ლეიტონ ბეინზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლეიტონ ბეინზი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ლეიტონ ჯონ ბეინზი
დაბადების
თარიღი
11 დეკემბერი, 1984 (1984-12-11) (39 წლის)
დაბადების
ადგილი
კერბი, ინგლისი
სიმაღლე 170 სმ
სათამაშო
პოზიცია
მარცხენა მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ევერტონი
ნომერი 3
ახალგაზრდული კარიერა
2001–2002 უიგანი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2002–2007 უიგანი 145 (4)
2007– ევერტონი 338 (29)
ეროვნული ნაკრები
2004–2007 ინგლისი 21 წლ. 16 (1)
2010– ინგლისი 30 (1)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 5 სექტემბერი, 2018
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 5 სექტემბერი, 2018

ლეიტონ ბეინზი (ინგლ. Leighton Baines; დ. 11 დეკემბერი, 1984, კერბი) — ინგლისელი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ „ევერტონისა“ და ინგლისის ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი. მონაწილეობდა ევრო 2012-სა და 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. 2012 და 2013 წლებში მოხვდა ინგლისის პრემიერ ლიგის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უიგან ათლეტიკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბეინზის დებიუტი უიგანის შემადგენლობაში 2002 წელს შედგა, ის იყო გუნდის წევრი როდესაც მათ მოახერხეს 2002-2003 წლების სეზონში გაემარჯვათ "მეორე დივიზიონში". ის იყო გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრი როდესაც უიგანმა მოახერხა აღზევებულიყო პრემიერლიგაში, 2004-2005 წლების სეზონში. ამავე სეზონში ბეინზმა მოახერხა მისთვის პირველი გოლის გატანა, შორეული დარტყმით, "იფსვიჩ თაუნის" კარში.

ევერტონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წლის ივლისში ლეიტონ ბეინზი ახლოს იყო სანდერლენდში გადასასვლელად, თუმცა ტრანსფერი ჩაიშალა. ბეინზი კი ერთი თვის შემდეგ ევერტონში აღმოჩნდა.

ბეინზს მის სადებიუტო სეზონში არ ეძლეოდა ძირითად შემადგენლობაში თამაშის საშუალება და სათადარიგოთა სკამიდან ცდილობდა თავის გამოჩენას. პირველ სეზონში ბეინზმა ყველა ტურნირის გათვალისწინებით მხოლოდ 29 თამაშში შეძლო მონაწილეობის მიღება. ბეინზისთვის მეორე სეზონი წარმატებული აღმოჩნდა გაიზარდა მისი სათამაშო დრო, იობოს ტრავმის გამო ლესკოტს დაცვის ცენტრში მოუწია გადასვლა, ბეინზი კი მარცხენა ფლანგის მცველად დადგა. 2008-2009 წლების სეზონში ბეინზი ზედიზედ ორჯერ გახდა ევერტონის თვის საუკეთესო მოთამაშე. ლეიტონმა მისი პირველი გოლი მერსისაიდელთა რიგებში გაიტანა "ფრატონ პარკზე" პორტსმუთის წინააღმდეგ 2009 წლის 21 მარტს, ამ მატჩამდე ბეინზს 57 მატჩში არ ჰქონდა ბურთი გატანილი. 2009 წლის 30 აგვისტოს ბეინზმა უკანასკნელ წუთზე თავის ყოფილ კლუბს, უიგანს, გამარჯვების ბურთი პენალტით გაუტანა და 2-1 დააფიქსირა ანგარიში. ზუსტად ერთი თვის შემდეგ ბეინზმა პირველად უკაპიტნა ევერტონს ევროპა ლიგაზე ბერძნული აეკის წინააღმდეგ. 2010 წლის 2 იანვარს ბეინზმა 95 წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაუტანა ქარლისლ იუნაიტედს.

2010-2011 წლების სეზონი ლეიტონ ბეინზის ბენეფისად გადაიქცა, მან ყველა თამაშში შეუცვლელად ითამაშა პრემიერლიგაში, ასევე მოახერხა და შვიდჯერ აიღო მეტოქეთა კარი ყველა ტურნირის გათვალისწინებით. ის გახდა ევერტონის საუკეთესო მოთამაშე ამ სეზონში, ასევე მოთამაშეთა აზრით საუკეთესო მოთამაშე, მისი გოლი კი რომელიც მან საჯარიმო დარტყმით გაუტანა ლონდონის ჩელსის დასახელდა ევერტონისთვის სეზონის საუკეთესო გოლად. ამასთან ერთად მან მოახერხა გაეკეთებინა 11 საგოლე გადაცემა რითაც მეხუთე ადგილი დაიკავა პრემიერლიგაში და გახდა ამ მაჩვენებლით სეზონის საუკეთესო მცველი.

2011-2012 წლების სეზონში ლეიტონმა ხუთჯერ გაიტანა, აქრდან ოთხი პენალტით. მან ზედიზედ 99 თამაში ჩაატარა პრემიერლიგაში, ეს სერია მას სეზონის ბოლოს მიღებულმა ტრავმამ შეაწყვეტინა.[1] მან ასეთი თამაშით დაიმსახურა მოხვედრა წლის პრემიერლიგის გუნდში მარცხენა მცველის პოზიციაზე 2012 წელს პირველად ბოლო 22 წლის მანძილზე, უკანასკნელად ამ შედეგს 1989-90 წლების სეზონში ნევილ საუტოლმა შეძლო. მომდევნო 2012-13 წლების სეზონში ბეინზმა 116 შანსი შეუქმნა თანაგუნდელებს რაც საუკეთესო მაჩვენებელი იყო იმ სეზონის საუკეთესო ხუთ ჩემპიონატში. როდესაც სეზონის საუკეთესო ფეხბურთელებიდან გუნდი შედგა ბეინზი კვლავ იყო ამ ფეხბურთელთა შორის. ბეინზი კვლავ დასახელდა ევერტონის საუკეთესო ფებურთელად სეზონში და ასევე ფეხბურთელთა საუკეთესო ფეხბურთელად. ბეინზი კვლავ შუცვლელად ატარბდა სეზონს და ერთადერთი იყო პრემიერლიგაში ვინც ყოველი წუთი დაჰყო მოედანზე.[2] 2013 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მანჩესტერ იუნაიტედმა ევერტონს რამდენიმეჯერ მიმართა შეთავაზებით ბეინზის მანჩესტერში გადაბარგების შესახებ, თუმცა მერსისაიდულმა კლუბმა ყველა შეთავაზება უარყო.[3] ლეიტონმა ორჯერ მოახერხა აეღო იუსი იასკილაიენის კარი ერთ თამაშში საჯარიმო დარტყმით ერთნაირი პოზიციიდან პოზიციიდან საბოლოოდ იმ თამაშში ევერტონელებმა 3-2 დაამარცხეს ვესტ ჰემი, ხოლო ბეინზი გახდა მეხუთე ფეხბურთელი რომელმაც ორჯერ მოახერხა საჯარიმო დარტყმებით დუბლის შესრულება ერთ პრემიერლიგის თამაშში, 2006-07 წლების სეზონის შემდეგ. ამ თამაშამდე ეს გაკეთებული ჰქონდათ რუნის, რონალდოს, დროგბას და ლარსონს.

2014 წლის 27 იანვარს ლეიტონმა გაახანგრძლივა კონტრაქტი ევერტონთან ოთხი წლით. სეზონის მიმდინარეობისას მან მოახერხა სამჯერ გაეტანა გოლი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან, ამით კი მან პრემიერლიგის რეკორდი დაამყარა და გახდა ერთადერთი ფეხბურთელი რომელმაც მოახერხა ზედიზედ 10 და მეტი პენალტის გამოყენება ისე რომ არცერთი მათგანის აცეცილა კარს ან მეკარეს აეღო მისთვის. მეცამეტე თერთმეტმეტრიანის გატანა მან მოახერხა მისთვის მესამასე თამაშში მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ სადაც მისმა გუნდმა 2-0 იმარჯვა. ბეინზმა სეზონში 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემაც მიითვალა ამით კი კვლავ საუკეთესო მცველი გახდა პრემიერლიგაში.

2014 წლის 18 სექტემბერს ბეინზმა გაიტანა თერთმეტმეტრიანი დარტყმა ვოლფსბურგის წინააღმდეგ ევროპა ლიგაზე და ეს გოლი იყო მისთვის პირველი უეფა-ს გათამაშებებში, ამ თამაშში ევერტონმა 4-1 გაიმარჯვა. 2014 წლის 5 ოქტომბერს დავიდ დე ხეამ მოახერხა და აუღო ბეინზს პენალტი. ეს გახდა პირველი ვერ გამოყენებული თერთმეტმეტრიანი ბეინზის კარიერაში. 2015 წლის იანვარში ბეინზმა 45 საგოლე გადაცემა გააკეთა და ამით გააუმჯობესა გრემ ლე სოს რეკორდი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]