოებიც მოიგო. ბოლო, 1877–78 სასწავლო წელს კომპოზიციასა და ჰარმონიაზე კონცენტრირდა. მისი პედაგოგები რობერტ ფუქსი და ფრანც კრენი იყვნენ.[32][33] მალერის სტუდენტობისდროინდელი კომპოზიციებიდან თითქმის არაფერია შემორჩენილი ― მათი უმეტესობა კომპოზიტორმა წერის პროცესში მიატოვა, რადგან მათით უკმაყოფილო იყო. მან გაანადგურა სიმფონიური ნაწარმოები, რომელიც სემესტრის დამაბოლოვებელი შეჯიბრისთვის იყო განსაზღვრული მას შემდეგ, რაც იგი კონსერვატორიის ავტოკრატმა დირექტორმა, იოზეფ ჰელმესბერგერმა გადაწერაში დაშვებული შეცდომების გამო დაიწუნა.[34] შესაძლოა, მალერს პირველი სადირიჟორო გამოცდილება კონსერვატორიის ორკესტრთან, რეპეტიციების და პერფორმანსების დროს მიეღო, თუმცა, როგორც ჩანს, მისი ძირითადი ფუნქცია ორკესტრში დასარტყამ ინსტრუმენტებზე შესრულებით შემოიფარგლებოდა.[35]

Man wearing a cloak and an outsized bow tie, facing to the right with a severe expression
სტუდენტობის დროს მალერი რიხარდ ვაგნერის გავლენას განიცდიდა, ხოლო მოგვიანებით, მისი ოპერების წამყვანი შემსრულებელი გახდა.

მალერთან ერთად კონსერვატორიაში სწავლობდა კომპოზიტორი ჰუგო ვოლფი, რომელიც მისი ახლო მეგობარიც გახდა. ვოლფი კონსერვატორიის მკაცრ დისციპლინას ვერ ეგუებოდა და გარიცხეს. მალერმა, რომელიც ზოგჯერ ისეთივე მეამბოხე იყო, მსგავსი ბედი ჰელმესბერგერისთვის საბოდიშო წერილის გაგზავნით აიცილა.[34] იგი ესწრებოდა ანტონ ბრუკნერის ლექციებსაც და მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად მისი მოსწავლე არასოდეს ყოფილა, მის გავლენას განიცდიდა. 1877 წლის 16 დეკემბერს დაესწრო ბრუკნერის მე-3 სიმფონიის კატასტროფულ პრემიერას, რომლის დროსაც კომპოზიტორს უყვიროდნენ, ხოლო აუდიტორიის დიდმა ნაწილმა დარბაზი დატოვა. მალერმა და ბრუკნერის მიმართ სიმპათიით განწყობილმა სხვა სტუდენტებმა, მოგვიანებით, სიმფონიის საფორტეპიანო ვერსია მოამზადეს და კომპოზიტორს წარუდგინეს.[35] მისი თაობის მუსიკოსების დიდი ნაწილის მსგავსად, მალერიც მოჯადოვებული იყო რიხარდ ვაგნერით, თუმცა, მისი ინტერესი მეტწილად მუსიკის ჟღერადობით შემოიფარგლებოდა და არა სასცენო ხელოვნებით. უცნობია, ნახა თუ არა მან ვაგნერის რომელიმე ოპერა სტუდენტობის დროს.[36]

მალერმა კონსერვატორის დიპლომი 1878 წელს მოიპოვა, თუმცა, ვერ მიიღო ვერცხლის მედალი, რომელიც განსაკუთრებული მიღწევისთვის გაიცემოდა.[37] მამის მოთხოვნით და სიმწიფის ატესტატის ურთულესი გამოცდის გავლის შემდეგ, ჩააბარა ვენის უნივერსიტეტში, სადაც გადიოდა კურსებს, რომელიც ლიტერატურითა და ფილოსოფიით მის მზარდ დაინტერესებას ასახავდა.[28] უნივერსიტეტი 1879 წელს დაამთავრა და თავს ფორტეპიანოს სწავლებით ირჩენდა, აგრძელებდა კომპოზიციას და 1880 წელს დაასრულა დრამატული კანტატა „გოდების სიმღერა“ (Das klagende Lied). მის ამ პირველ დიდი ზომის ნაწარმოებში ჩანს ვაგნერისა და ბრუკნერის გავლენები, თუმცა, გვხვდება ელემენტები, რომელსაც მუსიკოლოგი დერიკ კუკი „სუფთა მალერს“ უწოდებს.[38] მისი პრემიერა 1901 წლამდე არ მომხდარა, როდესაც ნაწარმოები რევიზიის შემდეგ, შემოკლებული ფორმით შესრულდა.[39]

მალერი დაინტერესდა გერმანული ფილოსოფიით და მეგობრის, ზიგფრიდ ლიპინერისგან გაიცნო არტურ შოპენჰაუერის, ფრიდრიხ ნიცშეს, გუსტავ ფეჰნერის და ჰერმან ლოტცეს ნამუშევრები. ამ მოაზროვნეთა გავლენა მალერზე სტუდენტობის შემდეგაც გაგრძელდა. მისი ბიოგრაფის, ჯონათან კარის მიხედვით, კომპოზიტორის თავი სავსე იყო „არა მხოლოდ ბოჰემიური ანსამბლების, საყვირების და მარშების ხმით, ბრუკნერის ქორალებითა და შუბერტის სონატებით, არამედ ფილოსოფიისა და მეტაფიზიკის იმ პრობლემებით, რომელთაც, უპირველეს ყოვლისა, ლიპინერთან ერთად განიხილავდა“.[40]

სადირიჟორო კარიერის დასაწყისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი თანამდებობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1880 წლის ივნისიდან აგვისტომდე მალერს პირველი პროფესიონალური სადირიჟორო თანამდებობა ეკავა პატარა საკურორტო ქალაქ ბად ჰალში, ლინცის სამხრეთით.[37] რეპერტუარი ექსკლუზიურად ოპერეტებისგან შედგებოდა. კარის სიტყვებით, ეს „საცოდავი პატარა სამსახური“ იყო, რომელსაც მალერი მხოლოდ იმიტომ დათანხმდა, რომ იულიუს ეპშტაინმა დაარწმუნა, რომ უკეთეს თანამდებობებს მალევე მიიღებდა.[40] 1881 წლის სექტემბრიდან აპრილამდე ლაიბახის (ახლანდელი ლიუბლიანა, სლოვენია) ლანდესთეატრში იყო დაკავებული. თეატრის მცირერიცხოვანი, მაგრამ კარგი დასი მზად იყო ამბიციური პროექტებისთვისაც. აქ იდირიჟორა მალერმა პირველი სრულმეტრაჟიანი ოპერა, კერძოდ, ვერდის „ტრუბადური“, ერთ-ერთი 10 ოპერიდან, რომელიც ლაიბახში მუშაობის დროს დადგა.[41] ამის შემდეგ მალერი ვენაში დაბრუნდა და ვენის კარლთეატრში გუნდის ხელმძღვანელად მუშაობდა.[42]

1883 წლის იანვრიდან მალერი მორავიის ქალაქ ოლმიუცის (ახლანდელი ოლომოუცი) სამეფო მუნიციპალური თეატრის დირიჟორი გახდა.[41] იგი მოგვიანებით წერდა: „როგორც კი ოლმიუცის თეატრის ზღურბლს გადავაბიჯე, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს წინ ღვთის რისხვა მელოდა.“[43] ორკესტრთან ცუდი ურთიერთობის მიუხედავად, მალერმა თეატრის რეპერტუარში ცხრა ახალი ოპერა შეიტანა, მათ შორის, ბიზეს „კარმენი“ და შეძლო სკეპტიკურად განწყობილი პრესის გულის მოგებაც.[43] 1883 წლის აგვიტოში, ერთკვირიანი გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ, ჰესენის ქალაქ კასელის სამეფო თეატრის „მუსიკალური და საგუნდო დირექტორი“ გახდა.[42] ამ თანამდებობის უკან იმალებოდა მალერის სუბორდინაცია თეატრის კაპელმაისტერის, ვილჰელმ ტრაიბერის მიმართ, რომელსაც კომპოზიტორი არ მოსწონდა (გრძნობა ორმხრივი იყო) და ცდილობდა, მისი ცხოვრება გაემწარებინა.[44] უსიამოვნო ატმოსფეროს მიუხედავად, მალერს კასელში წარმატებული მომენტებიც ჰქონდა. აქ მან იდირიჟორა თავისი საყვარელი ოპერის, ვებერის „თავისუფალი მსროლელის“[45] და 25 სხვა ოპერის პერფორმანსი. 1884 წლის 23 ივნისს იდირიჟორა თავისივე ინციდენტური მუსიკა იოზეფ ვიქტორ ფონ შეფელის პიესისთვის „ზეკინგენელი მესაყვირე“ (Der Trompeter von Säckingen), რაც მალერის ნაწარმოების პირველი პროფესიონალური საჯარო შესრულება იყო.[შ 1] მგზნებარე, მაგრამ წარუმატებელი სასიყვარულო ურთიერთობა სოპრანო იოჰანა რიხტერთან აღმოჩნდა შთაგონება სასიყვარულო ლექსებისათვის, რომლებიც, მოგვიანებით გამოიყენა ვოკალურ ციკლში „მგზავრის სიმღერები“ (Lieder eines fahrenden Gesellen).[44]

1884 წლის იანვარში კასელს გამორჩეული დირიჟორი, ჰანს ფონ ბიულოვი და მისი მაინინგენის კარის ორკესტრი ორი კონცერტით ეწვია. მალერმა, თეატრში სამსახურიდან გაქცევის იმედით, ბიულოვის მუდმივი ასისტენტის პოსტის მიღება სცადა, თუმცა, წარუმატებლად. მიუხედავად ამისა, უკეთესი სამსახურის ძებნის მცდელობები მომდევნო წელს კარგად დასრულდა და მან მიიღო ექვსწლიანი კონტრაქტი ლაიფციგის პრესტიჟულ ოპერასთან, რომელიც 1886 წლის აგვისტოში უნდა დაწყებულიყო. არ სურდა რა კასელში კიდევ ერთი წლის გატარება, მალერი 1885 წლის 22 ივნისს თანამდებობიდან გადადგა და პრაღის ახალი გერმანული თეატრის ახლადდანიშნული დირექტორის, ცნობილი ბარიტონის, ანჯელო ნოიმანისგან დროებითი დირიჟორის პოსტი მიიღო.[46]

პრაღა და ლაიფციგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Light-coloured two-storey stone building with an ornamental ledge below the roof. There are rows of five windows at ground level and the floor above, with a balcony at the middle upper window.
მალერის სახლი ლაიფციგში, სადაც პირველი სიმფონია დაწერა.

პრაღაში, ჩეხეთის ეროვნული მოძრაობის აღზევებასთან ერთად, გაიზარდა ჩეხური ნაციონალური თეატრის პოპულარობა და მნიშვნელობა, რამაც, თავის მხრივ, გერმანული თეატრის დაკნინება გამოიწვია. მალერის დავალებას ამ პროცესის შეჩერება წარმოადგენდა გერმანული ოპერის ხარისხიანი წარმოდგენების შეთავაზებით.[47] მისი მოცარტი და ვაგნერი, კომპოზიტორები, რომლებთანაც იგი მთელი შემდგომი კარიერის განმავლობაში ასოცირდებოდა, წარმატებული იყო,[45] თუმცა, მისი ინდივიდუალისტური და სულ უფრო ავტოკრატიული სადირიჟორო სტილი მალევე გახდა განხეთქილების მიზეზი მის შედარებით გამოცდილ კოლეგასთან, ლუდვიგ სლანსკისთან.[47] პრაღაში 12-თვიანი მოღვაწეობის პერიოდში 14 ოპერის 68 პერფორმანსი იდირიჟორა (აქედან 12 ოპერა მის რეპერტუარში ახალი იყო), ასევე, ცხოვრებაში პირველად, იდირიჟორა ბეთჰოვენის მე-9 სიმფონია. სეზონის ბოლოს, 1886 წლის ივლისში, მალერმა პრაღა დატოვა და ლაიფციგის „ახალ შტადტთეატრში“ დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობას შეუდგა. მისი თეატრში მისვლისთანავე დაიწყო ქიშპობა მალერსა და მის უფროს კოლეგას, არტურ ნიკიშს შორის. კონფლიქტი, მეტწილად, „ნიბელუნგის ბეჭდის“ ახალი დადგმისთვის სადირიჟორო მოვალეობების განაწილებას შეეხებოდა. ნიკიში 1887 წლის თებერვლიდან აპრილამდე ავადმყოფობდა, რაც ნიშნავდა, რომ მთლიანი ციკლის მომზადება და წარდგენა („ღმერთების დაისის“ გარდა) მალერს მოუხდა და ამას დიდი წარმატებითაც გაართვა თავი. თუმცა, ამან პოპულარობა ვერ მოუტანა ორკესტრანტებს შორის, რომელთაც სძულდათ მისი დიქტატორული მანერა და მძიმე სარეპეტიციო განრიგი.[47][48]

ლაიფციგში მალერი დაუმეგობრდა კაპიტან კარლ ფონ ვებერს (1849–1897), კომპოზიტორის შვილიშვილს. ისინი კარლ მარია ფონ ვებერის დაუმთავრებელი ოპერის, „სამი პინტოს“ (Die drei Pintos) დასრულებაზე, მომზადებასა და შესრულებაზე შეთანხმდნენ. მალერმა მოახდინა არსებული ესკიზების ტრანსკრიპცია და გაორკესტრება, გამოიყენა ვებერის სხვა ნაწარმოებებიდან აღებული მასალა და დაამატა საკუთარი მუსიკაც.[49] ოპერის პრემიერა, რომელიც 1888 წლის 20 იანვარს, ლაიფციგში შედგა, მნიშვნელოვანი მოვლენა იყო და მას გერმანიის არაერთი საოპერო თეატრის ხელმძღვანელი ესწრებოდა. (მესამე წარმოდგენას, 29 იანვარს, პეტრე ჩაიკოვსკიც დაესწრო).[47] ნაწარმოები კარგად მიიღეს. მისმა წარმატებამ მნიშვნელოვნად გაზარდა მალერის რეპუტაცია და ფინანსური სარგებელიც მოუტანა.[49] მალერის ურთიერთობას ვებერის ოჯახთან ართულებდა მისი სავარაუდო რომანტიკული გრძნობები კარლ ფონ ვებერის მეუღლის, მარიონ მატილდას (1857–1931) მიმართ. ჭორების თანახმად, (მაგალითად, ინგლისელი კომპოზიტორის, ეთელ სმითის მიხედვით) გრძნობა ძლიერი და ორმხრივი იყო, თუმცა, უშედეგო. 1888 წლის თებერვალსა და მარტში მალერმა დაიწყო და დაასრულა თავისი პირველი სიმფონია, იმ დროს 5 ნაწილიანი. დაახლოებით იმავე პერიოდში აღმოაჩინა გერმანული ხალხური სიმღერების კრებული „ბიჭუნას ჯადოსნური რქა“ (Des Knaben Wunderhorn), რომელიც მომდევნო 12 წლის განმავლობაში მისი საკომპოზიტორო საქმიანობის უმთავრესი შთაგონება გახდა.[47][შ 2]

1888 წლის 17 მაისს მალერმა მოულოდნელად დატოვა პოსტი ლაიფციგის ოპერაში თეატრის უფროს სასცენო მენეჯერთან, ალბერტ გოლდბერგთან განხეთქილების შემდეგ.[51] თუმცა, მალერს საიდუმლოდ ჰქონდა შეთავაზება მიღებული ანჯელო ნოიმანისგან პრაღაში „მისი“ „სამი პინტოს“, მოგვიანებით კი პეტერ კორნელიუსის „ბაღდადელი დალაქის“ დადგმის თაობაზე. პრაღაში მისი ყოფნა ხანმოკლე გამოდგა (ივლისი – სექტემბერი), რადგან რეპეტიციის დროს კონფლიქტის გამო დაითხოვეს. მიუხედავად ამისა, ძველი ვენელი მეგობრის, გუიდო ადლერის და ჩელისტის, დეივიდ პოპერის მეშვეობით, მალერის კანდიდატურა ბუდაპეშტში, უნგრეთის სამეფო ოპერის დირექტორის პოსტზე დასახელდა. გასაუბრებაზე მან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა და თანამდებობას ყოყმანით, მაგრამ მაინც დათანხმდა 1888 წლის 1 ოქტომბერს.[52]

დამწყები კომპოზიტორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Young dark-haired man wearing a loose necktie with a white shirt and a dark jacket
მალერი თავის პირველ სიმფონიაზე მუშაობის პერიოდში
სიმფონია №1, მე-2 ნაწილი (ნაწყვეტი)

მალერი სადირიჟორო კარიერის ადრეულ წლებში კომპოზიციას მხოლოდ თავისუფალ დროს უთმობდა. ლაიბახსა და ოლომოუცში მუშაობას შორის იგი მუშაობდა რიხარდ ლეანდერისა და ტირსო დე მოლინას ლექსებზე, რომელიც, მოგვიანებით „სიმღერებისა და არიების“ (Lieder und Gesänge) პირველ ტომად გამოიცა.[53] მალერის პირველი საორკესტრო ვოკალური ციკლი, „მგზავრის სიმღერები“ (Lieder eines fahrenden Gesellen), კასელში დაიწერა და მის საკუთარ ლექსებზე იყო დაფუძნებული, თუმცა, პირველი ლექსი, Wenn mein Schatz Hochzeit macht („როცა ჩემი სატრფო დაქორწინდება“), ძალიან ჰგავს „ჯადოსნური რქის“ ერთ-ერთ ლექსს.[50] მელოდიები ამ ციკლის მეორე და მეოთხე ლექსებიდან მალერის პირველ სიმფონიაშიცაა გამოყენებული, რომელიც მან 1888 წელს დაასრულა, მარიონ ფონ ვებერთან ინტენსიური ურთიერთობის პერიოდში. მალერის გრძნობათა სიმძაფრე მუსიკაშიც იგრძნობა. ნაწარმოები, თავდაპირველად, ხუთნაწილიან სიმფონიურ პოემად იყო ჩაფიქრებული, რომელსაც აღწერილობითი პროგრამაც უნდა ჰხლებოდა თან. ამ ნაწილთაგან ერთ-ერთი, კერძოდ, „Blumine“, რომელიც მოგვიანებით კომპოზიტორმა ამოიღო, დაფუძნებული იყო ერთ-ერთ პასაჟზე „ზეკინგენელი მესაყვირიდან“.[47][49] სიმფონიის დასრულების შემდეგ მალერმა დაწერა 20 წუთიანი სიმფონიური პოემა Totenfeier („დაკრძალვის რიტუალები“), რომელიც, მოგვიანებით, მე-2 სიმფონიის პირველი ნაწილი გახდა.[54]

არსებობს ფართოდ გავრცელებული სპეკულაციები მალერის ძველი, დაკარგული ან განადგურებული ნაწარმოებების შესახებ.[55] ჰოლანდიელი დირიჟორი ვილემ მენგელბერგი თვლიდა, რომ პირველი სიმფონია ზედმეტად დახვეწილი იყო იმისთვის, რომ კომპოზიტორის პირველ სიმფონიურ ნამუშევრად ჩაგვეთვალა და დარწმუნებლი იყო, რომ მას წინამორბედები უნდა ჰქონოდა. 1938 წელს მენგელბერგმა გაამჟღავნა ე.წ. „დრეზდენის არქივის“ არსებობა, ხელნაწერთა კოლექციისა, რომელიც დაქვრივებული მარიონ ფონ ვებერის საკუთრებაში იყო.[56] მალერის მკვლევარის, დონალდ მიტჩელის თანახმად, საფიქრებელია, რომ მალერის ადრეული სიმფონიური ნამუშევრების მნიშვნელოვანი მანუსკრიპტები მართლაც ინახებოდა დრეზდენში;[56] თუმცა, ეს არქივი, თუ იგი მართლაც არსებობდა, დრეზდენის დაბომბვის დროს (1945) უნდა განადგურებულიყო.[49]

ბუდაპეშტი და ჰამბურგი, 1888–97[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამეფო ოპერა, ბუდაპეშტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მალერი ბუდაპეშტში 1888 წლის ოქტომბერში ჩავიდა და მაშინვე აღმოჩნდა შუაგულში კონფლიქტისა, რომლის ერთ მხარესაც კონსერვატიული უნგრელი ნაციონალისტები იდგნენ მადიარიზაციის პოლიტიკით, მეორე მხარეს კი პროგრესივისტები, რომელთაც ქვეყნის ავსტრო-გერმანული კულტურული ტრადიციების შენარჩუნება და განვითარება სურდათ. ოპერაში დომინანტ კონსერვატიულ ფრთას, რომელსაც მუსიკალური დირექტორი, შანდორ ერკელი ხელმძღვანელობდა, საკმაოდ შეზღუდული რეპერტუარი ჰქონდა ჩამოყალიბებული, რომელიც, მეტწილად, ისტორიული და ფოლკლორული ოპერებისგან შედგებოდა. იმ დროისათვის, როცა მალერი თავისი მოვალეობის შესრულებას შეუდგა, პროგრესულ ბანაკს უკვე დაეწყო პოზიციების გაუმჯობესება, რისი საფუძველიც ლიბერალურად განწყობილი მმართველის (ინტენდანტის), ფერენც ფონ ბენიცკის დანიშვნა გამხდარიყო.[57] იცოდა რა ამ დელიკატური სიტუაციის შესახებ, მალერმა სიფრთხილე გამოიჩინა და პირველი საჯარო გამოჩენა 1889 წლის იანვრამდე გადადო, როცა ვაგნერის „რაინის ოქროს“ და „ვალკირიას“ უნგრულენოვანი წარმოდგენები იდირიჟორა, რასაც, პირველ ეტაპზე, პუბლიკის მხრიდან კარგი გამოხმაურება მოჰყვა.[58] „ბეჭდის“ ციკლის დარჩენილი ნაწილის და სხვა გერმანული ოპერების დადგმას ხელი ხელახლა აღზევებულმა კონსერვატიულმა ფრთამ შეუშალა, რომლებიც უფრო ტრადიციულ „უნგრულ“ პროგრამას ითხოვდნენ.[58] რეპერტუარის გასაფართოვებლად არაგერმანული ოპერების ძებნაში მალერი 1890 წლის გაზაფხულზე იტალიასაც ეწვია, სადაც, სხვა ნამუშევრებთან ერთად, პიეტრო მასკანის უკანასკნელ სენსაციას, „სოფლის პატიოსენაბასაც“ გადააწყდა (ბუდაპეშტში მისი პრემიერა 1890 წლის 26 დეკემბერს შედგა).[57]

1889 წლის 18 თებერვალს გარდაიცვალა ბერნჰარდ მალერი. შემდეგ, 27 სექტემბერს მალერის და, ლეოპოლდინი, ხოლო 11 ოქტომბერს, დედა.[57] 1889 წლის ოქტომბრიდან უმცროს და-ძმებზე (ალოისი, ოტო, იუსტინი და ემა) ზრუნვა მალერმა დაიწყო. ისინი ვენაში ნაქირავებ ბინაში დასახლდნენ. თავად მალერს ცუდი ჯანმრთელობა აწუხებდა, ჰემოროის და შაკიკის შეტევები, ასევე, ყელის ხშირი ანთება.[59] ოჯახური და ჯანმრთელობის პრობლემების შემდეგ მისი პირველი სიმფონიის პრემიერა ბუდაპეშტში, 1889 წლის 20 ნოემბერს, წარუმატებელი გამოდგა. ვრცელ საგაზეთო მიმოხილვაში კრიტიკოსი აუგუსტ ბეერი აღნიშნავს, რომ პირველი ნაწილებით გამოწვეული ენთუზიაზმი ბოლოსკენ „ხმამაღალ წინააღმდეგობაში“ გადაიზარდა.[60] მალერი განსაკუთრებით იმედგაცრუებული იყო ვენის კონსერვატორიის თანაკურსელის, ვიქტორ ფონ ჰერცფელდის კომენტარით, რომელმაც აღნიშნა, რომ მალერმა, ბევრი წინამორბედი დირიჟორის მსგავსად, დაამტკიცა, რომ კომპოზიტორი არ იყო.[57][61]

1891 წელს უნგრეთის გადახრა მემარჯვენე პოლიტიკისკენ ოპერაზეც აისახა, როცა 1 თებერვალს ბენიცკი ინტენდანტის თანამდებობაზე კონსერვატორმა არისტოკრატმა, გრაფმა გეზა ზიჩიმ შეცვალა, რომელსაც მალერზე შემოქმედებითი კონტროლის დამყარება სურდა.[57] თუმცა, მალერი, რომელსაც ეს წინასწარ ჰქონდა გათვლილი, ჯერ კიდევ 1890 წლის ზაფხულიდან მოყოლებული საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებდა ჰამბურგის სახელმწიფო თეატრის დირექტორთან, ბერნჰარდ პოლინისთან, 1891 წლის 15 იანვარს კი, ასევე საიდუმლოდ, კონტრაქტსაც მოაწერა ხელი. მალერმა ბუდაპეშტის თეატრის ხელმძღვანელობა „აიძულა“, სამსახურიდან გაეგდოთ, რასაც 1891 წლის მარტში მიაღწია და შედეგად, მათგან მოზრდილი ანაზღაურებაც მიიღო.[62] ერთ-ერთი ბოლო ტრიუმფი ბუდაპეშტში მოღვაწეობის დროს 1890 წლის 16 სექტემბერს დადგმული მოცარტის „დონ ჯოვანი“ იყო, რომლის გამოც იოჰანეს ბრამსის შექებაც დაიმსახურა. (ბრამსი წარმოდგენას 1890 წლის 16 დეკემბერს დაესწრო).[63] ბუდაპეშტში ყოფნის დროს მალერის საკომპოზიტორო საქმიანობა შეზღუდული იყო და მხოლოდ „ჯადოსნური რქის“ რამდენიმე სიმღერით (ისინი, მოგვიანებით, „სიმღერებისა და არიების“ მე-2 და მე-3 ტომში მოხვდნენ) და პირველი სიმფონიის შესწორებებით შემოიფარგლებოდა.[58]

ჰამბურგის სახელმწიფო თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

A small lakeside building showing a single window in a white wall below a sloping red roof
„კომპოზიციის ქოხი“ (გერმ. Komponierhäuschen) შტაინბახ-ამ-ატერზეეში, სადაც მალერი 1893 წლიდან ზაფხულობით მუშაობდა.

მალერს ჰამბურგში მთავარი დირიჟორის თანამდებობა ეჭირა, ემორჩილებოდა დირექტორს, ბერნჰარდ პოლს (იგივე პოლინი), რომელიც ზოგად შემოქმედებით კონტროლს ინარჩუნებდა. პოლინი მზად იყო, დირიჟორისთვის საკმაო თავისუფლება მიეცა, თუკი იგი ფინანსურ და არტისტულ წარმატებას მოუტანდა. მალერმა ეს თავის პირველივე სეზონში შეძლო, როცა უდიდესი წარმატებით დადგა ვაგნერის „ტრისტან და იზოლდა“, „ტანჰოიზერი“ და „ზიგფრიდი“.[64] კიდევ ერთი ტრიუმფი იყო ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინის“ გერმანული პრემიერა, რომელსაც ავტორიც ესწრებოდა. ჩაიკოვსკიმ მალერის დირიჟორობას „გამაოგნებელი“ უწოდა, მოგვიანებით კი, ერთ-ერთ წერილში დაადასტურა, რომ მალერი გენიოსად მიაჩნდა.[65] მალერის მძიმე სარეპეტიციო განრიგმა მომღერლებსა და ორკესტრანტებში მოსალოდნელი წინააღმდეგობა გამოიწვია. მათში, პეტერ ფრანკლინის სიტყვებით, დირიჟორი „სიძულვილსა და პატივისცემას თითქმის თანაბრად იწვევდა.“[64] თუმცა, მალერმა მხარდაჭერა მოიპოვა ჰანს ფონ ბიულოვისგან, რომელიც ჰამბურგში სიმფონიურ კონცერტებს ხელმძღვანელობდა. ბიულოვს, რომელიც კასელში მოღვაწეობისას მალერის მიდგომებს არ იზიარებდა, აზრი შეეცვალა და ახალგაზრდა კოლეგის სადირიჟორო სტილს უკვე დიდ პატივს სცემდა. 1894 წელს, როცა ბიულოვი გარდაიცვალა, კონცერტების დირიჟორობაც თავის თავზე მალერმა აიღო.[58]

A balding man with a pointed beard, in formal dress clothes and holding a cigar in his left hand
ჰანს ფონ ბიულოვი, მალერის დირიჟორობის ერთ-ერთი თაყვანისმცემელი

1892 წლის ზაფხულში მალერმა ჰამბურგის დასი ლონდონში, გერმანული ოპერის რვაკვირიან სეზონში მონაწილობისათვის წაიყვანა. ეს მისი ერთადერთი ვიზიტი იყო დიდ ბრიტანეთში. მისმა „ტრისტანმა“ მოაჯადოვა ახალგაზრდა კომპოზიტორი რალფ ვონ უილიამსი, რომელიც „სახლში გაბრუებული დაბრუნდა და ორი ღამე არ ეძინა“.[66] მიუხედავად ამისა, სხვა მსგავს მიწვევებზე მალერმა უარი განაცხადა, რადგან სურდა, ზაფხული კომპოზიციისათვის დაეთმო ხოლმე.[58] 1893 წელს შეიძინა პატარა სახლი შტაინბახში, ატერზეეს ტბის პირას, ზემო ავსტრიაში. ამ დროიდან მოყოლებული იგი ყველა ზაფხულს კომპოზიციას უთმობდა, შტაინბახში ან სხვაგან. ამ დროის იგი „ჯადოსნური რქის“ ხალხური პოეზიის ძლიერი გავლენის ქვეშ იყო და შტაინბახში მათზე დაფუძნებული კიდევ რამდენიმე სიმღერა დაწერა, აქვე შექმნა თავისი მე-2 და მე-3 სიმფონიები.[64]

მალერის ნაწარმოებების პერფორმანსები ამ დროს ჯერ კიდევ იშვიათობა იყო (ისინი რაოდენობითაც არ იყო ბევრი). 1893 წლის 27 ოქტომბერს, ჰამბურგის ლუდვიგის კონცერტჰაუსში მან თავისი პირველი სიმფონიის შესწორებული ვერსია იდირიჟორა, ჯერ კიდევ ხუთნაწილიან ფორმაში. იგი წარდგენილი იყო, როგორც სიმფონიური პოემა (გერმ. Tondichtung) და თან ახლდა სათაურიც – „ტიტანი“.[64][67] ამავე კონცერტზე პირველად შესრულდა 6 ახალი სიმღერა „ჯადოსნური რქიდან“. მალერმა, როგორც კომპოზიტორმა, შედარებით საგრძნობ აღიარებას მე-2 სიმფონიის წარმატებული პრემიერის შემდეგ მიაღწია თავისივე დირიჟორობით, ბერლინში, 1895 წლის 13 დეკემბერს. პერფორმანსს მალერის თანაშემწე, ბრუნო ვალტერიც ესწრებოდა, რომელმაც თქვა, რომ მალერის, როგორც კომპოზიტორის წარმატება „შეგვიძლია ამ დღიდან ავითვალოთ“.[68] იმავე წელს მალერის პირადი ცხოვრება ტრაგედიამ შეძრა – 6 თებერვალს მისმა უმცროსმა ძმამ, ოტომ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.[69]

ჰამბურგის სახელმწიფო ოპერაში მალერის რეპერტუარი 66 ოპერას მოიცავდა, რომელთაგანაც 36 მისთვის ახალი იყო. მთლიანობაში, მან ქალაქში 744 პერფორმანსი იდირიჟორა, მათ შორის, ვერდის „ფალსტაფის“, ჰუმპერდინკის „ჰანსელ და გრეტელის“, ასევე, სმეტანას რამდენიმე ნაწარმოების პრემიერები.[58] მიუხედავად ამისა, იგი იძულებული გახდა, უარი ეთქვა საკონცერტო მოღვაწეობაზე ფინანსური წაგების და ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიის მის მიერ გადამუშავებული ვერსიის ცუდად მიღების შემდეგ.[64]

ჯერ კიდევ ახალგაზრდა ასაკში მალერს ნათლად ჰქონდა გაცხადებული, რომ მისი საბოლოო მიზანი ვენაში მუშაობა იყო. 1895 წლიდან მოყოლებული, გავლენიანი მეგობრების დახმარებით, იგი ცდილობდა ვენის კარის ოპერის დირექტორად დანიშნულიყო.[70] 1897 წელს იგი, სავარაუდოდ, პრაგმატული მოსაზრებით, კათოლიკედ მოინათლა, რითიც ამ თანამდებობისკენ მიმავალ გზაზე კიდევ ერთი დაბრკოლება გადალახა.[71] მიუხედავად ამ მოვლენისა, მკვლევარების დახასიათებით, მალერი მთელი ცხოვრების განმავლობაში აგნოსტიკი იყო.[72]

ვენა, 1897–1907[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვენის ოპერის დირექტორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

An imposing, heavily ornamented building in a city location, with numerous horsedrawn vehicles and pedestrians passing. There are visible tramlines in the street.
ვენის კარის ოპერა (Hofoper, ამჟამად ვენის სახელმწიფო ოპერა) 1898 წელს, მალერის დირექტორობის პერიოდში.

იმპერატორისგან დანიშვნის ბრძანების მოლოდინში მალერი დირიჟორის მოვალეობებს ინაწილებდა ვენის ოპერის რეზიდენტ დირიჟორთან, იოზეფ ჰელმესბერგერ უმცროსთან (კონსერვატორიის ყოფილი დირექტორის ვაჟთან) და ჰანს რიხტერთან. ეს უკანასკნელი ვაგნერის განთქმული შემსრულებელი იყო. სწორედ მან იდირიჟორა „ბეჭდის“ ციკლის პრემეირა ბაიროითში, 1876 წელს.[73] ყოფილ დირექტორს, ვილჰელმ იანს მალერის დანიშვნა რიხტერთან შეთანხმებული არ ჰქონდა. ამ დელიკატური სიტუაციის გამო მალერმა რიხტერს წერილი მისწერა, სადაც უფროსი კოლეგის მიმართ ურყევ პატივისცემას ადასტურებდა. შედეგად, ორივე მათგანი ერთმანეთს, განსხვავებული აზრების მიუხედავად, პატივისცემით ეპყრობოდა.[74]

ჰაბსბურგების იმპერიის დედაქალაქში ახალი არჩეული იყო მკვეთრად ანტისემიტი, კონსერვატორი მერი, კარლ ლიუგერი, რომელმაც ერთხელ განაცხადა: „მე თავად ვწყვეტ, ვინ არის ებრაელი და ვინ არა.“[75] ასეთ ფეთქებად პოლიტიკურ ატმოსფეროში მალერს თავისი გერმანული კულტურული კუთვნილების სასაწრაფოდ დადასტურება ესაჭიროებოდა. ეს პირველად 1897 წლის მაისში მოხდა ვაგნერის „ლოენგრინის“ და მოცარტის „ჯადოსნური ფლეიტის“ დიდად წარმატებული დადგმებით.[76] ამ ტრიუმფიდან ცოტა ხნის შემდეგ მალერი იძულებული გახდა, ავადმყოფობის გამო რამდენიმე კვირით შვებულება აეღო, რა დროსაც მას და, იუსტინი და დიდი ხნის კომპანიონი, ალტისტი ნატალი ბაუერ-ლეხნერი უვლიდნენ.[77] მალერი ვენაში ივლისის ბოლოს დაბრუნდა და დაიწყო მზადება ვენაში „ბეჭდის“ სრული (შეუკვეცავი) ვერსიის პირველი პერფორმანსისთვის. ეს 24–27 აგვისტოს მოხდა და დიდი კრიტიკული და საჯარო წარმატება მოიტანა. მალერის მეგობარმა, ჰუგო ვოლფმა ბაუერ-ლეხნერს უთხრა: „პირველად მოვისმინე „ბეჭედი“ ისე, როგორც ყოველთვის ვოცნებობდი, მომესმინა, როცა პარტიტურას ვკითხულობდი.“[78]

A series of line drawings of a man in exaggerated poses, holding a conductor's baton
მალერის სადირიჟორო სტილის კარიკატურების სერია იუმორისტულ ჟურნალში Fliegende Blätter, 1901

8 ოქტომბერს მალერმა ოპერის დირექტორის პოსტზე იანი ოფიციალურად შეცვალა.[79][შ 3] დანიშვნის შემდეგ მისი პირველი პროექტი სმეტანას ჩეხური ნაციონალისტური ოპერა, „დალიბორი“ იყო შეცვლილი ფინალით, სადაც გმირი, დალიბორი, ცოცხალი გადარჩება. დადგმამ ვენელი ნაციონალისტების გულისწყრომა გამოიწვია, რომლებმაც მალერს „ანტი-დინასტიური, მდაბალი ჩეხი ერის“ თანაგრძნობა დასდეს ბრალად.[81] ავსტრიელ მწერალს, შტეფან ცვაიგს, თავის მემუარებში „გუშინდელი სამყარო“ (1942), მალერის დანიშვნის ისტორია მოჰყავს ვენის საზოგადოების უნდობლობის მაგალითად ახალგაზრდა ხელოვანების მიმართ: „ერთხელ, როდესაც გასაოცარი გამონაკლისი მოხდა და გუსტავ მალერი კარის ოპერის დირექტორად 38 წლის ასაკში დასახელდა, მთელს ვენას შეშფოთებულმა ჩურჩულმა და გაოცებამ გადაუარა, რადგან ვიღაცამ ხელოვნების უმაღლესი ინსტიტუტი „ასეთ ახალგაზრდა პიროვნებას“ მიანდო. ... ეს ეჭვი — რომ ახალგაზრდები „არცთუ სანდონი“ იყვნენ — იმ დროს ვენის ყველა წრეში ტრიალებდა.“[82] ცვაიგი აგრეთვე აღნიშნავს: „გუსტავ მალერის დანახვა ქუჩაში ისეთი მოვლენა იყო, რომელსაც მეორე დილით მეგობრებს მოუყვებოდით, როგორც პირად ტრიუმფს.“[83] მალერის მოღვაწეობის დროს ვენის ოპერის რეპერტუარს 33 ახალი ოპერა შეემატა, სხვა 55 კი ახლებური, ან სრულიად გადაკეთებული დადგმით შესრულდა.[84] თუმცა, რიხარდ შტრაუსის სკანდალური ოპერის, „სალომეს“ დადგმაზე 1905 წელს ვენელმა ცენზორებმა უარი განაცხადეს.[85]

1902 წლის დასაწყისში მალერმა გაიცნო ალფრედ როლერი, მხატვარი და დიზაინერი, რომელიც ვენის სეცესიის მოძრაობას მიეკუთვნებოდა. ერთი წლის შემდეგ მალერმა იგი ოპერის უფროს დამდგმელ მხატვრად დანიშნა. როლერის სადებიუტო ნამუშევარი „ტრისტან და იზოლდას“ ახალი დადგმა იყო.[86][შ 4] მალერისა და როლერის კოლაბორაციის შედეგი იყო ოცზე მეტი წარმატებული დადგმა, მათ შორის, ბეთჰოვენის „ფიდელიო“, გლუკის „იფიგენია აულისში“ და მოცარტის „ფიგაროს ქორწინება“.[84][88] „ფიგაროს“ პროდუქციაში მალერმა დაწერა და ჩაამატა მცირე რეჩიტატიური სცენა მე-3 მოქმედებაში, რითიც ბევრი პურისტი გაანაწყენა.[89]

A dark plaque with white lettering in which the composer's name is shown in extra large characters on the left, the main message in smaller characters on the right
მემორიალური დაფა მალერის საცხოვრებელ სახლზე ვენაში, აუენბრუგერშტრასეს 2: „გუსტავ მალერი ცხოვრობდა და წერდა ამ სახლში 1898 წლიდან 1909 წლამდე.“

ბევრი თეატრალური წარმატების მიუხედავად, მალერის მოღვაწეობა ვენაში იოლი არ ყოფილა. მთელი ამ დროის განმავლობაში გრძელდებოდა მისი ბრძოლა მომღერლებთან და ოპერის ადმინისტრაციასთან. მისმა მეთოდებმა სტანდარტები აამაღლა, თუმცა, მისი ისტერიული და დიქტატორული სადირიჟორო სტილი სძულდათ როგორც ორკეტრანტებს, ისე მომღერლებს.[90] 1903 წლის დეკემბერში სცენის თანამშრომელთა ამბოხების წინაშე აღმოჩნდა, რომელთა მოთხოვნებს პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით უარყოფდა, რადგან ფიქრობდა, რომ მისი თანამშრომლებით ექსტრემისტები მანიპულირებდნენ.[91] ვენის საზოგადოების ანტისემიტური ნაწილი, რომელიც თავიდანვე მისი დანიშვნის წინააღმდეგი იყო, თავდასხმებს არ წყვეტდა, ხოლო 1907 წელს პრესაში კამპანიაც წამოიწყეს მისი გადაყენების მიზნით.[92] ამ დროისათვის მას უკვე უთანხმოება ჰქონდა ოპერის ადმინისტრაციასთან იმ დროის გამო, რომელსაც საკუთარ მუსიკაზე ხარჯავდა და წასასვლელად თავადაც ემზადებოდა.[88] 1907 წლის მაისში დაიწყო მოლაპარაკებები ჰაინრიხ კონრიდთან, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ოპერის დირექტორთან, ხოლო 21 ივნისს ხელი მოაწერა ძალიან ხელსაყრელ კონტრაქტს ნიუ-იორკში ოთხი სეზონის განმავლობაში დირიჟორობასთან დაკავშირებით.[92] ზაფხულის დასასრულს გადადგომაზე განცხადება დაწერა, ხოლო 1907 წლის 15 ოქტომბერს იდირიჟორა „ფიდელიო“, თავისი 645-ე და ბოლო წარმოდგენა ვენაში. ამ ქალაქში ათწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში მალერმა ოპერას ახალი სიცოცხლე შთაბერა და ვალებიც ჩამოაშორა,[93] თუმცა, მეგობრების შეძენა ვერ მოახერხა — ამბობდნენ, რომ იგი ისე ეპყრობოდა თავის მუსიკოსებს, როგორც ლომების მომთვინიერებელი თავის ცხოველებს.[94] ოპერის დასმა მათთან გამოსამშვიდობებელი ბარათი, რომელიც მალერმა ცნობათა დაფაზე მიამაგრა, ჩამოხსნა, დახია და იატაკზე მიმოფანტა.[95] 24 ნოემბერს, გამოსამშვიდობებელ კონცერტზე ოპერის ორკესტრთან ერთად თავისი მე-2 სიმფონია შეასრულა, დეკემბრის დასაწყისში კი ნიუ-იორკში გაემგზავრა.[96][97]

ფილარმონიული კონცერტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მალერის სილუეტები, ავტორი ოტო ბელერი

1898 წლის სექტემბერში, როდესაც რიხტერმა ვენის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტების ხელმძღვანელის პოსტი დატოვა, კონცერტების კომიტეტმა მის შემცვლელად მალერი ერთხმად აირჩია.[98][შ 5] ეს გადაწყვეტილება ყველასთვის სასიამოვნო არ ყოფილა. ანტისემიტური პრესა ეჭვს გამოთქვამდა, თუ რამდენად შეძლებდა მალერი გერმანული მუსიკის დაცვას.[100] კონცერტებზე დასწრება მალერის პირველ სეზონზე მკვეთრად გაიზარდა, თუმცა, ორკესტრის წევრებისთვის განსაკუთრებით მიუღებელი იყო მალერის ჩვევა, გადაეკეთებინა აღიარებული შედევრები და ჩაენიშნა დამატებითი რეპეტიციები მათთვის ისედაც კარგად ნაცნობ ნაწარმოებებზე სამუშაოდ.[76] 1899 წლის სეზონისთვის ორკესტრანტებმა რიხტერის თანამდებობაზე აღდგენა სცადეს, თუმცა, უშედეგოდ, რადგან რიხტერი დაინტერესებული არ იყო. მალერის პოზიცია კიდევ უფრო შესუსტდა, როცა ორკესტრი პარიზის მსოფლიო გამოფენაზე (1900) წაიყვანა. პარიზულ კონცერტებს ცოტა ხალხი დაესწრო და ფინანსური წაგება მოჰყვა, იმდენად, რომ მალერი იძულებული გახდა, ორკესტრის საცხოვრებელი სახლი როტშილდებისგან ენათხოვრებინა.[101][102] 1901 წლის აპრილში, ცუდი ჯანმრთელობის და ორკესტრის მუდმივი უკმაყოფილების გამო, მალერმა აღნიშნული პოსტი დატოვა.[88] სამი სეზონის განმავლობაში მან 80-მდე სხვადასხვა ნაწარმოების შესრულება მოასწრო, მათ შორის იყო შედარებით უცნობი კომპოზიტორების ― ჰერმან გეტცის, ვილჰელმ კინცის და იტალიელი ლორენცო პეროზის ნამუშევრები.[101]

მოწიფული კომპოზიტორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

A small grey hut, surrounded by woods, with an open door to which is affixed a picture of the composer
მალერის მეორე კოტეჯი მაიერნიგში (კლაგენფურტის ახლოს). კარინთია, ვერტერზეს ნაპირი

ვენაში ორი თანამდებობა თავდაპირველად მალერს მთელს დროსა და ენერგიას ართმევდა, თუმცა, 1899 წლიდან მან კომპოზიცია განაახლა. ვენაში გატარებული შემდგომი წლები განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა. „ჯადოსნური რქის“ ბოლო ლექსებზე მუშაობისას დაიწყო მე-4 სიმფონიის წერა, რომელიც 1900 წელს დაასრულა.[103] ამ დროისათვის დატოვებული ჰქონდა კოტეჯი შტაინბახში და ნაყიდი ჰქონდა ახალი, მაიერნიგში, ვერტერზეეს სანაპიროზე, სადაც, მოგვიანებით, ვილაც ააშენებინა.[104] ამ ახალ გარემოში დაიწყო მალერის შუა, ანუ „ჯადოსნური რქის“ შემდგომი შემოქმედებითი პერიოდი.[105] 1901–1904 წლებში დაწერა მუსიკა ფრიდრიხ რიუკერტის ათ სიმღერაზე, მათგან ხუთი მოხვდა კოლექციაში Rückert-Lieder.[შ 6] დანარჩენი ხუთი ნაწილია ვოკალური ციკლისა Kindertotenlieder („სიმღერები ბავშვების სიკვდილზე“). მაიერნიგშივე, 1901–1905 წლებში დაიწერა საორკესტრო სიმფონიების ტრილოგია ― მე-5, მე-6 და მე-7 სიმფონიები, ხოლო მე-8 სიმფონია 1906 წელს, რვაკვირიანი შემოქმედებითი აქტივობის შედეგი იყო.[88][107]

ამავე პერიოდში დაიწყო მალერის ნაწარმოებების შედარებით ხშირი შესრულება. 1899 წლის აპრილში იდირიჟორა თავისი მე-2 სიმფონია ვენაში, ხოლო 1901 წლის 17 თებერვალს პირველად შესრულდა მისი ადრეული ნაწარმოები, Das klagende Lied, გადაკეთებული, ორნაწილიანი ვერსია. იმავე წლის ნოემბერში იდირიჟორა მეოთხე სიმფონიის პრემიერა მიუნხენში, 1902 წლის 9 ივნისს კი პულტთან იდგა გერმანიის მუსიკალური საზოგადოების ფესტივალზე კრეფელდში, სადაც მისი მესამე სიმფონია პირველად შესრულდა სრული სახით. 1904 წელს კელნში, მე-5, ხოლო 1906 წელს ესენში მე-6 სიმფონია იდირიჟორა. „რიუკერტის სიმღერებიდან“ ოთხი, ასევე, მთლიანი Kindertotenlieder ვენაში 1905 წლის 29 იანვარს შესრულდა.[76][88]

ქორწინება, ოჯახი, ტრაგედია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Head and shoulders photo portrait of an attractive dark-haired young woman looking left with a thoughtful expression
ალმა შინდლერის ფოტო
იგი მალერზე 1902 წელს დაქორწინდა. ფოტო გადაღებულია 1902 წელს, ან უფრო ადრე.

ვენაში მეორე სეზონის დროს მალერმა აუენბრუგერშტრასეზე დიდი აპარტამენტი შეიძინა, ასევე, საზაფხულო ვილა ააშენებინა ნაკვეთზე მაიერნიგში, კომპოზიციის ახალი სტუდიის ახლოს.[76] 1901 წლის ნოემბერში, წვეულებაზე, რომელზეც თეატრის დირექტორი მაქს ბურკჰარდიც იმყოფებოდა, შეხვდა ალმა შინდლერს, მხატვარ კარლ მოლის გერს.[108] ალმას თავდაპირველად მალერთან შეხვედრა არ უნდოდა, იმ „სკანდალებიდან გამომდინარე, რომელიც კომპოზიტორს და ყველა იმ ახალგაზრდა ქალბატონს უკავშირდებოდა, რომელსაც ოპერაში სიმღერა სურდა“.[109] საუბრისას ალმამ და მალერმა ალექსანდრ ფონ ზემლინსკის ერთ-ერთ ბალეტზე საწინააღმდეგო მოსაზრებები გამოთქვეს (ალმა ზემლინსკის მოსწავლე იყო), თუმცა, შეთანხმდნენ, რომ მეორე დღეს ოპერაში შეხვდებოდნენ.[108] შეხვედრას ურთიერთობის სწრაფი განვითარება მოჰყვა და წყვილი 1902 წლის 9 მარტს, დახურულ ცერემონიაზე დაქორწინდა. ამ დროს ალმა უკვე ორსულად იყო პირველ შვილზე.[110] მარიან ანა 1902 წლის 2 ნოემბერს დაიბადა, ხოლო მეორე ქალიშვილი, ანნა, 1904 წელს.[88]

1902 წლის პორტრეტი, ავტორი ემილ ორლიკი

წყვილის მეგობრებისთვის ქორწინება მოულოდნელი აღმოჩნდა და მას ეჭვის თვალით უყურებდნენ. ბურკჰარდი მალერს „რახიტიან, დეგენერატ ებრაელს“ უწოდებდა და მიაჩნდა, რომ ასეთი მომხიბლავი ქალის ღირსი, ასეთი კარგი ოჯახიდან, იგი არ იყო.[111] მეორეს მხრივ, მალერის ოჯახი ფიქრობდა, რომ ალმა არასანდო იყო და უყვარდა იმის ნახვა, თუ როგორ იხიბლებოდნენ მისით ახალგაზრდა კაცები.[112] მალერი ბუნებით უხასიათო და ავტორიტარული იყო. მისი ყოფილი პარტნიორი, ნატალი ბაუერ-ლეხნერი იხსენებდა, რომ მასთან ცხოვრება ჰგავდა „ნავში ყოფნას, რომელსაც ტალღები გამუდმებით აქანავებენ“.[113] მალევე, ალმას უკმაყოფილება გამოიწვია მალერის დაჟინებამ, რომ ოჯახში მხოლო ერთი კომპოზიტორი შეიძლება ყოფილიყო, რის დასაკმაყოფილებლადაც ალმას მუსიკის სწავლაზე თავის დანებება მოუხდა: „კომპოზიტორის, მშრომელის როლი, ჩემზე მოდის, შენი კი მოსიყვარულე კომპანიონის და გამგები პარტნიორის როლია... მე ძალიან ბევრს გთხოვ – და შემიძლია თავს ამის უფლება მივცე, რადგან ვიცი, სანაცვლოდ რისი გაღებაც შემიძლია.“[114] ალმა თავის დღიურში წერს: „რა ძნელია, როცა ასე უმოწყალოდ გართმევენ იმას, რაც ასე ახლოსაა შენს გულთან.“[115] მალერის მოთხოვნა, რომ წყვილის ოჯახური ცხოვრება მისი შემოქმედებითი აქტივობების გარშემო აწყობილიყო, ურთიერთობაში დაძაბულობას და ალმას მხრიდან წინააღმდეგობებს იწვევდა. მიუხედავად ამისა, წყვილის გრძნობები არ განელებულა.[შ 7]

1907 წლის ზაფხულში, ვენაში მის წინააღმდეგ მიმართული კამპანიით ძალაგამოცლილმა მალერმა ოჯახი მაიერნიგში წაიყვანა. ჩასვლიდან მალევე მათ ორივე ქალიშვილს ქუნთრუშა და დიფტერია შეეყარა. ანნა გამოკეთდა, თუმცა მარია რამდენიმედღიანი ბრძოლის შემდეგ, 12 ივლისს გარდაიცვალა.[118] ამ გამანადგურებელი ტრაგედიიდან მალევე მალერმა შეიტყო საკუთარი გულის უკმარისობის შესახებ. მოგვიანებით, ეს დიაგნოზი ვენაშიც დადასტურდა და მალერს ყოველგვარი ფიზიკური აქტივობა აეკრძალა. უცნობია, რამდენად დიდი იყო ამ ავადმყოფობის გავლენა მალერის ცხოვრებაზე. ალმას აღწერით, იგი სასიკვდილო განაჩენს უდრიდა, თუმცა, თავად მალერი 1907 წლის 30 აგვისტოს ცოლისთვის მიწერილ წერილში ამბობს, რომ თუ გადაღლილობას თავიდან აიცილებდა, შეეძლო ნორმალურად ეცხოვრა.[119] მიუხედავად ამისა, ავადმყოფობა დამატებითი დეპრესიული ფაქტორი აღმოჩნდა. 1907 წლის ზაფხულის დასრულებასთან ერთად მაიერნიგის ვილა დაიკეტა და იქ აღარავინ ჩასულა.[120]

უკანასკნელი წლები, 1908–11[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიუ-იორკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

A tall, imposing stone building in an almost empty city street with tramcar passing. A tower in the background is the only other highrise building.
ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ოპერა მალერის დირიჟორობის პერიოდში (1908–09)

მალერის დებიუტი მეტროპოლიტენის ოპერაში 1908 წლის 1 იანვარს შედგა, როცა მან აქ ვაგნერის „ტრისტან და იზოლდა“ იდირიჟორა.[118] დატვირთულ პირველ სეზონს კარგი გამოხმაურებები მოჰყვა, განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა მისმა „ფიდელიომ“ 1908 წლის 20 მარტს, რომელშიც, მისი დაჟინებული მოთხოვნით, ვენის ოპერის დეკორაციების რეპლიკები გამოიყენეს, რომელთა ავტორი ალფრედ როლერი იყო.[121] 1908 წლის ზაფხულში, ავსტრიაში დაბრუნებისას, მალერმა მესამე საკომპოზიციო კოტეჯი შეიძინა, ამჯერად, ტობლახის წიწვოვან ტყეში, ტიროლში. აქ, უძველესი ჩინური ლექსების ჰანს ბეთგეს გერმანულ თარგმანზე დაყრდნობით, შექმნა „დედამიწის სიმღერა“ (Das Lied von der Erde).[118] ნაწარმოების სიმფონიური ხასიათის მიუხედავად, მალერს მისთვის ნომერი არ მიუცია, რადგან ეშინოდა ე.წ. „მეცხრე სიმფონიის წყევლისა“, რომელიც, მისი რწმენით, ეწია ბეთჰოვენს, შუბერტს და ბრუკნერს.[96] 1908 წლის 19 დეკემბერს, პრაღაში, მე-7 სიმფონიის პრემიერა გაიმართა, რაც, ალმა მალერის გადმოცემით, უფრო კრიტიკული წარმატება იყო, ვიდრე პოპულარული.[122]

მალერის ბრინჯაოს ბიუსტი, ავტორი ოგიუსტ როდენი, 1909

1908–09 წლის სეზონისთვის მეტროპოლიტენის ოპერის მენეჯერებმა იტალიელი დირიჟორი, არტურო ტოსკანინი მოიწვიეს, რომელიც ფუნქციებს მალერთან ინაწილებდა. მალერმა ამ სეზონში მხოლოდ 19 წარმოდგენა იდირიჟორა, რომელთა შორისაც იყო სმეტანას „გაცვლილი სარძლოს“ დიდად წარმატებული დადგმა 1909 წლის 19 თებერვალს.[123] იმავე სეზონის დასაწყისში მალერმა ნიუ-იორკის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად სამი კონცერტი გამართა.[124] საორკესტრო დირიჟორობის ხელახალმა გამოცდილებამ გადააწყვეტინა, დაეტოვებინა პოსტი მეტროპოლიტენში და რეფორმირებულ ნიუ-იორკის ფილარმონიულს ჩასდგომოდა სათავეში. ოპერაში აგრძელებდა გამოსვლებს მიწვეული დირიჟორის რანგში. აქ მისი ბოლო პერფორმანსი ჩაიკოვსკის „პიკის ქალი“ იყო, 1910 წლის 5 მარტს.[125]

1909 წლის ზაფხულისთვის ევროპაში დაბრუნებული მალერი მე-9 სიმფონიაზე მუშაობდა და ნიდერლანდებში სადირიჟორო ტურნეც გამართა.[118] 1909–10 წლების სეზონი ნიუ-იორკის ფილარმონიულში გრძელი და დატვირთული იყო; მალერმა მოამზადა და იდირიჟორა 46 კონცერტი, თუმცა, მისი რეპერტუარი სახალხო გემოვნებისთვის ხშირად ზედმეტად მომთხოვნი იყო. სეზონის ერთ-ერთი ჩავარდნა, როგორც კრიტიკული, ისე პოპულარული თვალსაზრისით, მისივე პირველი სიმფონია იყო, რომლის ამერიკული დებიუტიც 1909 წლის 16 დეკემბერს შედგა. სეზონი მძიმე ფინანსური წაგებით დასრულდა.[126] 1910 წლიდან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო მალერის მე-8 სიმფონიის პრემიერა მიუნხენში, 12 სექტემბერს. ეს მისი ნაწარმოების ბოლო პრემიერა იყო კომპოზიტორის სიცოცხლეში. მოვლენა ტრიუმფალური აღმოჩნდა — „ნამდვილად უდიდესი წარმატება მალერის სიცოცხლეში“, როგორც მას ბიოგრაფი რობერტ კარი აღწერს,[127] თუმცა, წარმატებას ჩრდილი მიაყენა კომპოზიტორის მიერ ალმა მალერის და ახალგაზრდა არქიტექტორის, ვალტერ გროპიუსის სასიყვარულო ურთიერთობის აღმოჩენამ პრემიერამდე ცოტა ხნით ადრე. დიდად დამწუხრებულმა კომპოზიტორმა რჩევისთვის ზიგმუნდ ფროიდს მიმართა და მასთან შეხვედრამ გარკვეული ნუგეშიც მოუტანა. ფროიდის ერთ-ერთი დაკვირვება ის იყო, რომ მალერის მიერ ალმასთვის საკომპოზიტორო საქმიანობის აკრძალვა ურთიერთობისთვის დიდად დამაზიანებელი აღმოჩნდა. მალერი დაეთანხმა და დაიწყო მეუღლის კომპოზიციების ხელშეწყობა, მეტიც, ზოგიერთი მათგანი თავად შეასწორა, გააორკესტრა და შესრულებასაც ხელი შეუწყო. ალმა კომპოზიტორთნ დარჩენაზე თანახმა იყო, თუმცა, მისი და გროპიუსის ურთიერთობა საიდუმლოდ გრძელდებოდა. სიყვარულის ნიშნად, მე-8 სიმფონია მალერმა ალმას მიუძღვნა.[88][118]

ავადმყოფობა და გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

A tall stone column bearing the words "Gustav Mahler", surrounded by a low green hedge, with a floral bloom in the foreground
მალერის საფლავი გრინცინგის სასაფლაოზე, ვენა

ემოციური სირთულეების მიუხედავად, 1910 წლის ზაფხულში მალერი მე-10 სიმფონიაზე მუშაობდა; დაასრულა Adagio და გააკეთა 4 სხვა ნაწილის მონახაზიც.[128][129] ის და ალმა ნიუ-იორკში 1910 წლის ოქტომბრის ბოლოს დაბრუნდნენ,[130] რის შემდეგაც მალერი კონცერტებითა და ტურნეებით დატვირთულ სეზონს შეუდგა. იმავე წლის შობის პერიოდში ყელის ტკივილები დაეწყო, რაც აღარ შეწყდა. 1911 წლის 21 თებერვალს, 40°C სიცხის მიუხედავად, იდირიჟორა ახალი იტალიური მუსიკის კონცერტი კარნეგი-ჰოლში. კონცერტზე ბუზონის „ელეგიური ბარკაროლას“ (Berceuse élégiaque) პრემიერაც შედგა. ეს მალერის ბოლო კონცერტი იყო.[131][132][133] რამდენიმეკვირიანი წოლითი რეჟიმის შემდეგ ბაქტერიული ენდოკარდიტის დიაგნოზი დაუსვეს, ავადმყოფობისა, რომლის მიმართაც გულის დეფექტების მქონე ადამიანები განსაკუთრებით მიდრეკილნი და მოწყვლადნი იყვნენ. მალერს იმედი არ დაუკარგავს და საკონცერტო სეზონის განახლებაზეც საუბრობდა. დიდი ინტერესი გამოიჩინა 3 მარტს გამართული კონცერტის მიმართ, რომელზეც სოპრანო ფრენსის ალდამ ალმას ერთ-ერთი კომპოზიცია შეასრულა.[134] 8 აპრილს, „SS Amerika-ს“ ბორტზე მალერმა, ალმამ და მომვლელმა ექთანმა ევროპისკენ გაცურეს. ათი დღის შემდეგ მათ პარიზს მიაღწიეს, სადაც კომპოზიტორი ნეილის კლინიკაში მიიღეს, თუმცა, მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. 11 მარტს იგი მატარებლით წაიყვანეს ლევის სანატორიუმში, ვენაში, სადაც პნევმონია განუვითარდა და კომაში ჩავარდა.[135] კომპოზიტორისთვის პატივის მისაგებად სანატორიუმს ასობით ადამიანი სტუმრობდა. ფეხების გასივების წინააღმდეგ რადიუმით, ხოლო ტკივილების წინააღმდეგ მორფინით მკურნალობის შემდეგ, 18 მაისს, იგი გარდაიცვალა.[136]

1911 წლის 22 მაისს მალერი ვენაში, გრინცინგის სასაფლაოზე, თავისი ქალიშვილის გვერდით დაკრძალეს. მისივე მითითების თანახმად, საფლავის ქვაზე მხოლოდ მისი გვარი წერია: „ვინც ჩემს საძებნად მოვა, ეცოდინება, ვინ ვარ, სხვებს კი ამის ცოდნა არ სჭირდებათ“.[137] ალმა, ექიმის მოთხოვნის გამო, დაკრძალვას არ დასწრებია, თუმცა, ამ მოკრძალებულ ცერემონიას ესწრებოდა არნოლდ შონბერგი (მის მიერ მოტანილ ყვავილების გვირგვინს „წმინდა გუსტავ მალერი“ ეწერა), ბრუნო ვალტერი, ალფრედ როლერი, გუსტავ კლიმტი და მსოფლიოს საოპერო თეატრების წარმომადგენლები.[138] The New York Times, მალერის გარდაცვალების შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაში მას „მისი დროის ერთ-ერთ უდიდეს მუსიკალურ ფიგურას“ უწოდებდა, თუმცა, მის სიმფონიებს უფრო ხანგრძლივობის გამო იხსენიებდა და მე-2 სიმფონიის ხანგრძლივობას აზვიადებდა კიდეც („2 საათი და 40 წუთი“).[139] ლონდონში, The Times-ში გამოქვეყნებულ ნეკროლოგში ნათქვამი იყო, რომ მისი დირიჟორობა იყო „ყველაზე ადამიანზე უფრო სრულყოფილი, რიხტერის გარდა“ და რომ მისი სიმფონიები „უეჭველად საინტერესოა თანამედროვე საორკესტრო სიმდიდრის და მარტივი, ხშირად ბანალურობამდე მისული მელოდიურობის“ გამო, თუმცა, მათი საბოლოო ღირებულების განსჯა ჯერ ნაადრევი იყო.[140]

ალმა მალერი მეუღლეზე 50 წელზე მეტი ხნით გვიან, 1964 წელს გარდაიცვალა. 1915 წელს იგი გროპიუსზე დაქორწინდა, თუმცა, ხუთი წლის შემდეგ დაშორდა და 1929 წელს იქორწინა მწერალ ფრანც ვერფელზე.[141] 1940 წელს მალერთან გატარებული წლების შესახებ მემუარები გამოსცა, სახელწოდებით „გუსტავ მალერი: მოგონებები და წერილები“. გვიანდელმა ბიოგრაფებმა ეს წიგნი მკაცრად გააკრიტიკეს არასრულობის, შერჩევითობის, ავტორის მიერ საკუთარ თავზე მორგების და მალერის ცხოვრების დამახინჯებული სურათის წარმოჩენის გამო.[142][შ 8] კომპოზიტორის მეორე ქალიშვილი, ანნა მალერი ცნობილი მოქანდაკე გახდა; იგი 1988 წელს გარდაიცვალა.[144] 1955 წელს ვენაში გუსტავ მალერის საერთაშორისო საზოგადოება დაარსდა, რომლის პირველი პრეზიდენტი ბრუნო ვალტერი იყო, ხოლო ალმა მალერს საპატიო წევრის სტატუსი ჰქონდა. საზოგადოების მიზანია მალერის ნაწარმოებების სრული კრიტიკული რედაქციის გამოცემა, ასევე, მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის სხვადასხვა ასპექტების შემონახვა და აღნიშვნა.[145]

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამი შემოქმედებითი პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Three staves of printed music showing the vocal line and the piano accompaniment of the first few bars
„მგზავრის სიმღერების“ პირველი ტაქტები, 1897 წელს გამოქვეყნებული ვერსიიდან ხმისა და ფორტეპიანოსთვის.

დერიკ კუკი და სხვა მკვლევარები მალერის შემოქმედებით ცხოვრებას სამ გამოკვეთილ ფაზად ჰყოფენ: ხანგრძლივი „პირველი პერიოდი“ „გოდების სიმღერიდან“ (1880) „ჯადოსნური რქის“ ფაზის დასრულებამდე გრძელდება (1901); მეორე, „შუა პერიოდი“, რომელიც ინტენსიური საკომპოზიტორო საქმიანობით ხასითდება, სრულდება მალერის გამგზავრებით ნიუ-იორკში (1907); ხოლო ხანმოკლე, გვიანი პერიოდი მოიცავს გარდაცვალებამდე შექმნილ ელეგიური ხასიათის ნაწარმოებებს (1911).[146]

პირველი პერიოდის უმთავრესი ნაწარმოებებია მისი პირველი ოთხი სიმფონია, ვოკალური ციკლი „მგზავრის სიმღერები“ (Lieder eines fahrenden Gesellen) და კრებულები სხვადასხვა სიმღერებისა, რომელთაგან უმეტესობა „ჯადოსნურ რქას“ ეფუძნება.[53] ამ პერიოდის სიმღერები და სიმფონიები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია, ხოლო სიმფონიური ნაწარმოებები პროგრამული ხასიათისაა. თავდაპირველად, პირველ სამ სიმფონიას მალერმა სრული აღწერილობითი შინაარსის პროგრამა დაურთო, თუმცა, მოგვიანებით, ყველა მათგანზე უარი თქვა.[147] მან შექმნა, მაგრამ არ გამოუქვეყნებია სათაურები მეოთხე სიმფონიის თითოეული ნაწილისთვის. ამ სათაურების მიხედვით გერმანელმა კრიტიკოსმა, პაულ ბეკერმა შექმნა პროგრამა, რომლის მიხედვითაც სკერცოში ჩნდება სიკვდილი, როგორც „მეგობრული და ლეგენდარული მევიოლინე, რომელიც თავის სამწყსოს იმქვეყნად მიუძღვება“.[148]

შუა პერიოდი მოიცავს ინსტრუმენტული სიმფონიების სამეულს (მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე), „რიუკერტის სიმღერებს“, „სიმღერებს ბავშვების სიკვდილზე“, „ჯადოსნური რქის“ ბოლო ორ სიმღერას და ზოგიერთი მოსაზრებით, მალერის ბოლო მტკიცებით განაცხადს — საგუნდო მერვე სიმფონიას.[105] კუკი ფიქრობს, რომ მერვე სიმფონია დამოუკიდებლად დგას შუა და გვიანდელ პერიოდებს შორის.[149] ამ დროისათვის მალერი აღარ იყენებდა აღწერილობით პროგრამებსა და სათაურებს; მისი მიზანი იყო შეექმნა „აბსოლუტური“ მუსიკა, რომელიც სათქმელს თავისთავად გადმოსცემდა.[150] კუკი საუბრობს „გაორკესტრების ახალ, გრანიტისებურ სიმყარეზე“ შუა პერიოდის სიმფონიებში,[105] ამავე დროს, სიმღერებმა დაკარგეს ხალხური ხასიათი და მათგან აღებული მასალები სიმფონიებში სულ უფრო იშვიათად ხვდებოდა.[151]

ხანმოკლე გვიანდელი პერიოდის სამი ნაწარმოები — „დედამიწის სიმღერა“, მეცხრე და დაუსრულებელი მეათე სიმფონია — სიკვდილის წინაშე მდგარი კომპოზიტორის პიროვნული განცდების გადმოცემაა.[152] ყველა ნაწარმოები წყნარად სრულდება, რაც მანიშნებელია, რომ იმედის ადგილი დანებებამ დაიკავა.[153] კუკი თვლის, რომ ეს ნამუშევრები სიცოცხლესთან არა მწარე, არამედ სიყვარულით სავსე გამოთხოვებაა;[154] კომპოზიტორი ალბან ბერგი კი ამბობდა, რომ მეცხრე სიმფონია „ყველაზე საოცარი რამაა, რაც მალერს ოდესმე დაუწერია“.[152] მალერი სიცოცხლეში არცერთი ეს ნაწარმოები არ შესრულებულა.[155]

წინამორბედები და გავლენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მალერი იყო წარმომადგენელი „გვიანი რომანტიზმისა“, რომლის იდეალებიც ავსტრო-გერმანულ მუსიკალურ ტრადიციას სხვებზე უფრო მაღლა აყენებს, მიიჩნევს რა, რომ მას განსაკუთრებული სულიერი და ფილოსოფიური მნიშვნელობა გააჩნია.[156] იგი ერთ-ერთი უკანასკნელი წარმომადგენელი იყო კომპოზიტორთა იმ ხაზისა, რომელშიც, სხვებთან ერთად, შედის ბეთჰოვენი, შუბერტი, ლისტი, ვაგნერი, ბრუკნერი და ბრამსი.[44][157] ამ წინამორბედთაგან მალერმა მისი მუსიკისთვის დამახასიათებელი ბევრი დეტალი აიღო. მაგალითად, სიმფონიურ ჟანრში გუნდისა და ვოკალური სოლისტების გამოყენების იდეა ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიიდან მოდის. ბეთჰოვენის, ლისტისა და სხვა მუსიკალური ტრადიციის წარმომადგენლის — ჰექტორ ბერლიოზისგან მოდის თხრობითი პროგრამის მქონე მუსიკალური ნაწარმოების იდეა, ასევე, გათავისუფლება ტრადიციული, ოთხნაწილიანი სიმფონიური ფორმატისგან. ვაგნერის და ბრუკნერის მაგალითზე მალერმა კიდევ უფრო გააფართოვა სიმფონიური ნაწარმოებების მასშტაბები, რომელიც უკვე გრძნობათა მთელს სამყაროს მოიცავდა.[156][157]

ადრეული პერიოდის კრიტიკოსები თვლიდნენ, რომ მალერის მიერ ბევრი განსხვავებული სტილის შემოტანა სხვადასხვა სახის გრძნობათა გამოსახატად ნიშნავდა, რომ მას საკუთარი სტილი არ გააჩნდა. საწინააღმდეგო აზრისაა კუკი, რომელიც თვლის, რომ მალერმა „განწმინდა ყველაფერი, რაც ისესხა, იმით, რომ პრაქტიკულად ყველა ნოტს საკუთარი, პერსონალური ანაბეჭდი დაასვა“ და შექმნა „გამორჩეული ორიგინალურობის“ მქონე მუსიკა.[158] მუსიკის კრიტიკოსი ჰაროლდ შონბერგი მალერის მუსიკის საფუძვლად ბრძოლის თემას მიიჩნევს, რაც ბეთჰოვენის ტრადიციის გაგრძელებაა. თუმცა, შონბერგის მიხედვით, ბეთჰოვენის ბრძოლა „დაუმორჩილებელი და გამარჯვებული გმირის“ ბრძოლაა, ხოლო მალერისა „ფსიქოლოგიურად სუსტი, ჭირვეული მოზარდისა... რომელსაც სიამოვნებს საკუთარი საცოდავობა და სურს, მთელს სამყაროს აჩვენოს, თუ როგორ იტანჯება“.[159] მიუხედავად ამისა, შონბერგი აღიარებს, რომ მისი სიმფონიების უმეტესობაში არის ადგილები, სადაც მალერს, როგორც „ღრმა მოაზროვნეს“, ჩრდილავს მალერის, როგორც მუსიკოსის ბრწყინვალება. [153]

ჟანრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალგაზრდული პერიოდის გამოკლებით, რომლიდანაც მცირედი მასალაა შემორჩენილი, მლერი მხოლოდ სიმღერისა და სიმფონიის ჟანრში მუშაობდა და ეს ორი ერთმანეთთან მჭიდრო და კომპლექსურ კავშირში იყო.[შ 9] დონალდ მიჩელის აზრით, სწორედ ამ ურთიერთკავშირის ფონზე უნდა იყოს განხილული მალერის მუსიკა.[160] სიმღერასა და სიმფონიას შორის პირველი კავშირი ჩნდება „მგზავრის სიმღერებსა“ და პირველ სიმფონიაში. „ჯვარედინი დამტვერვის“ ეს ადრეული მტკიცებულება მნიშვნელოვანია, თუმცა, სიმღერისა და სიმფონიის ჟანრების მუდმივი თანაკვეთა მალერის „ჯადოსნური რქის“ პერიოდს უკავშირდება, რა დროსაც მისი მეორე, მესამე და მეოთხე სიმფონიები დაიწერა. თემები სიმღერიდან „ზეციური ცხოვრება“ (Das himmlische Leben, 1892), უმნიშვნელოვანესი ელემენტი გახდა 1896 წელს დასრულებულ მესამე სიმფონიაში; თავად სიმღერა მეოთხე სიმფონიის ფინალს წარმოადგენს (1900), ხოლო მის მელოდიას ცენტრალური ადგილი უჭირავს მთელს სიმფონიაში.[161] მეორე სიმფონიაზე მუშაობის პარალელურად (1888-1894) მალერი მუშაობდა სიმღერაზე „ანტონ პადუელი თევზებს უქადაგებს“ (Des Antonius von Padua Fischpredigt), რომელზე დაფუძნებული სკერცო სიმფონიის მესამე ნაწილი გახდა.[162] კიდევ ერთი სიმღერა ამ ციკლიდან, „პირველქმნილი ნათელი“ (Urlicht, 1892) მეორე სიმფონიის ბოლოსწინა, მეოთხე ნაწილადაა გამოყენებული.[163]

მალერის შუა და გვიანდელ პერიოდებში კავშირი სიმღერებსა და სიმფონიებს შორის ნაკლებად პირდაპირია.[151] მიუხედავად ამისა, მიჩელი მაინც ამჩნევს კონკრეტულ კავშირებს შუა პერიოდის სიმღერებსა და ამ პერიოდისვე სიმფონიებს შორის. მაგალითად, Kindertotenlieder-ის მეორე სიმღერა და Adagietto მეხუთე სიმფონიიდან, იმავე ციკლის ბოლო სიმღერა და მე-6 სიმფონიის ფინალი.[164][165] მალერის ბოლო ვოკალურ-საორკესტრო ნაწარმოები, „დედამიწის სიმღერა“, ატარებს ქვესათაურს „სიმფონია“. მიჩელის აზრით, იგი სიმღერაც არის და სიმფონიაც.[151]

სტილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერისა და სიმფონიის ფორმათა ერთიანობა მალერის მუსიკაში, კუკის აზრით, ორგანულია: „მისი სიმღერები ბუნებრივად იფურჩქნებიან სიმფონიებში, რადგან თავიდანვე სიმფონიურ ყალიბში არიან ჩამოსხმული“.[166] ჟან სიბელიუსთან მალერმა შემდეგი აზრი გამოთქვა: „სიმფონია სამყაროსავით უნდა იყოს, იგი ყველაფერს უნდა მოიცავდეს“.[167] ამ შეხედულების შესაბამისად, მალერი მასალას მრავალი სხვადასხვა წყაროდან იღებდა და სიმღერებსა და სიმფონიებში იყენებდა. მათ შორისაა ფრინველთა გალობა და პირუტყვის ზარები ბუნებისა და სოფლის განწყობისათვის; საყვირების მუსიკა, ქუჩის მელოდიები, სოფლის ცეკვები თავისი ბავშვობის დაკარგული სამყაროს გასაცოცხლებლად. ცხოვრებისეული სირთულეები კონტრასტული განწყობებითაა წარმოდგენილი: მიზნისკენ სწრაფვა ფართო მელოდიებითა და ქრომატიული ჰარმონიით, ტანჯვა და უიმედობა კი დისონანსით, დამახინჯებითა და გროტესკით. ამ თვისებათა შორის გამორჩეულია მალერის განსაკუთრებული ხერხი — ბანალურობისა და აბსურდულობის მუდმივი შემოჭრა ღრმად სერიოზულ მომენტებში. ამის ტიპური მაგალითია მე-5 სიმფონიის მეორე ნაწილი, სადაც ტრივიალური პოპულარული მელოდია სამგლოვიარო მარშში იჭრება. ეს მელოდია მალევე იცვლის ხასიათს და გარკვეულ ხანში გვევლინება ბრუკნერისეული დიდებული ქორალის სახით, რომელსაც მალერი იმედისა და კონფლიქტის გადაწყვეტის სიმბოლოდ იყენებს.[168] თავისივე მუსიკაში არსებული ეს იდიოსინკრეზი მალერსაც კარგად ესმოდა. მე-3 სიმფონიის სკერცო თავადვე აღწერა, როგორც „ყველაზე არასერიოზული და ამავე დროს, ყველაზე ტრაგიკული პიესა, რაც კი არსებულა... თითქოს ბუნება სახეებს იცვლის და ენას გვიყოფს“.[169]

მუსიკალური განწყობების ეს დიაპაზონი, კუკის მტკიცებით, მალერის „გასაოცარი ორკესტრობიდან“ მოდის, რომელიც, მის აზრით, ანალიზს არ ექვემდებარება — „ის საკუთარ თავზე თავად საუბრობს“.[170] ფრენკლინი მალერის სტილის ძირითად თვისებებს შემდეგნაირად ჩამოთვლის: უკიდურესად მაღალი და დაბალი დინამიკა, სცენის გარეთა ანსამბლების გამოყენება, უჩვეულო საორკესტრო ძალები, ასევე, ისეთი პოპულარული და საცეკვაო ფორმების ხშირი გამოყენება, როგორიცა ლენდლერი და ვალსი.[156] მუსიკათმცოდნე ვლადიმირ კარბუსიცკი ამტკიცებს, რომ მალერის ებრაულ წარმომავლობას მის შემოქმედებაზე ძლიერი გავლენა ჰქონდა. იგი კონკრეტულად ასახელებს 1-ლი სიმფონიის მესამე ნაწილის ცენტრალურ მონაკვეთს, როგორც მალერის მუსიკის ყველაზე უფრო „ებრაულ“ მომენტს.[171] ებრაული მელოდიები და რიტმები მალერის მუსიკაში ჩეხმა კომპოზიტორმა და ჟურნალისტმა, მაქს ბროდმაც იპოვა.[172]

მალერის მიერ ხშირად გამოყენებული ტექნიკური ხერხია „პროგრესირებადი ტონალობა“, რომელიც, კუკის აღწერით, არის „სიმფონიური კონფლიქტის გადაწყვეტის პროცედურა განსხვავებულ ტონალობაში იმისგან, რომელშიც იგი დაიწყო“.[170] იგი ხშირად გამოიყენება, „როგორც სიმბოლო რაიმე ღირებულების აღზევებისა ერთი ტონალობიდან მეორეში პროგრესირების გზით“.[173] ამავე ხერხს მალერის დანიელი თანამედროვე, კარლ ნილსენიც იყენებდა. თავად მალერმა ეს ხერხი პირველად ადრეულ სიმღერაში გამოიყენა, სახელწოდებით Erinnerung („მოგონება“), შემდეგ კი სიმფონიებშიც თავისუფლად იყენებდა. მაგალითად, 1-ლი სიმფონიის უმთავრესი ტონალობა რე-მაჟორია. ფინალის, ანუ „კონფლიქტური“ ნაწილის დასაწყისში ტონალობა ფა-მინორით იცვლება და მხოლოდ ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, თითქმის დასასრულს, ბრუნდება რე. მეორე სიმფონია დო-მინორში იწყება და მი-მაჟორში სრულდება.[170] მე-5 სიმფონიის ნაწილები პროგრესირებენ დო-მინორიდან ლა-მინორში, შემდეგ რე-მაჟორში, ფა-მაჟორში და ბოლოს, რე-მაჟორში.[150] მე-6 სიმფონია, მალერისთვის უჩვეულოდ, ერთსა და იმავე ტონალობაში, ლა-მინორში, იწყება და სრულდება, რაც იმის მანიშნებელია, რომ კონფლიქტი გადაუჭრელი რჩება.[174]

გამოხმაურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული რეაქციები, 1889–1911[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Caricature of Mahler surrounded by comical musical instruments, including a motor horn which he is operating by the use of his feet
სატირული კომენტარი მალერის მე-6 სიმფონიის შესახებ: „ღმერთო, მანქანის საყვირი დამავიწყდა! ახლა ახალი სიმფონიის დაწერა მომიწევს!“

მალერის მეგობრის, გუიდო ადლერის გამოთვლით, მალერის გარდაცვლების დროისთვის (1911) მისი სიმფონიები ევროპაში, რუსეთსა და ამერიკაში 260-ზე მეტჯერ იყო შესრულებული, მათ შორის კი 61 შესრულებით მე-4 სიმფონია ლიდერობდა (სიმღერების შესრულებათა რიცხვი ადლერს არ დაუთვლია).[175] კომპოზიტორის სიცოცხლეში მისი ნაწარმოებები და მათი შესრულებები დიდ ინტერესს იწვევდა, თუმცა, მათზე რეაქციები არაერთგვაროვანი იყო ხოლმე. 1-ლი სიმფონიის პრემიერიდან (1889) წლების შემდეგაც კი კრიტიკოსებსაც და პუბლიკასაც მისი გააზრება უჭირდათ. 1898 წელს დრეზდენში შესრულების შემდეგ ერთმა კრიტიკოსმა მას უწოდა „ყველაზე მოსაწყენი სიმფონიური ნამუშევარი, რომელიც ახალმა ეპოქამ წარმოშვა“.[176] მე-2 სიმფონიას უფრო დადებითი გამოხმაურება მოჰყვა; ერთმა კრიტიკოსმა მას „მენდელსონის შემდეგ ყველაზე ოსტატური ნამუშევარი“ უწოდა.[177] მსგავსი ქება იშვიათი იყო, განსაკუთრებით, მალერის მიერ ვენის ოპერის დირექტორის თანამდებობის დაკავების შემდეგ. ქალაქში მას ბევრი მტერი ჰყავდა, რომლებიც ანტისემიტურ და კონსერვატიულ პრესას მისი მუსიკის ნებისმიერი პერფორმანსის დასაკნინებლად იყენებდნენ,[178] იმდენად, რომ მე-3 სიმფონია, რომელიც კრეფელდში წარმატებით შესრულდა (1902), ვენაში მტრულად მიიღეს: „ნებისმიერი, ვინც ამის მსგავს რამეს ჩაიდენს, ციხეში ორიოდე წლის გატარებას იმსახურებს.“[179]

მალერის ახალი სიმფონიების შემთხვევაში ჩვეული გამოხმაურება ენთუზიაზმის, გაურკვევლობისა და კრიტიკის ნაზავს წარმოადგენდა ხოლმე, თუმცა, სიმღერებს ყოველთვის უკეთ იღებდნენ.[180] მას შემდეგ, რაც მე-4 და მე-5 სიმფონიებმა პუბლიკის მხრიდან მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, მალერი დარწმუნებული იყო, რომ წარმატებას მე-6 მიაღწევდა.[181] მიუხედავად ამისა, კომპოზიტორის მიერ დასარტყამი ინსტრუმენტების უჩვეულო გამოყენების გამო მას სატირული კომენტარები მოჰყვა — სიმფონიაში გამოყენებულია დიდი ხის ურო, ხის ჯოხები და უზარმაზარი, ოთხკუთხედი დაფდაფი.[182] ვენელი კრიტიკოსის, ჰაინრიხ რაინჰარდტის შეფასებით სიმფონია იყო „ჩასაბერები, ბევრი ჩასაბერები, დაუჯერებლად ბევრი ჩასაბერები! კიდევ უფრო მეტი ჩასაბერები, არაფერი ჩასაბერების გარდა!“[183] მალერის ერთი აბსოლუტური წარმატება მისი მე-8 სიმფონიის ტრიუმფი იყო 1910 წლის 12 სექტემბერს, მიუნხენში. ნაწარმოები რეკლამირებული იყო, როგორც „სიმფონია ათასისთვის“.[შ 10] პრემიერის დასასრულს ოვაციებმა, გადმოცემით, ნახევარ საათს გასტანა.[127]

შედარებით მივიწყება, 1911–50[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მალერის ნაწარმოებები მისი გარდაცვალების შემდეგ შედარებით იშვიათად სრულდებოდა. ნიდერლანდებში მალერის მუსიკის პოპულარობას ვილემ მენგელბერგი უზრუნველყოფდა, ვისმა თანამშრომლობამაც ნიუ-იორკის ფილარმონიულ ორკესტრთან 1922-1928 წლებში მალერი ამერიკულ აუდიტორიასთანაც მიიტანა.[175] თუმცა, 1920-იან წლებში ამერიკული კრიტიკის რეაქცია მალერის მუსიკაზე მეტწილად ნეგატიური იყო, მიუხედავად ახალგაზრდა აარონ კოპლანდის მცდელობებისა, მალერი წარმოეჩინა პროგრესულ შემოქმედად, რომელიც თავის ეპოქას 30 წლით უსწრებდა და გაცილებით უფრო დიდი ინოვატორი იყო, ვიდრე რიხარდ შტრაუსი.[185] შედარებით ადრე, 1916 წელს ლეოპოლდ სტოკოვსკიმ მე-8 სიმფონიის და „დედამიწის სიმღერის“ პრემიერები ფილადელფიაში იდირიჟორა. მერვეს სენსაციური წარმატება ხვდა წილად. იგი დაუყოვნებლივ წაიღეს ნიუ-იორკში, სადაც კიდევ უფრო დიდი ტრიუმფი მოახდინა.[184] დიდ ბრიტანეთში მალერის პოპულარიზაციას ედრიენ ბოულტი ეწეოდა, რომელმაც, ბირმინგემის ორკესტრის დირიჟორობისას ჯერ მე-4 სიმფონია (1926), ხოლო მოგვიანებით, „დედამიწის სიმღერა“ (1930) წარუდგინა მსმენელს.[186] 1931 წელს მანჩესტერში ჰალეს ორკესტრმა „დედამიწის სიმღერა“ და მე-9 სიმფონია ჩაიტანა. ლონდონში, სერ ჰენრი ვუდმა მე-8 ჯერ 1930, ხოლო მეორედ 1937 წელს იდირიჟორა. მეორე პერფორმანსს ახალგაზრდა ბენჯამინ ბრიტენი ესწრებოდა, რომელსაც შესრულება არ მოეწონა, თუმცა, მუსიკით დიდად მოიხიბლა.[187] ამ პერიოდში ბრიტანელი კრიტიკოსები მალერისთვის მოკრძალებულ ქებას თუ გაიმეტებდნენ ხოლმე. მაგალითად, დინლი ჰასი 1934 წელს წერდა, რომ თუმცა „საბავშვო სიმღერები“ შესანიშნავი იყო, სიმფონიები წარსულს უნდა ჩაბარებოდა.[188] კომპოზიტორი და დირიჟორი იულიუს ჰარისონი მალერის სიმფონიებს ახასიათებდა, როგორც „საინტერესოს ზოგჯერ, მაგრამ წვალებით აგებულს“, რომლებსაც შემოქმედებითი ნაპერწკალი აკლდა.[189] ჯორჯ ბერნარდ შოუ, როგორც მუსიკის კრიტიკოსი, ფიქრობდა, რომ 1930-იანი წლების მუსიკალურ აუდიტორიას მალერი და ბრუკნერი „ძვირ, მაგრამ მეორეხარისხოვან“ მუსიკად მოეჩვენებოდა.[190]

ავსტრიისა და გერმანიის საკონცერტო დარბაზებში მალერის მუსიკას, ძირითადად, ბრუნო ვალტერი, კომპოზიტორის ახალგაზრდა ასისტენტი ოტო კლემპერერი და ვილემ მენგელბერგი დირიჟორობდნენ, ვიდრე ნაცისტურმა რეჟიმმა იგი „დეგრადირებული მუსიკის“ სიაში არ შეიყვანა და არ აკრძალა.[175] 1934-1938 წლებში, ავსტრიაში, მალერის მუსიკამ მოკლე რენესასნსი განიცადა, რაც ავსტროფაშიზმის პერიოდთან იყო დაკავშირებული. ამ დროს, ალმა მალერი და ბრუნო ვალტერი, რომლებიც ახალ კანცლერთან, კურტ შუშნიგთან მეგობრულ დამოკიდებულებაში იყვნენ, ცდილობდნენ მალერის ეროვნულ სიმბოლოდ ქცევას (გერმანიაში ვაგნერის სტატუსის მსგავსად).[191] ნაცისტურ ერაში მალერის მუსიკა შესრულდა 1941 წლის დასაწყისში, ბერლინში, ასევე, ამსტერდამში ნიდერლანდების გერმანული ოკუპაციის დროს ებრაელებისთვის, ებრაული ორკესტრების მიერ. ნაწარმოებებს შორის იყო მე-2 სიმფონია (ბერლინი), 1-ლი და მე-4 სიმფონიები, ასევე, „მგზავრის სიმღერები“ (ამსტერდამი).[192]

თანამედროვე გაცოცხლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამერიკელი კომპოზიტორის, დეივიდ შიფის მიხედვით, მისი თანამემამულე, ლენარდ ბერნსტაინი ხშირად მიანიშნებდა, რომ მან მარტომ იხსნა მალერი დავიწყებისგან 1960-იან წლებში, 50-წლიანი იგნორირების შემდეგ. შიფი აღნიშნავს, რომ ეს მივიწყება, სინამდვილეში, შედარებითი იყო და ბევრად უფრო ნაკლები, ვიდრე ბახის მუსიკას ხვდა წილად მისი გარდაცვალების შემდეგ. თუმცა ბერნსტაინმა მალერის მუსიკის გამოცოცხლების პროცესს დამატებითი ბიძგი მისცა, იგი 1960-იან წლებამდეც მიმდინარეობდა ისეთი დირიჟორების თაოსნობით, როგორიც იყო სტოკოვსკი, დიმიტრი მიტროპულოსი, ჯონ ბარბიროლი და მალერის დიდი ხნის თაყვანისმცემელი, აარონ კოპლანდი.[193] ისტორიაში თავისი ადგილი მალერმაც სწორად იწინასწარმეტყველა: „ნეტავ შემეძლოს, ჩემი სიმფონიები პირველად ჩემი სიკვდილიდან 50 წლის შემდეგ შევასრულო!“ [194]

დერიკ კუკი ამტკიცებს, რომ მალერის პოპულარობის ზრდა მუსიკის მოყვარულთა ახალი, ომისშემდგომი თაობების გამოჩენამ გამოიწვია, როლებიც არ იყვნენ გასვრილი „ანტი-რომანტიზმის შესახებ ყავლგასული პოლემიკით“, რომელმაც ომთაშორის წლებში მალერის რეპუტაციაზე ცუდად იმოქმედა. ამ ახალ, უფრო თავისუფალ ეპოქაში მალერის მუსიკამ შეაღწია საფრანგეთში, ესპანეთსა და იტალიაშიც, სივრცეებში, რომლებიც მის მიმართ დიდი ხნის განმავლობაში მიუღებლობით გამოირჩეოდნენ.[195] რობერტ კარი 1950-იან წლებში მალერის გამოცოცხლების ბევრად მარტივ ახსნას გვთავაზობს, რომლის მიხედვითაც „ვინილის (LP) ჩანაწერების გამოჩენა და არა „ცაიტგაისტი“ იყო ის, რამაც სრული გარღვევა შესაძლებელი გახადა. მალერის მუსიკის დაკვრა და გამეორება უკვე სახლშიც იყო შესაძლებელი.“[175] 1960 წლიდან, ასწლოვანი იუბილეს შემდეგ, მალერი სწრაფად გახდა ერთ-ერთი ყველაზე ხშირად შესრულებული და ჩაწერილი კომპოზიტორი და ამ სტატუსს დღემდე ინარჩუნებს. ბრიტანეთში და სხვაგანაც, კარის აზრით, მალერის ზედმეტად ხშირმა შესრულებამ შიმშილი ნაყროვანებით შეცვალა და მისი მუსიკის ზედმეტი გაშინაურების პრობლემა მოიტანა.[175] ჰაროლდ შონბერგი შენიშნავს, რომ იშვიათია კომპოზიტორი, „რომელიც უფრო მეტ ერთგულებას იწვევს“ და რომ ნებისმიერი კრიტიკოსი, რომელიც მალერის სიმფონიაზე აღფრთოვანებას არ გამოხატავს, „გრძელი, მრისხანებით სავსე წერილების“ ადრესატი ხდება. [196]

1902 წლის 16 თებერვალს ალმასთვის მიწერილ წერილში მალერი რიხარდ შტრაუსის შესახებ ამბობს: „ჩემი დღე მაშინ დადგება, როცა მისი დასრულდება. ნეტავ ვიცოცხლო იმ დრომდე და შენც გვერდით მყავდე!“[197] კარი შენიშნავს, რომ მალერს შეეძლო ეცოცხლა „თავის დღემდე“: მისი თანამედროვე რიხარდ შტრაუსი 1949 წელს გარდაიცვალა, ხოლო სიბელიუსმა, რომელიც მალერზე სულ 5 წლით იყო უმცროსი, 1957 წლამდე იცოცხლა.[198]

გავლენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დონალდ მიჩელი წერს, რომ მალერის გავლენა კომპოზიტორთა შემდეგ თაობებზე „ცალკე თემას წარმოადგენს“. [199] მისი პირველი მოციქულები არნოლდ შონბერგი და მისი მოსწავლეები – ალბან ბერგი და ანტონ ვებერნი იყვნენ, რომელთაც ვენის მეორე სკოლა დააფუძნეს.[200] მალერის მუსიკის გავლენით მივიდა ეს ტრიო პროგრესული ტონალობიდან ატონალობამდე, რომელსაც მალერი უარყოფდა, მაგრამ შონბერგის გაბედულ ნამუშევრებს ყოველთვის მტკიცედ იცავდა. გადმოცემით, 1907 წლის თებერვალში, შონბერგის პირველი სიმებიანი კვარტეტის პრემიერაზე მალერის ფიზიკურად გაკავება გახდა საჭირო, რათა პერფორმანსის მოწინააღმდეგეებს ხელით არ შეხებოდა.[201] შონბერგის სერენადა, თხზ. 24 (1923), ბერგის სამი პიესა ორკესტრისათვის (1915) და ვებერნის ექვსი პიესა (1928) იმ ნაწარმოებებს მიეკუთვნება, რომლებიც მალერის მეშვიდე სიმფონიის გავლენას ამჟღავნებს.[202]

კომპოზიტორთა შორის, რომლებიც მალერის გავლენის ქვეშ იყვნენ, მიჩელი ასახელებს ამერიკელ აარონ კოპლანდს, გერმანელ სიმღერისა და სცენის კომპოზიტორ კურტ ვაილს,[203] იტალიელ ლუჩანო ბერიოს, რუს დიმიტრი შოსტაკოვიჩს და ინგლისელ ბენჯამინ ბრიტენს.[199] მალერის შემოქმედებამ გავლენა იქონია ლენარდ ბერნსტაინზე და სამუელ ბარბერზეც.[204] 1989 წელს მიცემულ ინტერვიუში პიანისტმა და დირიჟორმა ვლადიმირ აშკენაზიმ თქვა, რომ მალერსა და შოსტაკოვიჩს შორის კავშირი „ძალიან ძლიერი და ცხადი“ იყო, მათი მუსიკა კი წარმოადგენდა „ინდივიდის წინააღმდეგობას სამყაროსთან“.[205] მიჩელი ხაზს უსვამს ბრიტენის „საოცრად დაკვირვებულ, მოზომილ და დამოუკიდებელ წერას ხის ჩასაბერებისათვის... 1963 წლის ჩელოს სიმფონიის პირველ ნაწილში, რომელიც ცხადად მიეკუთვნება თავბრუდამხვევი გამჭვირვალობის და ინსტრუმენტული ემანსიპაციის იმ დონეს, რომელიც მალერმა დამკვიდრა“. მიჩელი შემდგნაირ დასკვნას აკეთებს: „მისი საკუთარი მუსიკა რომც არ გადარჩენილიყო, მალერი მაინც მოიპოვებდა უკვდავებას ამ გამოჩენილი მემკვიდრეების მუსიკაში, რომელთაც მიიღეს მისი ხელოვნება და შეითვისეს მისი ხერხები“.[199]

ძეგლები და მუზეუმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰამბურგში არსებობს გუსტავ მალერის მუზეუმი, რომელიც მის ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნება. იგი მდებარეობს ჰამბურგის კომპოზიტორთა კვარტალში.[206]

იტალიაში, სამხრეთ ტიროლში, ტობლახის ახლოს მდებარე ალტშლუდერბახში მდებარე კომპოზიტორის კოტეჯში მცირე მუზეუმია განთავსებული. იგი Gustav Mahler Stube-სთან მდებარე ზოოპარკის ტერიტორიაზე მდებარეობს. თავად „Stube“ რესტორანს და მცირე სასტუმროს მოიცავს და მუზეუმი ადრე მის პირველ სართულზეც იყო. აქ ცხოვრობდნენ მალერი და მისი მეუღლე 1907-1910 წლებში.[207]

სახლი იიჰლავაში, სადაც მალერი გაიზარდა, ამჟამად აღდგენილია და მასში განთავსებული მუზეუმი კომპოზიტორის ახალგაზრდობის წლებს და იმ პერიოდში ქალაქის ცხოვრებას ეძღვნება.

შემორჩენილია მალერის კუთვნილი ორი „საკომპოზიტორო კოტეჯი“; ორივე მათგანში მცირე მუზეუმებია გახსნილი. ერთი მათგანი ზემო ავსტრიაში, ატერზეეს ნაპირზე მდებარეობს,[208] მეორე კი ვერტერზეესთან, კარინთიაში.[209]

შენიშვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „ზეკინგენელი მესაყვირის“ მუსიკა მეტწილად დაკარგულია. მისი ერთ-ერთი ნაწილი, სახელად "Blumine" შედიოდა მალერის 1-ლი სიმფონიის თავდაპირველ, ხუთნაწილიან ვერსიაში.[45]
  2. შესაძლებელია, რომ მალერი ამ კრებულს ადრეც იცნობდა, რამდენადაც პირველი მისი ლექსებიდან „მგზავრის სიმღერებისთვის“ სწორედ ამ ტექსტს ეფუძნებოდა.[50]
  3. ზოგიერთი წყარო დანიშვნის თარიღად 1897 წლის 8 სექტემბერს ასახელებს.[80] ლა გრანჟის თანახმად, მალერის დირექტორობის ბრძანება 8 ოქტომბრით თარიღდება და მას ხელი იმპერატორის მხრიდან ლორდმა ჩემბერლენმა, 15 ოქტომბერს მოაწერა.
  4. ალმა შინდლერი, მალერის მომავალი ცოლი, აცხადებდა, რომ როლერი მალერს თავად გააცნო 1902 წლის იანვარში, თავისი მამინაცვლის სახლში. მიუხედავად ამისა, არსებობს მტკიცებულება, რომ როლერი კარის ოპერის ზოგიერთ პროდუქციაზე 1901 წლის იანვრიდან მუშაობდა.[87]
  5. კონცერტები წარმოადგენდა წლიურ პროგრამას გამომწერთათვის, რომელსაც ვენის ფილარმონიული ორკესტრი ასრულებდა. ორკესტრში ვენის კარის ოპერის ორკესტრის საუკეთესო მუსიკოსები უკრავდნენ, რის გამოც მალერი მათთვის ამ პოსტის დაკავებამდეც კარგად ნაცნობი დირიჟორი იყო.[99]
  6. სიმღერა რიუკერტის ერთ-ერთ ლექსზე, „Liebst du um Schönheit“ მალერმა გაორკესტრების გარეშე დატოვა და ეს, მოგვიანებით, ლიფციგელმა მუსიკოსმა, მაქს პუტმანმა გააკეთა. იგი, როგორც წესი, სხვებთან ერთად სრულდება.[106]
  7. ამის მაგალითია მალერის წერილები მეუღლის მიმართ, რომელიც 1910 წელს, მიუნხენიდან გაუგზავნა: „ჩემო საყვარელო, გიჟურად საყვარელო ალმშილი! დამიჯერე, სიყვარულით ავად ვარ!“[116] თუმცა, ბიოგრაფი რობერტ კარი ვარაუდობს, რომ წერილები, რომლებიც ალმამ თავის წიგნში „მემუარები და წერილები“ (1940) შეიტანა, სპეციალურად შერჩეული და ზოგჯერ, რედაქტირებულია.[117]
  8. არსებობს სპეციალური ტერმინიც კი, „ალმას პრობლემა“, რომელიც მომდევნო პერიოდის მკვლევარებისთვის ალმა მალერის მიერ ფაქტების დამახინჯებით გამოწვეულ სირთულეებს ასახავს. ჯონათან კარი წერს: „თანდათანობით, ალმას შესახებ მეტი რამ აღმოჩნდა, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა ეჭვი მის მიერ გამოქვეყნებულ ნაშრომზე... აღმოჩნდა მალერის წერილები უფრო სრული სახით, ვიდრე ეს ალმას აქვს გადმოცემული. ახლა უკვე ნათელია, რომ მან უბრალოდ შეცდომები კი არ დაუშვა და მოვლენებს, უბრალოდ, „საკუთარი თვალით შეხედა“, არამედ, შეგნებულად დაამახინჯა მონაცემები“.[143]
  9. მიჩელი ასხვავებს „სიმღერას“ და „სიმღერების ციკლს“, ასევე, უარყოფს ტერმინს „სიმღერა-სიმფონია“, რომელსაც უწოდებს „საშინელ კლიშეს, რომელიც მალერის კრიტიკოსების საეჭვო ისტორიას ეკუთვნის“.[151]
  10. სათაურს „სიმფონია ათასისთვის“ მალერი არ აღიარებდა. რობერტ კარის მიხედვით, მიუნხენის პრემიერაზე 1,000-ზე ნაკლები შემსრულებელი იყო.[127] რაც შეეხება სიმფონიის ამერიკულ პრემიერას 1916 წელს ლეოპოლდ სტოკოვსკის დირიჟორობით, მასში ნამდვილად მონაწილეობდა 1,068 შემსრულებელი, რომელთაგანაც 950 გუნდის მომღერალი იყო.[184]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამატებითი ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118576291 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  5. 5.0 5.1 Find a Grave — 1996.
  6. 6.0 6.1 IMSLP — 2006.
  7. 7.0 7.1 Wiener J. Mahler, Gustav (07 July 1860–18 May 1911), composer and conductor // American National Biography Online / S. Ware[New York]: Oxford University Press, 2017. — ISSN 1470-6229doi:10.1093/ANB/9780198606697.ARTICLE.1803576
  8. 8.0 8.1 Discogs — 2000.
  9. 9.0 9.1 filmportal.de — 2005.
  10. 10.0 10.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  11. 11.0 11.1 Czech National Authority Database
  12. 12.0 12.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  13. 13.0 13.1 GeneaStar
  14. 14.0 14.1 Roglo — 1997. — 9000000 ეგზ.
  15. 15.0 15.1 Babelio — 2007.
  16. 16.0 16.1 Musicalics
  17. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  18. 18.0 18.1 18.2 18.3 Archivio Storico Ricordi — 1808.
  19. 19.0 19.1 19.2 The Fine Art Archive — 2003.
  20. 20.0 20.1 20.2 Česká divadelní encyklopedie
  21. Малер Густав // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  22. Большая российская энциклопедияМосква: Большая российская энциклопедия, 2004.
  23. Brown, 2016
  24. Blaukopf, pp. 15–16
  25. Cooke, p. 7
  26. 26.0 26.1 26.2 Sadie, p. 505
  27. 27.0 27.1 27.2 Blaukopf, pp. 18–19
  28. 28.0 28.1 28.2 28.3 28.4 Franklin, Peter. (2007)Mahler, Gustav. Oxford Music Online. ციტირების თარიღი: 21 February 2010 (1. Background, childhood education 1860–80)
  29. Carr, pp. 8–9
  30. 30.0 30.1 30.2 Blaukopf, pp. 20–22
  31. Blaukopf, pp. 25–26
  32. Sadie, p. 506
  33. Mitchell, Vol. I pp. 33–38
  34. 34.0 34.1 Blaukopf, pp. 30–31
  35. 35.0 35.1 Blaukopf, pp. 33–35
  36. Blaukopf, pp. 39–40
  37. 37.0 37.1 Carr, pp. 23–24
  38. Cooke, p. 22
  39. Sadie, p. 527
  40. 40.0 40.1 Carr, pp. 24–28
  41. 41.0 41.1 Carr, pp. 30–31
  42. 42.0 42.1 Franklin, (2. Early conducting career, 1880–83).
  43. 43.0 43.1 Carr, pp. 32–34
  44. 44.0 44.1 44.2 Carr, pp. 35–40
  45. 45.0 45.1 45.2 Sadie, p. 507
  46. Franklin, (3. Kassel, 1883–85).
  47. 47.0 47.1 47.2 47.3 47.4 47.5 Franklin, (4. Prague 1885–86 and Leipzig 1886–88).
  48. Carr, p. 43
  49. 49.0 49.1 49.2 49.3 Carr, pp. 44–47
  50. 50.0 50.1 Blaukopf, pp. 61–62
  51. Carr, p. 49
  52. Carr, p. 50
  53. 53.0 53.1 Cooke, pp. 27–30
  54. Carr, pp. 48–49
  55. Franklin, (10. Das klagende Lied, early songs, First symphony).
  56. 56.0 56.1 Mitchell, Vol II pp. 51–53
  57. 57.0 57.1 57.2 57.3 57.4 Franklin, (5. Budapest 1888–91).
  58. 58.0 58.1 58.2 58.3 58.4 58.5 Sadie, pp. 508–09
  59. Carr, p. 52
  60. Mitchell, Vol. II p. 154
  61. Carr, თარგი:Pp.
  62. Carr, p. 56
  63. Blaukopf, p. 83
  64. 64.0 64.1 64.2 64.3 64.4 Franklin, (6. Hamburg 1891–97).
  65. Steen, p. 750
  66. Carr, p. 59
  67. Mitchell, Vol. II p. 158
  68. Blaukopf, p. 119
  69. Carr, p. 51
  70. Carr, pp. 81–82
  71. Carr, pp. 83–84
  72. Smith 2002, pp. 76–77.
  73. La Grange, Vol. 2 p. 20
  74. La Grange, Vol. 2 pp. 20–21
  75. La Grange, Vol 2 p. 5
  76. 76.0 76.1 76.2 76.3 Franklin (7. Vienna 1897–1907)
  77. La Grange, Vol 2 pp. 32–36
  78. La Grange, Vol 2 pp. 49–51
  79. La Grange, Vol 2 p. 54
  80. Sadie, p. 509
  81. La Grange, Vol 2 pp. 65–67
  82. Stefan Zweig, Die Welt von Gestern. Erinnerungen eines Europäers, quoted in Fischer, 2011, p. 50
  83. Stefan Zweig, Die Welt von Gestern. Erinnerungen eines Europäers, quoted in Fischer 2011, p. 58.
  84. 84.0 84.1 La Grange, Vol. 3 pp. 941–44
  85. La Grange, Vol. 3 pp. 249–52
  86. La Grange, Vol. 2 pp. 515–16, 560–61
  87. Carr, pp. 138–39
  88. 88.0 88.1 88.2 88.3 88.4 88.5 88.6 Sadie, pp. 510–11
  89. Mitchell, Vol. II pp. 419–22
  90. La Grange, Vol. 2 pp. 130–31, 630–31
  91. La Grange, Vol. 2 pp. 632–34.
  92. 92.0 92.1 Carr, pp. 150–51
  93. Schonberg, p. 140
  94. Snowball, p. 246
  95. Blaukopf, pp. 217–19
  96. 96.0 96.1 Sadie, pp. 512–13
  97. Carr, pp. 154–55
  98. La Grange, Vol 2 p. 116
  99. Blaukopf, pp. 150–51
  100. La Grange, Vol. 2 p. 117
  101. 101.0 101.1 Carr, pp. 87–94
  102. La Grange, Vol. 2 pp. 263–64
  103. Carr, p. 233
  104. Blaukopf, p. 137
  105. 105.0 105.1 105.2 Cooke, pp. 71–94
  106. Carr, p. 129
  107. Carr, p.148
  108. 108.0 108.1 La Grange, Vol. 2 pp. 418–20
  109. A. Mahler, pp. 3–5
  110. La Grange, Vol. 2 pp. 487–89
  111. La Grange, Vol. 2 p. 432
  112. La Grange, Vol. 2 p. 442
  113. Carr, p. 108
  114. Connolly, Sarah (2 December 2010). „The Alma Problem“. The Guardian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 August 2019. ციტირების თარიღი: 17 September 2019.
  115. Carr, pp. 143–44
  116. A. Mahler, pp. 334–38
  117. Carr, p. 107
  118. 118.0 118.1 118.2 118.3 118.4 Franklin (8. Europe and New York, 1907–11)
  119. Carr, pp. 152–54
  120. Blaukopf, p. 217
  121. Carr, p. 163
  122. A Mahler, p. 143
  123. Anon. 1909.
  124. Anon. 1908.
  125. Blaukopf, pp. 225–26
  126. Carr, pp. 172–73
  127. 127.0 127.1 127.2 Carr, p. 207
  128. Blaukopf, p. 254
  129. Cooke, pp. 118–19
  130. Bert van der Waal van Dijk. Chronology – Year 1910. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ნოემბერი 2017. ციტირების თარიღი: 3 November 2017
  131. „The Philharmonic Concert – An Interesting Programme of Music Representing Italy“. The Sun. New York. 22 February 1911. p. 7. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 February 2014. ციტირების თარიღი: 16 September 2013.
  132. Lebrecht, p. 217
  133. Blaukopf, p. 233
  134. Carr, p. 214
  135. Fischer, Jens Malte; Translated by Stewart Spencer (April 2013) Gustav Mahler. Yale University Press, გვ. 683. ISBN 978-0-300-19411-1. 
  136. Fischer, Jens Malte; Translated by Stewart Spencer (April 2013) Gustav Mahler. Yale University Press, გვ. 684. ISBN 978-0-300-19411-1. 
  137. Mahler, Alma. Gustav Mahler: Memories and Letters, გვ. 197. 
  138. Carr, pp. 2–3
  139. Anon. 1911.
  140. Mitchell, Vol. II pp. 413–15
  141. Steen, pp. 764–65
  142. Carr, pp. 106–10, 114
  143. Carr, p. 106
  144. Mitchell (The Mahler Companion), p. 580
  145. International Gustav Mahler Society, Vienna (Historical Notes: click on "The Society" and "History"). The International Gustav Mahler Society. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 აპრილი 2010. ციტირების თარიღი: 4 April 2010
  146. Cooke, pp. 27, 71, 103
  147. Cooke, p. 34
  148. La Grange, Vol. 2 pp. 757–59
  149. Cooke, p. 93
  150. 150.0 150.1 La Grange, Vol. 2 p. 805
  151. 151.0 151.1 151.2 151.3 Mitchell, Vol. II, p. 32
  152. 152.0 152.1 Sadie, pp. 524–25
  153. 153.0 153.1 Schonberg, p. 143
  154. Cooke, p. 103
  155. Blaukopf, p. 240
  156. 156.0 156.1 156.2 Franklin (9. Musical style)
  157. 157.0 157.1 Cooke, pp. 10–11
  158. Cooke, pp. 13–14
  159. Schonberg, p. 138
  160. Mitchell, Vol. II p. 47
  161. Mitchell, Vol. II p. 309
  162. La Grange, Vol. 2 p. 743
  163. Mitchell, Vol II p. 136
  164. Sadie, p. 519
  165. Mitchell, Vol. II pp. 36–41
  166. Cooke, p. 43
  167. Mitchell, Vol. II p. 286
  168. Cooke, pp. 16–17
  169. La Grange, Vol. 2 p. 179
  170. 170.0 170.1 170.2 Cooke, p. 14
  171. Barham, Karbusický, pp. 196–201
  172. Blaukopf, p. 140
  173. Deryck Cooke, RLPO notes 29 May 1964
  174. Cooke, pp. 83–87
  175. 175.0 175.1 175.2 175.3 175.4 Carr, pp. 221–24
  176. La Grange, Vol. 2 p. 99, p. 140
  177. La Grange, Vol. 2 pp. 141–42
  178. La Grange: Vol. 2 pp. 148–55, 307–09
  179. La Grange Vol. 3 pp. 68–69
  180. La Grange, Vol. 3 pp. 107–08
  181. La Grange, Vol. 3 p. 405
  182. La Grange, Vol. 3 pp. 412–13
  183. La Grange, Vol 3 p. 536
  184. 184.0 184.1 Ander Smith, p. 91
  185. Copland, pp. 149–50
  186. Mitchell (The Mahler Companion), p. 557
  187. Kennedy, Michael (13 January 2010). „Mahler's Mass Following“. The Spectator. London. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 March 2017. ციტირების თარიღი: 6 May 2016.
  188. Hussey, pp. 455–56
  189. Harrison, p. 237
  190. Shaw, p. 753
  191. Niekerk pp. 216–17, 271
  192. Niekerk pp. 216, 271
  193. Schiff 2001.
  194. Fischer, Jens Malte (April 2013) Gustav Mahler, 1st English, Yale UP, გვ. 692. ISBN 978-0-300-13444-5. 
  195. Cooke, pp. 3–4
  196. Schonberg, p. 137
  197. A. Mahler, pp. 220–21
  198. Steen. p. 742
  199. 199.0 199.1 199.2 Mitchell, Vol. II pp. 373–74
  200. Schonberg, pp. 256–58
  201. La Grange, Vol 3 pp. 608–09
  202. Carr, p. 105
  203. Mitchell, Vol. II p. 261
  204. Lebrecht, p. 5 excerpt დაარქივებული 2 February 2017 საიტზე Wayback Machine.
  205. Kozinn, 1989
  206. Deutschland Funk, Platz für Mahler und Mendelssohn-Geschwister დაარქივებული 16 September 2018 საიტზე Wayback Machine. , Dagmar Penzlin, 28 May 2018 (in German)
  207. Opus Klassiek, Componisten/werken – Gustav Mahler in Toblach (1908 ~ 1910) დაარქივებული 27 October 2018 საიტზე Wayback Machine. , 2004 (in Dutch)
  208. Georg Föttinger, Composing hut of Gustav Mahler Steinbach დაარქივებული 27 October 2018 საიტზე Wayback Machine. , Mahler Steinbach
  209. Die Presse, In Gustav Mahlers Komponierhäuschen am Wörthersee დაარქივებული 27 October 2018 საიტზე Wayback Machine. , Madeleine Napetschnig, 14 July 2018 (in German)