მეთიუ აპსონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფეხბურთი
მეთიუ აპსონი
STOP nuvola.svg
ეს თარგი აღარ გამოიყენება. გთხოვთ იხილოთ თარგი:ინფოდაფა ფეხბურთელის ბიოგრაფია ახალი სტანდარტების შესაბამისად.
Matthew-Upson-2009.jpg
პირადი მონაცემები
სრული სახელი მეთიუ ჯეიმზ აპსონი
დაბ. თარიღი 18 აპრილი, 1979
დაბ. ადგილი ჰარტისმირი, საფოლკი, ინგლისი
სიმაღლე 185 სმ.
წონა 71 კგ.
პოზიცია ცენტრალური მცველი
ინფორმაცია კლუბის შესახებ
კლუბი ვესტ ჰემ იუნაიტედი
ნომერი 15
კარიერა
კლუბები 1996–1997 ლუთონ ტაუნი 1(0)
1997–2003 არსენალი 35(0)
2000 ნოტინგემი ფორესტი 1(0)
2001 კრისტალ პალასი 7(0)
2002 რედინგი 14(0)
2003–2007 ბირმინგემ სიტი 113(5)
2007– ვესტ ჰემ იუნაიტედი 125(4)

მეთიუ ჯეიმზ აპსონი (ინგლ. Matthew James Upson; დაიბადა 18 აპრილი 1979) — ინგლისელი ფეხბურთელი, ცენტრალური მცველი. გამოდის პრემიერ ლიგის კლუბ „სტოკ სიტიში“.

საკლუბო კარიერა

ლუტონ ტაუნი

აპსონი დაიბადა ჰარტისმირში, საფოლკი. 1994 წელს ის გადავიდა „ლუთონ ტაუნის“ ახალგაზრდულ აკადემიაში. 1996 წლის აპრილში მან კლუბთან პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა, თუმცა ძირითად გუნდში მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა 1996 წლის აგვისტოში „როტერემ იუნაიტედის“ წინააღმდეგ.

არსენალი

1997 წლის მაისში აპსონი გადავიდა „არსენალში“ £2 მლნ. ფუნტის სანაცვლოდ, თუმცა გუნდის იმჟამინდელი მცველების ტონი ადამსის, სტივ ბულდის და მარტინ კიოუნის სტაბილური გამოსვლების და ტრავმების გამო აპსონმა ძირითად შემადგენლობაში თავის დამკვიდრება ვერ მოახერხა. 1999 წელს მან ძალიან სერიოზული ტრავმა მიიღო, რის გამოც ერთი წელიწადი მთლიანად გაუცდა. 2000 წელს ის არენდით გაიგზავნა „ნოტინგემ ფორესტში“, ხოლო ერთი წლის შემდეგ კი „კრისტალ პალასში“.

„არსენალისთვის“ საჩემპიონო წლებში 2001-02 სეზონში აპსონმა „მეთოფეთა“ მაისურით 22 მატჩი ჩაატარა, აქედან 14 მატჩი ჩემპიონატში, რამაც მას ოქროს მედლის გარანტია მისცა. 2002 წლის თებერვალში მან კიდევ ერთი ტრავმა მიიღო, გამოტოვა სეზონის დარჩენილი მატჩები და ასევე ლიგის თასი ფინალი, რომელიც „არსენალის“ გამარჯვებით დასრულდა. გამოჯანმრთელების შემდეგ 2002 წელს აპსონი არენდით გაიგზავნა „რედინგში“, სადაც აპსონმა კარიერაში პირველი პროფესიონალური გოლი გაიტანა: ეს მოხდა ლიგის თასიის მატჩში „კემბრიჯ იუნაიტედის“ წინააღმდეგ. ამ მომენტიდან „არსენალის“ დაცვის ხაზში ჩამოყალიბდა ახალი წყვილი სოლ კემბელის და კოლო ტურეს სახით, რის გამოც აპსონი ძირითადში ვეღარ ხვდებოდა. 2003 წლის იანვარში ის გაყიდეს „ბირმინგემ სიტიში“.

ბირმინგემ სიტი

2003 წლის იანვარში „ბირმინგემმა“ აპსონი სულ რაღაც £1 მლნ ფუნტის სანაცვლოდ შეიძინა. 2006 წლის აპრილში „ასტონ ვილას“ წინააღმდეგ მოსამზადებელ ბირმინგემულ დერბიში აპსონმა კიდევ ერთი ტრავმა მიიღო, რის გამოც სეზონი ნაადრევად დაასრულა. საბოლოოდ „ბირმინგემი“ ჩემპიონშიფში ჩამოქვეითდა. აპსონი კლუბში დარჩა და გამოჯანმრთელების შემდეგ დეკემბერში პირველი მატჩი „პლიმუთის“ წინააღმდეგ ჩაატარა, რომელიც „ლურჯებმა“ 3:0 მოიგეს, ხოლო ერთი გოლი კი სწორედ აპსონმა გაიტანა.

ვესტ ჰემ იუნაიტედი

2007 წლის 18 იანვარს „ბირმინგემ სიტიმ“ უარყო „ვესტ ჰემ იუნაიტედისაგან“ მიღებული £4 მილიონიანი წინადადება და საბოლოოდ გაუმჯობესებულ £6 მილიონიან წინადადებას დათანხმდა. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ერთი დღით ადრე კლუბებმა შეთანხმებას მიაღწიეს: აპსონი „ვესტ ჰემ იუნაიტედში“ £6 მლნ ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა იმ პირობით, რომ ფეხბურთლის კარგი თამაშის შემთხვევაში ეს თანხა £7.5 მლნ ფუნტამდე გაიზრდებოდა. აპსონმა „ჩაქუჩებთან“ 4.5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. „ბირმინგემის“ იმ დროინდელმა მწვრთნელმა სტივ ბრიუსმა განაცხადა, რომ მას არ უნდოდა აპსონი გაყიდვა და რომ ეს კლუბის დირექტორმა კარენ ბრედიმ აიძულა (რომელიც ახლა „ვესტ ჰემის“ ვიცე–პრეზიდენტია).

2007 წლის 29 დეკემბერს აპსონმა „ვესტ ჰემ იუნაიტედის“ მაისურით თავისი პირველი გოლი გაიტანა პრემიერ ლიგის მოქმედი ჩემპიონის „მანჩესტერ იუნაიტედის“ კარში.

2008 წლის ივლისში ნომერი 6, რომელსაც აპსონი ატარებდა, სამუდამოდ გადაეცა კლუბის ლეგენდარულ ფეხბურთელს ბობი მურს. ამის შემდეგ აპსონმა დაიწყო 15 ნომრიანი მაისურის ტარება. 2009 წლის აგვისტოში კლუბიდან ლუკას ნილის წასვლის შემდეგ აპსონი გუნდის კაპიტნად დაინიშნა.

სანაკრებო კარიერა

აპსონმა ინგლისის 21 წლამდე ნაკრების რიგებში 12 მატჩი ჩაატარა, სადაც 2 გოლის გატანა შეძლო. 2002-03 წლებში „ბირმინგემ სიტის“ კარგი გამოსვლის გამო აპსონი ინგლისის ნაკრებში გამოიძახეს, სადაც აპსონმა თავისი პირველი მატჩი 2003 წლის მაისში სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ ჩაატარა. მომავალში „ბირმინგემის“ ფეხბურთელმა ნაკრების შემადგენლობაში კიდევ 7 მატჩი ჩაატარა.

2008 წლის თებერვალში ფაბიო კაპელომ აპსონი ინგლისის ნაკრებში გამოიძახა ამხანაგური მატჩისთვის შვეიცარიის წინააღმდეგ, რომელიც უემბლიზე გაიმართა. მან თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, სადაც რიო ფერდინანდს შეუწყვილდა. ეს იყო ნაკრებში აპსონის რიგით მერვე მატჩი. ამის შემდეგ მან სრულად ჩაატარა მატჩი ყაზახეთის ნაკრების წინააღმდეგ, როცა ტრავმირებული იყო ჯონ ტერი.

ნაკრებში აპსონმა პირველი გოლი 2008 წლის 19 ნოემბერს გაიტანა ამხანაგურ მატჩში გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ. მატჩი ინგლისელთა გამარჯვებით ანგარიშით 2:1 დასრულდა, ხოლო აპსონი კი ITV–ს ვერსიით მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ტიტულები

არსენალი

რესურსები ინტერნეტში