ანდრეა გეზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანდრეა გეზი
დაბ. თარიღი 16 ივნისი, 1965(1965-06-16) (58 წლის)
დაბ. ადგილი ნიუ-იორკი
მოქალაქეობა  აშშ
საქმიანობა ასტრონომი, უნივერსიტეტის პროფესორი, მათემატიკოსი[1] და მეცნიერი[1]
მუშაობის ადგილი კალიფორნიის უნივერსიტეტი[2]
ალმა-მატერი კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი და University of Chicago Laboratory Schools
ჯილდოები მაკართურის სტიპენდია[3] , ენი კენონის ჯილდო ასტრონომიაში[4] , ბეიკერის სახელობის ლექცია[5] , Maria Goeppert-Mayer Award[6] , კრაფორდის პრემია ასტრონომიაში[7] , Sackler Prize for Physics, ნობელის პრემია ფიზიკაში[8] [9] , Sven Berggren prize[10] , Packard Fellowship for Science and Engineering[11] , Royal Society Bakerian Medal და Newton Lacy Pierce Prize in Astronomy[12]
საიტი astro.ucla.edu/~ghez/

ანდრეა მია გეზი (ინგლ. Andrea Mia Ghez ; დ. 16 ივნისი, 1965, ნიუ-იორკი ) — ამერიკელი მეცნიერი-ასტრონომი, ასტროფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში (2020 წ.). ფილოსოფიის დოქტორი (1992), კალიფორნიის უნივერსიტეტის (ლოს-ანჯელესი) პროფესორი (სადაც მუშაობს 1994 წლიდან). აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის და ამერიკის ფილოსოფიური საზოგადოების წევრი (2012). მაკართურის სტიპენდიანტი, კრაფორდის პრემიის მფლობელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანდრეა გეზი დაიბადა ირლანდიური წარმოშობის კათოლიკე სიუზან გეზის (დაბ. გეიტონი, დ. 1937) და ებრაული წარმოშობის რომის მკვიდრი გილბერტ გეზის (1938–2015) ოჯახში. [13] [14] [15] გილბერტ გეზი და მისი მშობლები ელსი მარქსი და ჰენრი გუეს დე კასტელნუოვო რასობრივი კანონების მიღების შემდეგ იტალიიდან გაიქცნენ და ომის წლები გაატარეს ნიუ-იორკში. [13]

გოგონამ ბავშვობა გაატარა ჩიკაგოში, სადაც მისი მამა იყო რუზველტის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის ეკონომიკის პროფესორი, ხოლო დედა [16]ჩიკაგოს უნივერსიტეტის რენესანსის საზოგადოების ხელოვნების მუზეუმის დირექტორი და გამოფენების კურატორი. [17] თავიდან მათემატიკას სწავლობდა, მაგრამ შემდეგ სპეციალობა შეიცვალა და ფიზიკის ფაკულტეტზე გადავიდა. [18] მან მიიღო ბაკალავრის ხარისხი ფიზიკაში მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან 1987 წელს, ხოლო 1992 წელს — დოქტორის ხარისხი კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან. [19] ამჟამად ლოს-ანჯელესში კალიფორნიის უნივერსიტეტის ფიზიკისა და ასტრონომიის კათედრის პროფესორია (1994 წლიდან). არის ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი.

1998 წლიდან ასტროფიზიკოსთა ორმა ჯგუფმა რაინჰარდ გენზელისა და ანდრეა გეზის ხელმძღვანელობით დამოუკიდებლად ჩაატარა კვლევა სპეციალური ტექნოლოგიების გამოყენებით და მოიპოვა მტკიცებულება იმისა, რომ ჩვენი გალაქტიკის ცენტრში არის სუპერმასიური შავი ხვრელი, [20] რომელიც მზეზე 4 მილიონჯერ უფრო მასიურია. ანდრეა გეზი ატარებდა დაკვირვებებს ჰავაის კეკის ლაბორატორიაში, რეინჰარდ გენცელი — ევროპის სამხრეთ ობსერვატორიასა (ESO) და ლა სილიის ობსერვატორიაში ჩილეში.

შავი ხვრელის ძიებისას მეცნიერებმა ყურადღება მიაქციეს ირმის ნახტომის ერთ რეგიონში მტვრის ღრუბლებს. ვარსკვლავების მოძრაობაზე დაკვირვებისას ასტრონომებმა, რომლებსაც გენცელი და გენზი ხელმძღვანელობდნენ, დაასკვნეს, რომ მზის სისტემის ზომის რეგიონს დაახლოებით 4 მილიონი მზის მასა ჰქონდა.

2020 წელს სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ეგზოტიკურ ფენომენთან, შავი ხვრელთან დაკავშირებული აღმოჩენების გამო მას მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიკაში ბრიტანელ როჯერ პენროუზთან, გერმანელ რაინჰარდ გენცელთან ერთად.

პენროუზმა, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორია, მათემატიკურად დაამტკიცა, რომ შავი ხვრელები ფარდობითობის ზოგადი თეორიის პირდაპირი შედეგია.

გენცელმა და და გეზმა კი აღმოაჩინეს, რომ ჩვენი გალაქტიკის ცენტრში ვარსკვლავების ორბიტებს უჩინარი და განსაკუთრებულად მძიმე ობიექტი მართავს.

ანდრეა გეზი მეოთხე ქალია, რომელმაც ეს პრესტიჟული ჯილდო მიიღო მარი კიურის, მარი გეპერტ-მაიერის და დონა სტრიკლენდის შემდეგ.

როგორც თავად მეცნიერმა განაცხადა შავი ხვრელების შესახებ: „ ჯერაც ცოტა რამ ვიცით. რა არის შავი ხვრელი? არ ვიცით. წარმოდგენა არა გვაქს, შიგნით რა არის და სწორედ ეს აქცევს მათ ესოდენ ეგზოტიკურ ობიექტებად.“

ანდრეა გეზი ავტორია ასზე მეტი რეცენზირებული ნაშრომისა.

ანდრეა გეზის მეუღლეა ტომ ლატურეტი, გეოლოგი, RAND ის მეცნიერ-თანამშრომელი. წყვილს ჰყავს ორი ვაჟი, ევანი (დაიბადა 2001 წელს) და მაილსი (დაიბადა 2005 წელს). [21] ანდრეა გეზი თავისუფალ დროს დაკავებულია ცურვით. [22]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Czech National Authority Database
  2. https://astro.ucla.edu/~ghez/
  3. Andrea GhezJohn D. and Catherine T. MacArthur Foundation, 2008.
  4. Annie Jump Cannon Award in AstronomyAAS.
  5. The monster at the heart of our galaxyRoyal Society, 2016.
  6. https://www.aps.org/programs/honors/prizes/goeppert-mayer.cfm
  7. https://www.crafoordprize.se/news/the-crafoord-prize-in-mathematics-2012-and-the-crafoord-prize-in-astronomy-2012/
  8. The Nobel Prize in Physics 2020 // nobelprize.orgRoyal Swedish Academy of Sciences, 2020.
  9. 2020 Nobel Prize in Physics awarded for research with ESO telescopes on Milky Way's supermassive black hole — 2020.
  10. Mottagare av Sällskapets medaljer och priserRoyal Physiographic Society in Lund.
  11. https://www.packard.org/what-we-fund/science/packard-fellowships-for-science-and-engineering/fellowship-directory/ghez-andrea-m/
  12. https://aas.org/grants-and-prizes/newton-lacy-pierce-prize-astronomy
  13. 13.0 13.1 Gilbert Ghez Obituary. ციტირების თარიღი: 2020-10-06
  14. Rivista «Hazman Veharaion — Il Tempo e l’Idea» (2019). ციტირების თარიღი: 2020-10-06
  15. Susanne Ghez: Oral History. ციტირების თარიღი: 2020-10-06
  16. CCS Bard: Susanne Ghez. ციტირების თარიღი: 2020-10-06
  17. Gray Center for Arts and Inquiry. ციტირების თარიღი: 2020-10-06
  18. Zeroing in on Black Holes. ციტირების თარიღი: 2009-09-23
  19. Changing Faces of Astronomy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-03-16. ციტირების თარიღი: 2008-03-20
  20. , doi:10.1038/383415a0.
  21. Stuart Wolpert. (2008-09-23) UCLA astronomer Andrea Ghez named MacArthur Fellow. UCLA. ციტირების თარიღი: 2011-04-16.
  22. Poster Project Biographies. ციტირების თარიღი: 2017-09-01.