აბვერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბვერი (გერმ. Amtsgruppe Abwehr - განყოფილებათა ჯგუფი "თავდაცვა") გერმანიის ვერმახტის სამხედრო სადაზვევრო განყოფილება. დაარსდა 1938 წლის 4 თებერვალს. ექვემდებარებოდა ვერმახტის მთავარსარდლობას (გერმ. Oberkommando der Wehrmacht - OKW).


ისტორია[რედაქტირება]

სახმელეთო ჯარების მთავარსარდლის ვერნერ ფონ ფრიჩის გადაყენების შემდეგ აბვერი გახდა ნაცისტური რეჟიმის მოწინააღმდეგეთა ცენტრი, რომლის მთავარი ფიგურა იყო ჰანს ოსტერი. ოსტერი და მისი თანამზრახველები აქტიურად თანამშრომლობდნენ მოკავშირეთა სადაზვერვო სამსახურებთან, აწვდინენ მათ რა ინფორმაციებს ვერმახტის მოსალოდნელ შეტევებზე ნიდერლანდში, ბელგიასა და დანიაში. 1943 წლის აპრილში, მას შემდეგ რაც დააპატიმრეს ჰანს ფონ დონანი და გამოაშკარავდა მისი გამცემლური მოღვაწეობა, ჰანს ოსტერი დათხოვილ იქნა აბვერიდან. 1944 წლის თბერვალში ვილჰელმ კანარისის აბვერის შეფის თანამდებობიდან მოხსნის შემდეგ აბვერი, როგორც "სამხედრო განყოფილება" (გერმ. Militärisches Amt - "Amt MIL") შეიერთა SD -მ და ამით იგი რაიხის უშიშროების მთავარი სამმართველოს დაქვემდებარებაში აღმოჩნდა.