კოსმონავტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ასტრონავდი ღია კოსმოსში
იური გაგარინი, პირველი ადამიანი კოსმოსში (1961) (სსრკ)
ვალენტინა ტერეშკოვა, პირველი ქალი კოსმოში (1963) (სსრკ)

კოსმონავტი იგივე ასტრონავტი (სხვადასხვა ქვეყანაში უპირატესობას ანიჭებდნენ ერთ ან მეორე სახელწოდებას. ამერიკის შეერთებულ შტატებში - ასტრონავტს, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში - კოსმონავტს) — მოგზაური კოსმოსში. კოსმონავტები კოსმოსში მოგზაურობისას ზოგჯერ გადმოდიან ხომალდიდან, გადადიან გამოსაკვლევად ციურ სხეულზე, აგროვებენ მასალებს სამეცნიერო გამოკვლევებისათვის. მათ აცვიათ სკაფანდრები - სპეციალური დამცავი ტანსაცმელი. ბუნებრივია, იბადაბა კითხვა - რატომ? საქმე ის არის, რომ კოსმოსი არასტუმართმოყვარე ადგილია. იქ ან ძალიან ცივა, ან ძალიან ცხელა, არ არის ჟანგბადი. უსკაფანდროდ კოსმონავტი დაიღუპება რადიაციის და უჰაერობის გამო. სკაფანდრს შიგნით წნევა, ტემპერატურა და ჰაერის მიწოდება მოწესრიგებულია. ზურგზე აკიდებული რეზერვუარებით კოსმონავტს ჰაერის მარაგი მიაქვს, ”ქუდზე” კი დამაგრებული აქვს ფილტრი, რომელიც მას მზის დამაბრმავებელი ნათებისგან იცავს.