იოანე ნათლისმცემელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იოანე.
წმინდა იოანე ნათლისმცემელი, ტიციანი, 1542.

იოანე ნათლისმცემელი — სახარებების (მათე, მარკოზი) თანახმად, იესო ქრისტეს უახლოესი წინამორბედი, რომელმაც მესიის (ქრისტეს) მოსვლა იწინასწარმეტყველა. ცხოვრობდა უდაბნოში (ძველი აღთქმის წინასწარმეტყველის ელიას მსგავსად), ამხელდა საზოგადოების ბიწიერებას და მოუწოდებდა მონანიებისაკენ. მონათლა მრავალი ებრაელი, აგრეთვე იესო ქრისტე მდ. იორდანეში. იოსებ ფლავიუსის (ახ. წ. I საუკუნე) ცნობით, იოანე ნათლისმცემელი ჰეროიდე I-ის (I საუკუნის I ნახევარი) თანამედროვე იყო. ჰეროდემ თავისი საყვარლის ჰეროდიადას საამებლად იოანე ნათლისმცემელი საპყრობილეში ჩასვა, შემდეგ კი თავი მოაკვეთინა. სინამდვილეში იოანე ნათლისმცემლის კულტი ქრისტიანობაში უფრო ადრინდელი ებრაული სეატიდან უნდა შემოსულიყო.

იოანე ნათლისმცემლის თემა აისახა მხატვრობას (ა. ვეროკიო, ლეონარდო და ვინჩი, პ. ბრეიგელი, ა. ივანოვი) და ქანდაკებაში (დონატელო, ო.როდენი და სხვები). შუა საუკუნეების ხატწერაში იოანე ნათლისმცემელი ვედრების (ქრისტე, ღვთისმშობელი, იოანე ნათლისმცემელი) კომპოზიციის ერთ-ერთი აუცილებელი ფიგურა იყო.

ტროპარი[რედაქტირება]

ვიკიციტატა
„წინა-მორბედო და ნათლის-მცემელო იოანე, უდაბნოსა მოქალაქეო, რომელსა გესმა საღმრთო იგი ხმა მამისა, რომელი ღირს-იქმენ ძისა და უფლისა ნათლის-ცემად და იქმენ მხილველ სულისა წმიდისა, და ყოველთა გვიქადაგე ნათლისღება სინანულისა, ჩუენ ცოდვილთაცა მეოხ-გვეყავ, რათა ლოცვითა შენითა მოვიღოთ შენდობა ცოდვათა.“

კონდაკი[რედაქტირება]

ვიკიციტატა
„ქადაგსა სინანულისასა, ცოდვილთა მომწოდებელსა, და გურიტსა წმიდასა უდაბნოსა მოყუარესა, მერცხალსა ტკბილად მჴომარესა და იადონსა ხმა შუენიერსა, ნათლის-მცემელსა ქრისტესსა ლმობიერად შეუვრდეთ მორწმუნენო, რათა გვითხოვოს ქრისტესაგან მოტევება ცოდვათა და სულთა ჩუენთა დიდი წყალობა.“

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 5, გვ. 190191, თბ., 1980

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]